სალომე კორკოტაშვილის ახალი სიმღერა, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ დებატებს მიუძღვნა

სალომე კორკოტაშვილის ახალი სიმღერა, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ დებატებს მიუძღვნა

სალომე კორკოტაშვილმა ბრიტანელ პროდიუსერთან ერთად დაწერილი ახალი სიმღერა „საუნდქლაუდზე“ განათავსა. კომპოზიციის სახელწოდებაა One Truth („ერთი სიმართლე“). სოციალურ ქსელში კი შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა:

„ბრიტანელ პროდიუსერთან ერთად დავწერე ეს სიმღერა, მიმდინარე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით! თუ ვინმეს აინტერესებს, თუ რას ვფიქრობ დღეს, ჩემთვის ყველაზე ადვილ ენაზე, სიმღერით გამოვხატე ჩემი სათქმელი 🙂

PEACE and LOVE (მშვიდობა და სიყვარული)“

შეგახსენებთ, რომ სალომეს მამა, გია კორკოტაშვილი სკანდალში გაეხვია, როცა თანამოაზრეებთან ერთად თათია დოლიძეს  სოციალურ ქსელში „ქართველთა მარშზე“ გამოთქმული მოსაზრებების გამო შეურაცხყოფა მიაყენა. სალომემ ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოთქვა და აღნიშნა, რომ გინებითა და ლანძღვით კარგს ვერაფერს მივაღწევთ.

სიახლეები/

|

July 20, 2017 / 3:23 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ – რატომ შეცვალეს „ჩცდ“-ში სხვა მსახიობით

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია. მარიშკა ჯავახაძე: ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი […]

ორსული ანუკი არეშიძის პირველი ფოტოები

ანუკი არეშიძე 6 თვის ორსულია. ამის შესახებ თავად დაწერა „ინსტაგრამზე“ და ფოტოც გამოაქვეყნა. მანამდე კი მეოთხე შვილის მოლოდინის შესახებ კახი კალაძემ ამცნო საზოგადოებას, როდესაც სოციალურ ქსელში ანუკის მუცელი გამოაჩინა და ამით მიგვანიშნა, რომ წყვილი კიდევ ერთ პატარას ელის. შეგახსენებთ, რომ კახი და ანუკი წლებია, დაქორწინებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი იტალიაში დაიწყო, სადაც ანუკი სამოდელო კარიერის […]

ლელა წურწუმიას კონცერტმა დიდ საკონცერტო დარბაზში ანშლაგით ჩაიარა

ლელა წურწუმიას დიდი ხნით ადრე დაანონსებული კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. მომღერლის დიდი ხნის თაყვანისმცემლებს ახალგაზრდა მსმენელიც შეუერთდა, რომელიც ლელა წურწუმიას მსმენელთა შორის არცთუ დიდი ხნის წინ ჩაეწერა. „ღამის სიჩუმე გაფანტე“ ბოლო დროს კლუბურ სივრცეებშიც კი ისმოდა… „გუფი ლენდსა“ და დავით მაზანაშვილის ორკესტრთან ერთად ლელა […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

სალომე კორკოტაშვილი ჯორჯ მაიკლისა და მაიკლ ჯეკსონის ბასისტთან ერთად იმუშავებს

სალომე კორკოტაშვილის კარიერაში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. 25 სექტემბერს მომღერალი კვლავ აშშ-ში მიფრინავს. მან შეთავაზება მიიღო  ერთ-ერთი ხმის ჩამწერი სტუდიისგან, რომელსაც Dark Horse recording studio ჰქვია. ქართველი შემსრულებელი ნეშვილში გაემგზავრება, სადაც ზემოხსენებული სტუდია მდებარეობს, შემდეგ კი ჰიუსტონში გადაინაცვლებს, კიდევ ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში Wire road studios, სადაც რამდენიმე სიმღერას ჩაწერს, აკომპანემენტს კი, სხვა მუსიკოსებთან ერთად […]

სალომე კორკოტაშვილის ახალი ალბომი ნიუ იორკში გამოიცა

მცირე ხნის წინ სალომე კორკოტაშვილი ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის, SongBuilder Studios-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა და სამი კვირის განმავლობაში აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ზემოხსენებული სტუდიის წარმომადგენლებთან ერთად საკუთარ ალბომზე მუშაობდა. და ის უკვე მზადაა. როგორც თავად მომღერალი წერს, ალბომი გამოიცა და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს. „ახალი ალბომი გამოვიდა!.. ეს სიმღერები დატრიალდება ამერიკის სხვადასხვა რადიოში. კიდევ ერთხელ […]

Joss Stone-ის დუეტი სალიოსთან

პოპულარულმა ბრიტანელმა შემსრულებელმა ჯოს სტოუნმა წლევანდელი ბათუმის ჯაზფესტივალი დახურა ბრწყინვალე კონცერტით, სადაც ყველა ჰიტი შეასრულა საკუთარი რეპერტუარიდან. ჯოსს ახლა ტურნე აქვს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის. ტურნეს ფარგლებში, ზოგიერთ ქალაქში ის ადგილობრივ არტისტებთან თანამშრომლობს და მათთან დუეტებს წერს. ქართველი მომღერლებიდან მან სალომე კორკოტაშვილი შეარჩია და მასთან და ორ ქართველ მუსიკოსთან ერთად გონიოს ციხეში სალიოს კომპოზიცია […]

სალომე კორკოტაშვილმა აშშ-ში Springboard Houston -ის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

სალომე კორკოტაშვილი აშშ-ში იმყოფება და სხვადასხვა მუსიკალურ აქტივობაშია ჩართული. ახლახან თავის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში მისი ბენდთან ერთად გამოსვლაა ასახული. სალიო Springboard Houston 2017-ის მონაწილე გახლდათ, მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში მან საკუთარი მუსიკა შეასრულა ბენდის წევრებთან ერთად, რომლებიც აშშ-ში დახვდნენ. სალომე წერს: „ჩემთვის დიდი პატივია ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება! კონცერტი გადაიღეს […]

სალომე კორკოტაშვილმა ვაშინგტონში ამერიკის ჰიმნი შეასრულა – „ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა…“ (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ სალომე კორკოტაშვილი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სალომე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ქართველი დიზაინერის მიერ შეკერილ ვარდიან შავ კაბაში და აშშ-ს ჰიმნი შეასრულა. მომღერალმა ვიდეო საკუთარი „ფეისბუქზე“ განათავსა და საკუთარი შთაბეჭდილებებიც გააზიარა: „ასე ემოციურად არასდროს მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს, top ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს super bowl-ზე, […]

რეკლამა