სოფია ბზეკალავა: „თუკი ვინმე თქვენი ცხოვრებიდან მიდის, ნუ ებღაუჭებით, ახლა ზუსტად ის დროა…“

0
1478

სოფია ბზეკალავა წერს, რომ სწორედ ახლა არის ის პერიოდი, როცა ყველა რთულ ურთიერთობას უნდა დაემშვიდობოთ. ასტროლოგის თქმით, ამგვარი ურთიერთობები არ უნდა დაიბგრეს ან სიმყარეზე გადამოწმდეს.

გთავაზობთ სოფია ბზეკალავას სტატუსს ამ თემაზე:

„ყველა ვერშემდგარ რომანსა და სტრესულად დასრულებულ ურთიერთობაში არის კანონზომიერება. ახლა ზუსტად ის დროა, როცა არასასურველი კავშირები საბოლოოდ უნდა დაინგრეს ან გადამოწმდეს სიმყარეზე. ჰოდა, თუკი ვინმე თქვენი ცხოვრებიდან მიდის გაუშვით, ნუ ებღაუჭებით, საერთოდ ნურავის ნუ ებღაუჭებით ცხოვრებაში. რაც მალე გააცნობიერებთ იმას, რომ საკუთარი თავის დასაყრდენი პირველ რიგში თქვენ ხართ, მით უფრო ბედნიერი იქნება თქვენი ცხოვრება მომავალში. საყვარელი ადამიანი კი არ ცვლის ადამიანს, მას ცვლის საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი სიყვარული იმ დროს როცა აცნობიერებს, რომ ვიღაცას უყვარს და სასურველია.

ჰოდა, ნურასოდეს დააყენებთ ეჭვქვეშ საკუთარ უნიკალურობას. თქვენი თავი მაშინაც უნდა გიყვარდეთ, როცა მარტო ხართ, წყვილის გარეშე. იმიტომ რომ თუკი თქვენი თვითშეფასება პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, ძალიან ბევრ იმედის გაცრუებას შეგახვედრებთ ცხოვრება. ასე რომ ნუ იქმნით ილუზიებს, სამყარომ უკეთ იცის ვინ არის თქვენი „ჭეშმარიტი მეორე ნახევარი”, მაგრამ საიმისოდ, რომ თქვენ ის დაიმსახუროთ, პირველ რიგში, თქვენი თავი უნდა მიიღოთ ისეთი, როგრიც ხართ, შესაძლოა, არცთუ ყველაზე ლამაზი, არცთუ ყველაზე ჭვიანი და წარმატებული. მაგრამ ერთადერთი და უნიკალური, იმიტომ, რომ თავად ფაქტი თქვენი ამ ქვეყნად მოვლინებისა ნიშნავს თქვენს განსაკუთრებულობას“.

(ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here