“შენ ხარ ჩემი საუკეთესო ხედი” – ნანუკა და ბერა ისევ “ტიკ–ტოკზე” ერთობიან

0
790

შეიძლება ითქვას, რომ ბერა ივანიშვილმა მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად, ერთ–ერთმა პირველმა აუღო ალღო ახალ პროგრამას “ტიკ–ტოკი”. ბერამ თავისი თაყვანისმცემლებისთვის დაწერა, რომ სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაეკონტაქტებოდა მათ და ახალ ვიდეოებს შესთავაზებდა, რაც ასეც მოხდა. ყოველდღიურად ბერა თუ ნანუკა თავიანთი “ინსტაგრამის” გვერდების საშუალებით სხვადასხვა ვიდეოს აზიარებენ და ათასობით მოწონებას აგროვებენ.

ახლახან მათ ახალი ვიდეო გამოაქვეყნეს, რომლის ინგლისური ტექსტიც დაახლოებით ასე ითარგმნება, ბიჭი გოგონას ეკითხება, მოსწონს თუ არა მას ხედი, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ბიჭი გოგონას ეუბნება, რომ ის არის მისი საუკეთესო ხედი. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის ხედი, რომელიც ვიდეოშ ჩანს, ძალიან ლამაზია. ვიდეო ივანიშვილების სახლშია გადაღებული.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here