სალომე ღვინიაშვილს “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარი, ქმარმა ათქმევინა

სალომე ღვინიაშვილს “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე უარი, ქმარმა ათქმევინა

სალომე ღვინიაშვილმა ჟურნალ “სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, ზურა ხიზანიშვილმა “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

“ზურას დაურეკეს “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“, მაგრამ მას სასაცილოდ არ ეყო ეს შეთავაზება. ზურა და ცეკვა, შორს არიან ერთმანეთისგან. ის ითამაშებს ფეხბურთს, მაგრამ არ იცეკვებს“ – განაცხადა დიზაინერმა.

სალომემ ინტერვიუში საკუთარ თავზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროექტის შემქმნელებს თავადაც უარი უთხრა ცეკვაზე. ყოველ ჯერზე მთავაზობენ მონაწილეობას, თავიდან დავფიქრდი, მაგრამ ზურამ მითხრა დაივიწყეო და მეც დავივიწყე. ცეკვა ინტიმურია, ზურამ მითხრა, არ მესიამოვნება 3 მილიონი ადამიანის წინაშე, სექსუალურად ან გამომწვევად რომ იცეკვოო“ – განაცხადა დიზაინერმა.

 

სიახლეები/

|

May 17, 2017 / 2:04 pm

TOP სიახლეები

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

ლელა წურწუმიას კონცერტზე განსაკუთრებულ თაყვანისმცემლებს მომღერლის გამოსახულებით მაისურს აჩუქებენ

ლელა წურწუმია მორიგი სოლოკონცერტისთვის ემზადება, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება. კონცერტისთვის ბილეთების გაყიდვა უკვე იწყება. 15 აგვისტოდან შეძლებთ შეიძინოთ ბილეთები TKT.GE-ზე ბილეთების ფასი მერყეობს 15-დან 30 ლარამდე. ორგანიზატორების თქმით, A კატეგორიის ბილეთის შეძენის შემთხვევაში, კონცერტზე მისულს თქვენს ადგილზე საჩუქარი დაგხვდებათ მაისურის სახით, რომელზეც მომღერალია გამოსახული. აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბრიდან ბილეთების ფასი მოიმატებს. კონცერტი სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.

ნინო ნადირაძე: „სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვნიან, არ მოისვენებენ…“

ნინო ნადირაძემ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე არის გადაღებული. როგორც მოგეხსენებათ, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაო ხანია, რაც მიმდინარეობს. როგორც ტელეწამყვანი წერს, ვაკეში მალე პირველყოფილი ვაკელების სამარხს აღმოაჩენენ, თუკი თხრის სისწრაფეს გავითვალისწინებთ: „ვაკეში ისეთი გამალებით თხრიან, მგონი სანამ პირველყოფილი ვაკელების სამარხს არ იპოვიან, არ მოისვენებენ, ნუ ბრინჯაოს ხანის ყავის ჭიქას მაინც“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სალომე ღვინიაშვილი თურქეთში ულამაზეს ადგილას ისვენებს (ფოტოები)

სამი შვილის დედა სალომე ღვინიაშვილი რომ შესანიშნავ ფორმაშია, ამას ყოველდღიურად ამტკიცებს მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები. თუკი მის „ინსტაგრამს“ გადახედავთ, იხილავთ ახლანდელი დასვენების ფოტოებს, სადაც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სალომე ბრწყინვალედ გამოიყურება. ის თურქეთში, ულამაზეს ადგილას, ალაკატში ისვენებს. (ფოტოები)

სალომე ღვინიაშვილმა საცურაო კოსტიუმში უნაკლო სხეული გამოაჩინა (ფოტოები)

ივლისის ბოლოა და ყველა ქალაქგარეთაა ან საზღვრებს გარეთ დასასვენებლად. დასვენების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში მოდელი, დიზაინერი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილი. ამჯერად სალომემ არჩევანი თეთრ საცურაო კოსტიუმსა და პარეოზე შეაჩერა. მოდელი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურება და საცურაო კოსტიუმში უნაკლო სხეულს აჩენს. (ფოტოები)

ირინკა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის მომნუსხველი პასოდობლე (ვიდეო)

ირინკა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის გუშინდელი გამოსვლა ჟიურიმ უმაღლესი ქულებით შეაფასა. წყვილებს პროფესიონალი მოცეკვავეები დაემატნენ და ცეკვებს ტრიო ასრულებდა. ირინკამ და ოთომ რამაზ ლაზარიშვილთან ერთად ცეცხლოვანი პასოდობლე შეასრულეს და ამიკო ჩოხარაძისა და ჯულიანა ბარგ-ნარის წყვილთან ერთად ტურის ლიდერები გახდნენ. როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ეს იყო ტექნიკურად უნაკლოდ შესრულებული პასოდობლე და ირინკამ ამ შემთხვევაში თავისი სამსახიობო ნიჭი […]

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ კინოტურის ლიდერები ირინკა კავსაძე და ოთო ფოლადაშვილი გახდნენ (ვიდეო)

„დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ – კინოტურში ირინკა კავსაძემ ლეგენდარული ბებიის, ბელა მირიანაშვილის როლი მოირგო და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ვენური ვალსი შეასრულა. როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო სუხიშვილმა აღნიშნა, ირინკასა და ოთოს ყველა ეპიზოდი მისთვის აღმოჩნენაა. სოფო შევარდნაძემ კი დასძინა, რომ ამ ნომრის ყურებისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, ისევე, როგორც ირინკას და ოთოს […]

ირაკლი მაქაცარია უკრაინული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალშია (ვიდეო)

ირაკლი მაქაცარია თავის მეწყვილესთან ერთად უკრაინული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტია. მან თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომერი ტინა კეროლის ცოცხალი შესრულების ფონზე იცეკვა და ჟიურის აბსოლუტური სიმპათია და უმაღლესი ქულებში, ჯამში 30 ქულა დაიმსახურა. ეს ნახევარფინალური ტიპი იყო, შესაბამისად, ირაკლი და მისი მეწყვილე ფინალში გადავიდნენ.

რეკლამა