სოფო ნიჟარაძე დღეს, 6 თებერვალს, იუბილარია და მას 32 წელი შეუსრულდა. მომღერალი დილიდან მილოცვებს სოციალური ქსელის საშუალებით იღებს.
მომღერალს, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. ჩაწერილი აქვს არაერთი სიმღერა, საქართველოში დადგმულ სამ მიუზიკლში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის არის „ქეთო და კოტე“, „ვერის უბნის მელოდიები“ და ახლახან მუსიკალური დრამის თეატრში დადგმული „შეყრა“. დუეტები შეასრულა უამრავ ცნობილ მომღერალთან, მათ შორის ხოსე კარერასთან და ხულიო იგლესიასთან, მის ანგარიშზე არის რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ დაარსებული მუსიკალური ჯილდო „ოქროს ტალღა“, საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში, რომელშიც ორჯერ გაიმარჯვა.
მცირე ხნის წინ საერთაშორისო მუსიკალურ დაჯილდოებაზე, „დაფ ბამა მიუზიკ ავარდს“ მიიღო მონაწილეობა, სადაც პერფორმანსით წარდგა მსმენელის წინაშე.
February 6, 2019 / 1:45 pm
ტელესახე სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახისა და საყვარელი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილის შესახებ საუბრობს. „გვერდით მყავს ის მამაკაცი, რომელსაც მე ვიმსახურებ. უკვე მეთერთმეტე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. რომელი უფრო მზრუნველი ხართ? გააჩნია, რა კუთხით. ჩემი ზრუნვა ოჯახურ ატმოსფეროზეა ორიენტირებული. ვცდილობ, სახლში დაბრუნებისას საუკეთესო აურა დავახვედრო. თვითონაც ამბობს, შენ […]
ხატია შამუგიამ „ისი პარი“ 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პატარა სტატუსში დაწერა. ცნობილ პიარმენეჯერის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგად, სურნელოვან სამყაროსთან და თავად ამ კომპანიასთან ასოცირდება, არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა „ისი პარის“ დატოვება, თუმცა წერს, რომ წინ დიდი გეგმებია. გთავაზობთ ხატიას სტატუსს: „12-წლიანი ურთიერთობა დასასრულს […]
მომღერალი ნუცა ბუზალაძე „სარკის“ დღევანდელ ნომერში პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს. მისმა თაყვანისმცემლებმა უკვე დიდი ხანია, იციან, რომ ნუცა შეყვარებულია. „სიყვარულს ხელს ვერაფერი შეუშლის. მართალია, რომანტიკული შეხვედრებისთვის ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ საბედნიეროდ, სეირნობა შეიძლება და ჩვენც ინტენსიურად ვსეირნობობთ. უფრო კარგია, როდესაც პანდემიის დროს შეყვარებული გყავს, ეს უფრო გეხმარება, პოზიტიურ განწყობაზე იყო“, აღნიშნავს მომღერალი ჟურნალთან ინტერვიუში. (ფოტოები)
სოფია ნიჟარაძემ, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია, აშშ-ში გაემგზავრა და ამჟამად იქ ცხოვრობს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში მცირე ვიდეო განათავსა, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ამან მის მეგობრებს, განსაკუთრებით კი ცნობილ სახეებს, მონატრების და სოყვარულის გამოსახატავად დამატებითი მიზეზი მისცა. ბევრმა პოპულარულმა სახემ დადებითი კომენტარები დაუწერა ქართველ ვარსკვლავს, ხოლო ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ის საგრძნობლად არის გამხდარი და […]
ნიკა გავრამიამ „მთავარი არხის“ ახალი შოუ „მხოლოდ ლელასთან“ სოცქსელში გამოქვეყნებული პოსტით შეაფასა და ლელა წურწუმიასთვის დადებითი სიტყვები არ დაიშურა; ნიკამ დაწერა: „გიჟია რა, ეს გოგო. პირველივე ეთერში გააფრინა, თან ლაივში. მისი ცხოვრების პირველ ლაივში. Lela Tsurtsumia ❤ p.s. Kakhi Mamulashvili ვისთანა ხარ შენ ვაფშე, გადაშენდი“. მის ამ სტატუსს გამოეხმაურა მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რის შემდეგაც ნიკა […]
„მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის გამარჯვებული, გიორგი კელაპტრიშვილი მსმენელს ახალი დუეტით დაუბრუნდა. ცნობილი სიმღერის „ძველი ჰანგი“ ახალი ვერსია მან „მხოლოდ ქართული“ ჟიურის წევრთან, სოფო ნიჟარაძესთან ერთად შეასრულა. ვიდეოკლიპი „იუთუბზე“ 26 მაისს ატვირთეს და ის უკვე 20 000-მდე ნახვა აქვს. სიმღერის ავტორი: ნოდარ გიგაური ლექსი: დოდო გვიშიანი არანჟირება: ზვიად ბოლქვაძე ინსტრუმენტალი: ზვიად ბოლქვაძე, ჯგუფი “ნიუტონი”, ქემო ვიდეო: […]
სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას პოსტის ქვეშ, რომელიც „რუსთავი 2“-ის დირექტორმა „ევროვიზიაზე“ ჩვენი წარგზავნილის კრიტიკას დაუთმო, ოთო ნემსაძეს გამოექომაგა და დაწერა, რომ ის ძალიან კარგი მომღერალია და არაფერს ნიშნავს, თუკი „ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა. სოფოს ოთოს გამოსვლის შემდეგ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ის ფინალში გადავიდოდა და ამის შესახებ სოცქსელში დაწერა კიდეც, თუმცა სამწუხაროდ, მისი ვარაუდო […]
„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელ ტურზე რუსა მორჩილაძის სიმღერები შესრულდა. კომპოზიტორის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი „დღეები მიდიან“ ლელა წურწუმიამ და სოფო ნიჟარაძემ დუეტში შეასრულეს. მომღერლებს სცენაზე გვერდს თავად რუსა უმშვენებდა, რომელიც როიალთან იჯდა. აღსანიშნავია, რომ ლელა და სოფო არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე და დიდი აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს მაყურებლის მხრიდან. საგულისხმოა, რომ ლელასა და სოფოს ერთად არასდროს უმღერიათ და […]