სალომე კორკოტაშვილი “თბილისი ოფენ ეარზე” ვეღარ გამოვა – რა გახდა მიზეზი

სალომე კორკოტაშვილი “თბილისი ოფენ ეარზე” ვეღარ გამოვა – რა გახდა მიზეზი

სალომე კორკოტაშვილი წერს, რომ წელს “თბილისი ოფენ ეარზე” ვეღარ წარდგება, რადგან აშშ-ში დაგეგმილზე ადრე უწევს გამგზავრება. როგორც მომღერალი აღნიშნავს, მის ამ მდგომარეობას ფესტივალის ორგანიზატორები გაგებით მოეკიდნენ.

სალიო წერს:

“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემს საყვარელ ფესტივალში, TBILISI OPEN AIR 2017-ში ვეღარ მივიღებ მონაწილეობას, რადგან ივნისის დასაწყისში მივფრინავ აშშ-ში. დაუგეგმავად, 3 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით მიმიწვიეს რამდენიმე ღონისძიებაზე. დავდექი არჩევანის წინაშე. ფესტივალის ორგანიზატორები გაგებით მოეკიდენ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას და პირიქით, ხელს მიწყობენ, რომ კიდევ უფრო განვვითარდე და უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო. იმედი მაქვს, რომ ჩემი მსმენელიც გაგებით მოეკიდება ამ ცვლილებას და წარმატებას მისურვებს. ჩემი განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

3 ივნისს მივფრინავ Washington-ში სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩატარდება ღონისძიება ! შევასრულებ საქართველოს და ამერიკის ჰიმნებს.

23-26 ივნისს ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება ფესტივალი, რომელშიც მონწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული მუსიკოსები. განაცხადი მონაწილეობაზე შეტანილი ჰქონდა 3000 ადამიანს, საიდანაც შეირჩა 30 მუსიკოსი, მათ შორის მე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, რადგანაც მისი მსვლელობის დროს ჩატარდება „მასტერკლასები“, ისეთი გამოცდილი ადამიანების მიერ, რომლებმაც წარმატების მიღწევაში ხელი შეუწყეს მსოფლიო დონის ვარსკვლავებს: “Beyonce” , Guns N’Roses, Taylor Swift,Alicia Keys,John Legend,Jon Bon Jovi, Naomi Cambell. მასტერკლასი მოიცავს სასცენო ქორეოგრაფიის დახვეწას, ინტერვიუს მიცემის სპეციფიკას და სასცენო იმიჯის მორგებას. ასევე მონაწილეობას მივიღებთ ამერიკის მედია საშუალებებში, რადიოსა და ტელევიზიებში”.

სიახლეები/

|

May 29, 2017 / 5:55 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

პირველი პროფესიონალური ფოტოები თაკო მელიქიშვილის ახალი კლიპის გადაღებიდან

ცნობილი მომღერალი, „არ დაიდარდოს“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამყვანი, თაკო მელიქიშვილი თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახალი ვიდეორგოლით გაანებივრებს. კლიპის გადაღებები უკვე დასრულებულია. რეჟისორმა ზურაბ ციციშვილმა ყველა ჩანაფიქრი განახორციელა და ვიდეროგოლში რამდენიმე ლოკაცია გამოიყენა. თავად მომღერალიც სხვადასხვა ფორმაში მოგვევლინება კლიპში. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღეს, ცირა ბზიშვილს ეკუთვნის, ტექსტისა და მელოდიის ავტორიც ის გახლავთ. ცირა ბზიშვილსა და თაკო მელიქიაშვილს […]

ფოტო: შორენა ბეგაშვილი აბაზანაში შავ ბოდესა და ხალათში პოზირებს

შორენა ბეგაშვილს ძალიან უყვარს სხვადასხვა ტიპის ქალის თეთრული და ამის დემონსტრირებას ხშირად ახდენს სოციალურ ქსელებში. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სექსუალურ შავ ბოდესა და ხალათში პოზირებს. ფოტო აბაზანაშია გადაღებული. (ფოტო)

