“სამი ბიჭის დედა ვარ, მაგრამ გოგოს დედობა საერთოდ სხვა არის” – ლელა კილაძე

0
4828

ლელა კილაძემ და გუკა რჩეულიშვილმა გუშინ “ნანუკას შოუს”უმასპინძლეს.

ლელამ მაყურებელს პატარა თრინითი რჩეულიშვილი გააცნო. თრინითი ლელა კილაძის მეოთხე შვილია, ხოლო გუკასთვის მეორე.

“ძალიან კარგი ბავშვია, ღამე კარგად სძინავს. უკვე “აღუც”-თქვა. სამი ბიჭის დედა ვარ, მაგრამ გოგოს დედობა საერთოდ სხვა არის. ახლა არ ვმუშაობ და ძირითადად სულ ბავშვთან ვარ. რაც ბიჭების შემთხვევაში სხვანაირად იყო, რთული გრაფიკით ვმუშაობდი მაშინ. ჩემი ორსულობა გუკამ ადვოკატისგან გაიგო. მშობიარობის დროს, თან ტელეფონზე ველაპარაკებოდი. როცა გუკა გამოვიდა, გაუჭირდა თრინითის შეგუება, ხელში როცა აყავდა ტიროდა. მაგრამ ახლა გაიარა ამ პროცესმა. ეტყობა ვერ გაიგო, რატომ არ იყო მამა მასთან 9 თვის მანძილზე და ამიტომ ეჩხუბებოდა” – განაცხადა ლელა კილაძემ.

გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, პატარას სახელი “მატრიცას” ერთ-ერთი პერსონაჟის გამო შეურჩია.

https://www.youtube.com/watch?v=u5JBbAs66Wc

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here