სალომე კორკოტაშვილის ახალი ალბომი ნიუ იორკში გამოიცა

0
1898

მცირე ხნის წინ სალომე კორკოტაშვილი ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის, SongBuilder Studios-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა და სამი კვირის განმავლობაში აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ზემოხსენებული სტუდიის წარმომადგენლებთან ერთად საკუთარ ალბომზე მუშაობდა. და ის უკვე მზადაა. როგორც თავად მომღერალი წერს, ალბომი გამოიცა და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.

„ახალი ალბომი გამოვიდა!.. ეს სიმღერები დატრიალდება ამერიკის სხვადასხვა რადიოში. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მომცა იმის საშუალება, რომ წავსულიყავი ბალტიმორში.

ალბომის პრეზენტაცია იქნება ნიუ იორკში, მადლობა“ – აღნიშნავს ქართველი შემსრულებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here