„შენ ხარ ჩვეულებრივად გარუსებული“ – ქეთა თოფურიას ქართველები აკრიტიკებენ

„შენ ხარ ჩვეულებრივად გარუსებული“ – ქეთა თოფურიას ქართველები აკრიტიკებენ

ქეთა თოფურიას მიერ „ინსტაგრამზე“ გავრცელებული განცხადება, სადაც ის რუსეთის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, დიდი განხილვის საგანი გახდა. მომღერალი თანამემამულეებმა კრიტიკის ქარცეცხლში გახვიეს. ქეთა წერდა:

„18 მარტს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებია. ყველანი მიდიხართ? მე ამ დღეს არ ვიქნები მოსკოვში. დიდი მადლობა კოლეგებს, რომლებმაც მირჩიეს, დისტანციურად მიმეცა ხმა. პორტალზე Gosuslugi.ru შეგიძლიათ მიუთითოთ, სად გირჩევნიათ ხმის მიცემა ამ დღეს. გამოიყენეთ ეს მომსახურება და არ გადამიხადოთ მადლობა“.

მომღერალს ამ განცხადების გამო „ინსტაგრამზე“ ქართველებმა უპასუხეს და მწვავე შეფასებებს არ მოერიდნენ.

„ვერ ხვდები, პროპაგანდას რომ ეწევი, თუ გააზრებული გაქვს შენი ქმედებები და უბრალოდ მაძღარ ცხოვრებას ირჩევ? 18-ში არჩევნებში ხალხის მაქსიმალური მონაწილეობა პუტინის მიზანია, რათა უფრო მარტივად მოხერხდეს არჩევნების შედეგების გაყალბება. ამის გაგება ან არ გსურს, ან არანაირი პრინციპები არ გაგაჩნია. შენ მოსკოვებში მაძღარი ცხოვრება ამჯობინე სიმართლეს! კარგი, რუსეთში მოღვაწეობ, მოღვაწეობ, მაგრამ ნეიტრალური მაინც იყავი, არა კრემლის სასარგებლოდ უნდა იმოქმედო მაინც და მაინც. თუმცა შენ რა გესმის, იმასაც ვერ გაიგებ კიკაბიძემ რატომ გააკეთა ის, რაც გააკეთა და სული არ გაყიდა. შენ არ ხარ ქართველი, შენ ხარ ჩვეულებრივად გარუსებული. დარჩი იქ, სამუდამოდ!“

„პუტინმა დაანახა მთელ მსოფლიოს, რა აქვს მას გულში. გულში აქვს მარტო ომი, და მარტო ომით, შიშით, სხვების სიკვდილებით მას შეუძლია მმართოს რუსეთით. რა არჩევნებზეა საუბარი, პუტინის მმართველობის დროს რუსეთში გამორიცხულია არჩევნები. სირცხვილია ამ ცირკში ქართველების გამოჩენა, ღურცკაია იქ რომ იდგა პუტინის გვერდით, სოხუმის და სოხუმელების დაცინვა იყო…“

ქეთა თოფურიამ გადაწყვიტა, ამ კრიტიკული გამონათქვამებისთვის „ინსტაგრამის“ საშუალებით ეპასუხა და აღნიშნა:

„ხალხო, იმენნა ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ…ა და არა პუტინმა. მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რომ არ იცით დეტალები, გაჩუმდით მაინც. ანუ მე სულ ვცდილობ, ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გავბრაზდი, რო ასეთი რეაქცია მოჰყვა იმას, რო წადით არჩევნებზეო, დაწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო, მაგას ვგულისხმობ? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ახლავე გაგაგებინებთ, რო ჩემი აზრით, დღეს რომ აირჩიონ სხვა – რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი, აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც, ბ…ად“

სიახლეები/

|

March 5, 2018 / 1:43 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მაია ასათიანი: „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ…“

აია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რამდენიმე სთორი, სადაც ჩემოდნით არის გადაღებული. როგორც მაია ამბობს, თებერვალში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდება, ის საქართველოდან აუცილებლად მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში. „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, ჩემს ოცნებაში. მისურვეთ კეთილი მგზავრობა. 16 საათი უნდა ვიფრინო. სინამდვილეში არის ჩემი შვილის გარდაცვალების წლისთავი. ასეთ დროს ყოველთვის მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და ასე მარტო მივემგზავრები….“, […]

ფოტოები: ვერიკო ტურაშვილმა გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომელიც შვილს მიუძღვნა

