,,საკმაოდ დამღლელია სახლის საქმეების კეთება, თუმცა, ზურა მაქსიმალურად მეხმარება” – სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი სტუმრად ,არტ-Fm”-ში

0
1482

რადიო ,,ფორტუნას” გადაცემის ,,არტ-Fm” ონლაინ სტუმრები არიან  სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი.

მოგვიყევით როგორია თქვენი თვითიზოლაცია და როგორ გაგყავთ დრო?

ამ ყველაფერში დადებითი, რაც შეგვიძლია დავინახოთ, ის არის, რომ ყველანი ერთად ვართ, რაც ბოლო პერიოდში იშვიათად ხდებოდა,ზურაც თავის პროფესიიდან გამომდინარე არ იყო ხოლმე საქართველოში. მინდა ყველა დიასახლისის მიმართ ჩემი პატივისცემა გამოვხატო, რადგან საკმაოდ დამღლელია სახლის საქმეების კეთება, თუმცა ზურა მაქსიმალურად მეხმარება ამაში.

ზურა როგორ იწყება თქვენი დილა?

პირველ რიგში მოგესალმებით, სალომემ დიასახლისობა აღნიშნა, მე კი მივამატებ მამასახლისობას, რადგან მეც შევითავსე ეს ფუნქცია. ფიზიკურად გამორიცხულია სახლში ჯდომა და არაფრის კეთება,  ამ პანდემიამ და ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ბევრი რამის შეცვლა მოგვიწია. ძალიან გვიჭირს სახლში ყოფნა, თუმცა ამას მოითხოვს აუცილებლობა, არამარტო სხვისთვის არამედ ჩვენთვისაც, რომ დავიცვათ სიცოცხლე, უნდა გავიჭირვოთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ბევრი რამ დაგვანახა პანდემიამ, შევძელით ერთმანეთის დაფასება და გატანა. მიხარია, რომ ადრეულ ფაზაში მოვახდინეთ COVID 19-ის პრევენცია.

სალომე:

მინდა გავიხსენო ინგლისში ჩვენი 8 წლიანი  ცხოვრება, სადაც მარტოები ვიყავით, საკმაოდ პატარები და ერთმანეთზე დამოკიდებულნი, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ერთმანეთის გატანით და დამოუკიდებლად ცხოვრებით. ახლა კი ეს გამოცდილება ძალიან გვეხმარება. ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში  უფრო იკვრება ოჯახის ერთობა.

ზურა:

სალომეს აქვს დადებითი თვისება, როდესაც დილით იღვიძებს თუ ცუდ ხასიათზეა გვაფრთხილებს და გვეუბნება, რომ არ მივაქციოთ ყურადღება. ამ დღეს შეიძლება მეც და ბავშვებსაც თავში მოგვხვდეს რამე, მაგალითად ქვაბი (იცინიან).

სალომე როგორც დიზაინერს, მინდა გკითხო პირველი რას გააკეთებ, როდესაც თვითიზოლაცია დასრულდება, ახალი კოლექციის შექმნას ხომ არ ფიქრობ?

იმდენად მომენატრა სამსახური, ჩემი საქმე და ის გრაფიკი, რომ არ ვიცი რას გავაკეთებ, მგონი ყველაფერს ერთად.

ზურა:

მე, პირველ რიგში, აუცილებლად წავალ ფეხბურთის სათამაშოდ, ამის პირობას გაძლევთ.

გაქვთ თუ არა გასართობი თამაში ბავშვებთან ერთად, რასაც გვირჩევდით?

ბავშვები ჩართულები არიან კულინარიაში, ერთად ვაცხობთ პეჩენიებს. ეს პროცესი ძალიან სიამოვნებთ და ამით ძალიან ვხალისობთ. ხშირად ვთამაშობთ ,,ნამიოკობანას”, ასევე ვუყურებთ ფილმებს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ აქტიურები თვითიზოლაციის დროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here