სოფო ხალვაშის კონცერტი და სპონტანური დუეტი ვალერი მელაძესთან

სოფო ხალვაშის კონცერტი და სპონტანური დუეტი ვალერი მელაძესთან

სოფო ხალვაშმა ბათუმში, „სოჰოში“, ბენდთან ერთად კონცერტი გამართა. ამ ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო ვალერი მელაძე, რომელიც ბუბა კიკაბიძის საღამოზე მონაწილეობის მისაღებად მშობლიურ ქალაქს სტუმრობდა. სოფოს გამოვკითხეთ წარმატებით ჩატარებული საღამოს ამბავი.

სოფო, დიდხიანი პაუზა გქონდა კონცერტამდე?

სხვათა შორის, არა, რადგან მე უკვე დიდი ხანია, ბენდთან ერთად პროგრამა მაქვს გაკეთებული და სხვადასხვა ადგილას ვასრულებ, მათ შორის, დახურულ წვეულებებზეც და ალბათ, ისე არ ჩანს, როგორც სხვა კონცერტების შესახებ ინფორმაცია.

რადგან კლუბური საღამო იგეგმებოდა, მსოფლიო ჰიტებზე ავაწყვეთ, რომელიც საქსოფონის თანხლებით ჟღერს, თუმცა ჩვენი მუსიკაც შევთავაზეთ მოსულ მსმენელს და ერთგვარი სინთეზი გავაკეთეთ.

ვალერი მელაძის მონაწილეობა ამ საღამოში თავიდანვე იყო დაანონსებული?

ის სპეციალურ სტუმრად გვყავდა მოწვეული, თუმცა სპონტანურად სცენაზე ამოვიდა და ბენდთან ერთად „თბილისო“ შევასრულეთ. ეს სიმღერა ერთად პირველად არ გვიმღერია. მანამდე, ორი წლის წინ, თბილისში ვიმღერეთ ვალერი მელაძის კონცერტზე, ახლა კი ბენდთან ერთად რეპეტიციის გარეშე გადავწყვიტეთ მისი შესრულება.

სოფო, გაქვს მუსიკალური სიახლეები?

მაქვს, მაგრამ ჯერ არ მინდა გამხელა. ახლა მუშაობის პროცესში ვარ და ვფიქრობ, ღირებული რამ გამოდის, ცოტა ხანში აუცილებლად დავაანონსებ (იღიმის).

ნინო მურღულია

(ფოტოები)

სიახლეები/

|

August 20, 2018 / 4:49 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Let’s show fucking Russian how we can party !!! – Oscar and the wolf-მა ქართველ მსმენელს მიმართა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]

მერაბ სეფაშვილი დღეს 58 წლის გახდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, მერაბ სეფაშილი დღეს, 15 ოქტომბერს, იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა. მომღერლისთვის მისალოცად მისი შვილები და პროდიუსერი, გია გოგორიშვილი შეიკრიბნენ და დაბადების დღეზე სიურპრიზად პოპულარულ შემსრულებელს ტორტი მიართვეს. (ვიდეო)

ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ (ფოტოები)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფმზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები. კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაო ხანია, რაც გრძელდება. როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტა. ფოტოები გოგა […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სოფო ხალვაში: „ბათუმის მერის მოადგილეობაზე რამდენჯერმე ვთქვი უარი…“

მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილეა. მანამდე ის „აჭარის ტელევიზიაში“ გადაცემის წამყვანად მუშაობდა, თუმცა ტელევიზიიდან საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო გაათავისუფლეს. სოფო ჟურნალ „სარკესთან“ ახალი თანამდებობის შესახებ საუბრობს. სოფო: ბათუმის მერისგან, ბატონი ლაშა კომახიძისგან რამდენჯერმე მივიღე ეს წინადადება, მაგრამ არ დავთანმხდი. ახლა ეს ნაბიჯი გადავდგი. ეს გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მიიღეთ? ბუნებრივია, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს ვუთხარი. […]

18 აგვისტოს სოფო ხალვაშის ლაივკონცერტზე ვალერი მელაძეც იმღერებს

18 აგვისტოს „Soho Batumi“ სოფო ხალვაშის ლაივკონცერტს უმასპინძლებს. შესრულდება ყველა ის კომპოზიცია, რომელიც მომღერლის თაყვანისმცემლებს უყვართ. ეს საღამო იმითაც არის გამორჩეული, რომ სოფოს კონცერტებით ბოლო პერიოდში განერბივრებულები არ ვართ. მოგეხსენებათ, ის ბათუმში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და იქ მუშაობს. მსმენელთან შეხვედრისთვის არაჩვეულებრივი დრო შეარჩია და რაც მთავარია, მისი საღამოს სპეციალური სტუმარი იქნება ცნობილი შემსრულებელი, ვალერი მელაძე, […]

სოფო ბედია რამდენიმე ქართველ შემსრულებელთან ერთად „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ კონცერტებში მონაწილეობს

სოფო ბედია რამდენიმე ქართველ მომღერალთან ერთად საქართველოს ათ ქალაქში კონცერტებში მონაწილეობს. ეს წინასაარჩევნო კონცერტებია, სადაც სოფოსთან ერთად სალომე ბაკურაძე, სოფო ხალვაში, ნუცა ბუზალაძე და სხვები მონაწილეობენ. კონცერტების წამყვანი ცნობილი მსახიობი, თორნიკე გოგრიჭიანია. კონცერტები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ამბროლაურში, გუშინ მომღერლები თელავში იყვნენ, შემდეგ კი ბათუმს, ზუგდიდს, ახალციხესა და გორს ესტუმრებიან. როგორც სოფო აღნიშნავს, კონცერტები ანშლაგებით მიმდინარეობს. […]

ვალერი მელაძე „ოქროს ტალღის“ ჟიურის წევრია – „გამარჯობა, საქართველო!..“

წლის სიმღერის კონკურსი „ოქროს ტალღა“ უკვე მეოთხე წელია იმართება – მისი ორგანიზატორია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, რომლის ოთხივე რადიოსადგური წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ქართულ სიმღერას სთავაზობს პრემიერებისთვის საკუთარ ეთერს და სწორედ „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, „ავტორადიოს“ და რაც მთავარია, „არ დაიდარდოს“ ეთერში შესული სიმღერებიდან 125 კონკურსანტი კომპოზიცია მონაწილეობს წლევანდელ „ოქროს ტალღაში“. მათგან საუკეთესოებს ხვალ, 20 ივნისს, მთაწმინდის პარკში […]

ვალერი მელაძე საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

რუსეთში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მომღერალი, ვალერი მელაძე საქართველოში კონცერტს გამართავს, რომელიც მის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება. ქართველი მომღერლის ტურნე, მელაძის მშობლიურ ქალაქ ბათუმში დასრულდება, თუმცა კონცერტის ჩატარების ადგილი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. "მიუზიკ ბოქსი“ ღონისძიების ორგანიზატორ „არტ-მედიას“ დაუკავშირდა:

რეკლამა