ახლხან მომღერალი ვერიკო ტურაშვილი განსხვავებულ, დიზაინერის ამპლუაში ვიხილეთ. მან გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომლის ფოტოსესიაც გედა დარჩიამ გადაიღო. პატარებისთვის შექმნილი სამოსის ხაზი ძირითადად კაბებს აერთიანებს. ვერიკო ამ საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ვერიკო ტურაშვილი: ამ ყველაფერს ჯერჯერობით არცთუ სერიოზულად ვუყურებ, მაგრამ ჩემი უმცროსი შვილის, ნატაშკას ინსპირაციით შევქმენი მცირე კოლექცია, რომელშიც 10 კაბა გაერთიანდა. ამ საქმეში პარტნიორთან, ეკა მგალობლიშვილთან […]

ქეთი გაბისიანის შემოქმედებით საღამოზე ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა – „ამას არ ველოდი…“

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია 25 თებერვალს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის კონცეპტუალურ შემოქმედებით საღამოს წარადგენს, სადაც მუსიკოსებისა და შემსრულებლების დიდი რაოდენობა მონაწილეობს, მათ შორის ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, „შვიდკაცა“, თეატრალურის კვარტეტი“,  აჩიკო ნიჟარაძე, პაპუნა შარიქაძე, გიორგი ცაგარელი, ლაშა დეისაძე და სხვანი. აღსანიშნავია, რომ საღამოზე დასასწრები ბილეთები სამ დღეში სრულად გაიყიდა, რაც […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ფოტოები: ქეთა თოფურიას მდიდრული ახალი წელი

მომღერალმა ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამზე“ უალამზეს, მდიდრულ საახალწლო გარემოში გადაღებული ფოტოსესია გამოაქვეყნა. ერთ ფოტოზე ქალიშვილთან, ოლივიასთან ერთად არის, ორზე კი – მარტო. როგორც ყოველთვის, ახლაც, ქეთა არაჩვეულებრივად გამოიყურება. მას საახალწლო კუბოკრული პერანგი და შვი აბრეშუმის კაბა აქვს მორგებული. (ფოტოები)

ქეთა თოფურიამ ბიჭოლას კაბები მოირგო (ფოტოები)

ქეთა თოფურიამ დიზაინერ ბიჭოლას კაბები მოირგო. მან ფუშფუშა შავი სამოსი, რომელიც ბიჭოლას ახალი კოლექციიდან არის, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ქეთამ ისინი გადაღებებისა და კონცერტებისთვის ჩაიცვა. თავად ქეთას მოკლე კაბა ბევრად მოსწონს, ვიდრე გრძელი. (ფოტოები)

ქეთა თოფურია ლევ ძენგოვთან ურთიერთობაზე ალაპარაკდა – „ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება“

ქეთა თოფურიას ახალი რჩეული ჰყავს, ეს ლევ ძენგოვია, რომლის შესახებაც მან ერთ-ერთ რუსულ თოქშოუში ისაუბრა. „ჩვენ ერთმანეთი მინსკში, მის დაბადების დღეზე გავიცანი. ბაიგალის იცნობდა და ჩვენ დაგვპატიჟა. საგრიმიოროში მივესალმეთ ერთმანეთს, ორი სიტყვა გავუცვალეთ ერთმანეთს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთმანეთს დავეკონტაქტეთ. ყველა დეტალის შესახებ ვერ ვისაუბრებ. როცა მასთან დავიწყე ურთიერთობა, ერთი კვირა 24 საათის განმავლობაში ერთმანეთს ველაპრაკებოდით, […]

ქეთა თოფურიას გუფმა დაბადების დღე „ინსტაგრამით“ მიულოცა

რეპერმა გუფმა ქეთა თოფურიას დაბადების დღე „ინსტაგრამის“ საშუალებით მიულოცა და მისი ფოტოც გამოაქვეყნა. მუსიკოსმა დაწერა: „ქეთა! ვერ გნიშნავ, რადგან დაბლოკილი გყავარ. გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა! ძალიან მიყვარდი. ბედნიერებას გისურვებ!..“ შეგახსენებთ, რომ ქეთა და გუფი გარკვეული პერიოდი ერთად იყვნენ, შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც ჩანს, საკმაოდ ცუდად, რადგან მომღერალმა რეპერი სოციალურ ქსელშიც კი დაბლოკა. (ფოტოები)

ქეთა თოფურია ახალ შეყვარებულთან ერთად იტალიაში ისვენებს (ფოტო)

ქეთა თოფურია დასასვენებლად იტალიაში გაემგზავრა. ზაფხულის ცხელ დღეებს ის სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალ შეყვარებულთან ერთად ატარებს. ხმები ,,ა’სტუდიოს” ვოკალისტისა და უცნობი მამაკაცის შესაძლო რომანის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც 32 წლის მომღერალმა ,,ინსტაგრამის” ისტორიებში რომანტიკული ფოტო ატვირთა. სურათზე, წყვილს ხელი აქვს ჩაკიდებული, კადრს კი – გულის ესკიზი ერთვის. რეპერ გუფისთან დაშორების შემდეგ, ქართველმა ლამაზმანმა პირობა […]

რეკლამა