ვიდეო: კახი კალაძე ვაჟებს ფეხბურთს ეთამაშება

კახი კალაძე, ავადმყოფობის შემდეგ, ფიზიკურ ფორმასაც იბრუნებს და როგორც ჩანს, სახლში ვარჯიშსაც ახერხებს. ოღონდ ამ პროცესში თავისი ვაჟებიც ჰყავს ჩართული. კახი აქვეყნებს ორ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ეთამაშება წყნეთის სახლის ეზოში თავის პატარებს ფეხბურთს. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სალიომ და მემე ჟორდანიამ ახალი სიმღერა წარადგინეს

სალომე კორკოტაშვილმა თავის ახალ კომპოზიციაში მემე ჟორდანია მიიწვია.ერთობლივი კომპოზიცია ინგლისურენოვანია და მას Dancin With The Moon ჰქვია. კომპოზიციას უკვე ვიდეორგოლიც აქვს, რომელიც „იუთუბზე“ ახლახან განთავსდა. კლიპის ავტორი ბექა ჯაფარიძე-შუკვანია. მანვე მიიღო მონაწილეობა სალიოსთან, მემესთან და მარიამ კუბანსკისთან ერთად კომპოზიციის შექმნაში. (ვიდეო)

2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის!

„ალტერვიჟენი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მუსიკალური ფესტივალი თბილისი ოფენ ეარი წელსაც ვერ გაიმართება. შეგახსენებთ, 2020 წელს, პანდემიის გამო, მუსიკალური ღონისძიება გადაიდო. „მეგობრებო, სამწუხაროდ, გვიწევს, გითხრათ, რომ 2021 წელიც Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის. მთელი ამ დროის განმავლობაში, დიდი იმედი გვქონდა, რომ სიტუაცია განიმუხტებოდა და ფესტივალის ჩატარებას წელს მაინც შევძლებდით, თუმცა ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება, […]

როგორი სიურპრიზი მოუწყო უცხოელ მეუღლეს სალომე კორკოტაშვილმა

სალომე კორკოტაშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს და პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რომანტიკული და ვნებიანი ადამიანი. სალომე მეორედ არის გათხოვილი და უცხოელ მეუღლესთან უკვე ექვსი წელია, ცხოვრობს. პირველი ქორწინებიდან კი ბიჭი, ზუკა ჰყავს. სალიო: „უზომოდ რომანტიკული ვარ. ძალიან მიყვარს სიურპრიზების მოწყობა. ჩემი მეუღლისთვის ისეთი სიურპრიზები მომიწყვია, თავადაც შოკირებული დარჩენილა. ერთ ამბავს გავიხსენებ: მისი დაბადების დღე […]

„თბილისი ოფენ ეარი“ 2021 წლამდე გადაიდო

„თბილისი ოფენ ეარი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც  აღნიშნულია, რომ მუსიკალური ღონისძიება 2021 წლამდე გადაიდო. გთავაზობთ სტატუსს სრულად: „ალბათ, ყველა თქვენგანმა, ვინც წლებია ოფენ ეარზე დადიხართ, იცით, თუ როგორ გვიმძიმს ახლა და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ამჯერად უკვე დარწმუნებით გვიწევს, გითხრათ, რომ 2020 წელი Tbilisi Open Air-ის გარეშე ჩაივლის. ჩვენი ფესტივალის დაარსების დღიდან მოყოლებული, ამ […]

სალიოს მიერ შესრულებული ცნობილი საშობაო სიმღერა

სალომე კორკოტაშვილი, სალიო მუსიკოსებთან ზიკო ნაზღაიძესა და სანდრო სალუქვაძესთან ერთად, მათი აკომპანემენტით, ასრილებს ცნობილ საშობაო სიმღერას Christmas Tree ასრულებს. ერთ-ერთი მუსიკოსი, აკომპანემენტისთვის სასმლის ბოთლებს წარმატებულად იყენებს, მეორემ კი ტრადიციული გზა აირჩია და გიტარაზე უკრავს. (ვიდეო)

რეკლამა