სალომე კორკოტაშვილის ემოციური ამბავი: “აფთიაქში სამი ლარი დააკლდა…“

0
2062

სალომე კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში აღწერს ამბავს, რომელიც ახლახან გადახდა თავს. მომღერლის თქმით, ის ქუჩაში შეხვდა ქალს, რომელიც თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, რადგან აფთიაქში სამი ლარი დააკლდა.

სალომე აღნიშნავს:

„ქუჩაში დავინახე ქალი, რომელიც მძიმედ სუნთქავდა და სიარული უჭირდა. ვიფიქრე, დიაბეტი აქვს და შაქარი უვარდება-მეთქი. ვკითხე, რით შევძლებდი მის დახმარებას!

აღმოჩნდა, რომ ასთმა აქვს და წამალი გაუთავდა. მითხრა, რომ აფთიაქში 3 ლარი დააკლდა და გოგონებმა უთხრეს, რომ უფლება არ ჰქონდათ, ფული დაემატებინათ. თავს ვერ იკავებდა, იმდენს ტიროდა, მე 5 ლარი მივაწოდე და 10 წუთი მეჩხუბებოდა, ერიდებოდა ფულის გამორთმევა.

სულ იმას მიმეორებდა, შვილო, შენ რა შუაში ხარ, ეს ჩემი ბრალიაო..

მე ვუთხარი, რომ დღეს თქვენ გჭირდებათ დახმარება, ხვალ მე დამჭირდება და სხვა დამეხმარება-მეთქი.

ეს იმიტომ დავწერე, რომ ყველა პატარა დახმარებით თქვენ ადამიანებს იმედს აძლევთ, რომ გაიღიმონ და თქვან, რომ სიკეთე არსებობს!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here