სალომე გოგიაშვილის შვილებს თურქეთში გავრცელებული ცნობილი ვირუსი შეხვდათ – „ჯოჯოხეთი გამოვიარე…“

სალომე გოგიაშვილის შვილებს თურქეთში გავრცელებული ცნობილი ვირუსი შეხვდათ – „ჯოჯოხეთი გამოვიარე…“

სალომე გოგიაშვილი თურქეთში, კერძოდ, ალანიაში იმყოფებოდა თავის ოთხ შვილთან ერთად, როდესაც მის ვაჟს, იკას, ის ვირუსი შეხვდა, რაზეც მთელი სოციალური ქსელი ლაპარაკობდა – თურქეთში გავრცელებული ვირუსი, რომელიც მაღალ სიცხეებსა და მთელ სხეულზე გამონაყარს იწვევს.

თბილისში დაბრუნებულმა ტელეწამყვანმა დღეები საავადმყოფოში გაატარა, რადგან იკას გამოჯანმრთელების შემდეგ იგივე ვირუსი მის კიდევ ერთ შვილს, ციბუკას დაემართა.

სალომემ ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა და აღნიშნა:

„ჩემს ორ შვილს, იკას და ციბუს შეხვდათ საშინელი ვირუსი, რომელიც მთელ თურქეთში და აჭარის რეგიონშია გავრცელებული. ამ ვირუსს ახასიათებს მაღალი სიცხე და წითელი გამონაყარი, ბატონებს ჰგავს. ახლა კრიზისი დაძლეულია. ვირუსი ჯერ იკას შეხვდა. ბავშვს 40 გრადუსზე აუვარდა სიცხე, დაეწყო კანკალი, ჯოჯოხეთი გამოვიარე… აეროპორტიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავედი. იკა გამოკეთდა, რამდენიმე დღის წინ კი ციბუს დაეწყო. ახლა ვუყურებ, ჩემს ორივე შვილს როგორ უკეთებენ გადასხმას“.

სიახლეები/

|

August 30, 2017 / 2:59 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როგორ ემზადება „ბლექ სი არენა“ გრანდიოზული გახსნისთვის – „ბლექ აიდ ფისის“ სპეციალური შესრულება ქართველებისთვის

16 ივნისს, ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს გახსნის. 2019 წლის კონცერტების ჩამონათვალი შთამბეჭდავია, გახსნის შემდეგ აგვისტოში ჯესი ჯეის და 30 seconds to mars-ის კონცერტები გველოდება, კიდევ ორი არტისტიც დაანონსდება და იქნება ასევე ქართული პროექტებიც. „ბლექ აიდ ფისთან“ ექსკლუზიური ინტერვიუ „იმედის კვირამ“ ჩაწერა. ჯგუფის სამივე წევრმა ბევრი ისაუბრა საქართველოში კონცერტის მოლოდინებთან […]

ქართველი მომღერლები, მსახიობები და მოდელები თანამდებობებზე

ახლახან ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა. მისმა ამ თანამდებობაზე დანიშვნამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი და ვნებათაღელვა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელოვანი პოლიტიკაში მიდის. საქართველოს ისტორიას, და არამარტო, არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა პოლიტიკაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა რანგის ხელოვანი მიდიოდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში განსაკუთრებული წარმატება, ამა თუ იმ პოზიციაზე, არც […]

რა გელოდებათ „ბლექ სი არენაზე“ 16 ივნისს? – დაათვალიერეთ რუკა

16 ივნისს, „ბლექ სი არენას“ მეოთხე სეზონს ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ გახსნის. შოუს ორგანიზატორები ბოლო შტრიხებს ავლებენ, ტექნიკურად  უკვე ყველაფერი მზადაა. „ბლექ სი არენა“ აქვეყნებს ღონისძიების რუკას, სადაც მონიშნულია ყველა ის წერტილი, რომელმაც შესაძლოა, დაგაინტერესოთ. მათ შორისაა სიახლე, რომელსაც წელს გვთავაზობენ  – არენის გარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სცენა, სადაც მას შემდეგ, რაც ტერიტორიის კარი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სალომე გოგიაშვილი: „არც მკერდის ოპერაცია დამიმალავს და არც ცხვირის“

სალომე გოგიაშვილმა ახლახან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ძალიან კმაყოფილი დარჩა შედეგით. როგორც ამბობს, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლესა და შვილებს არ უნდოდათ, მაგრამ თავად რამდენიმე წელი ფიქრობდა დაცემისას გამრუდებული ცხვირის ფორმის შეცვლაზე და როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა… როგორც „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მას არც ცხვირის ოპერაციის ამბავი დაუმალავს, რადგან სურდა, ვისაც ასეთი განზრახვა […]

როგორ გამოიყურება სალომე გოგიაშვილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ (ფოტოები)

ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ახლახან პლასტიკურ ქირურგს მიმართა. სალომემ გადაწყვიტა, დიდი ხნის ოცნება აესრულებინა და ცხვირის ოპერაცია გაეკეთებინა. მან „ინსტაგრამის“ გვერდზე რამდენიმე ვიდეოც კი გააზიარა, სადაც ამ სურვილის შესახებ ისაუბრა. სალომემ ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უკვე ჩანს შედეგი. ფოტოს დადებითი კომენტარები აქვს. ტელეწამყვანს უწერენ, რომ გარეგნობაში ეს ცვლილება ძალიან უხდება. (ფოტოები)

სალომე გოგიაშვილი: „ეს იყო ჩემი კომპლექსი… შევხვდებით ახალი ცხვირით…“

სალომე გოგიაშვილმა რინოპლასტიკა გაიკეთა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ინსტაგრამზე“ ორი ვიდეო გამოაქვეყნა. ერთია, როცა კლინიკისკენ მიემართება, მეორეში კი უკვე პალატაშია, მეგობრებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ და ამხნევებენ. სალომემ ერთ-ერთ ვიდეოს დააწერა: „მწერენ, რად გინდოდაო, მაგრამ ეს იყო ჩემი ოცნება, კომპლექსი და რატომაც არა. შევხვდებით მალე ახალი ცხვირით“. სალომეს კომენტარებში ამხნევებენ და უწერენ, რომ […]

სალომე გოგიაშვილი ნინი ქარსელაძეს: „აბა, ვინმემ გაბედოს შენი ნერვების მოშლა!..“

სალომე გოგიაშვილი ნინი ქარსელაძის დასაცავად პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ვინც მას გააბრაზებს, სალომესთან ექნება საქმე. ტელეჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მომღერლის სახით დიდი სიყვარული შეიძინა. გთავაზობთ სალომე გოგიაშვილის პოსტს ამ თემაზე: „ისეთი სიყვარული შევიძინე შენი სახით, რამ უნდა მომიშალოს ნერვები, ან შენ, ან მე ვიღაც სულით მახინჯი ხალხის კომენტარებმა? ვერასდროს, იმიტომ, რომ მათ ადამიანებად არ აღვიქვამ. […]

ნინი ქარსელაძე და სალომე გოგიაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

ნინი ქარსელაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სტატუსს აქვეყნებს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ რამდენიმე ცნობილ სახეს თვაურის მეუღლემ სოციალური ქსელის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მიუღებელია. გთავაზობთ ნინის სტატუსს: „ბატონო გია Gia Tvauri , მე და ძალიან ბევრი ადამიანი ვითხოვთ, რომ თქვენნაირი ამორალური ხალხისგან გაგვათავისფულოს „ქართულმა ოცნებამ“!!!! თქვენ და თქვენი ოჯახი, ეტყობა ვერ […]

რეკლამა