„საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისში დღეს, 7 აგვისტოს, ჯგუფ „სახის“ პრესკონფერენცია გაიმართა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად, „სახის“ წევრებმა, დათო ხუჯაძემ, დათო ფორჩხიძემ და ბორიკო შხიანმა ისაუბრეს 24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში დაგეგმილი კონცერტის შესახებ, რომელიც ჯგუფის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
საღამოს შოუს სახე ექნება, ჯგუფის წევრებთან ერთად სცენაზე იქნებიან „სახის“ ახლად შექმნილი ბენდის წევრები, ასევე მოცეკვავეების ჯგუფი და სტუდია „სახის“ სტუდიის მოსწავლეები. ამ კონცერტისთვის „სახე“ განსაკუთრებულად ემზადება და როგორც დათო ფორჩხიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ეს მათი საუკეთესო ღონისძიება იქნება.
გიორგი ჩოგოვაძე:
„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გრძელდება კონცერტების სერია „ბლექ სი არენაზე“. 24 აგვისტოს, შეიძლება თამამად ითქვას, ლეგენდარული ჯგუფის კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა გვექნება. ჩვენთვის საყვარელი ჯგუფი 20 წლის გახდა, როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერებით გაგვახარებენ ყველა თაობის წარმომადგენლებს. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.
დათო ხუჯაძე:
ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს ამ პროექტში მონაწილეობას საშუალება. დიდი მადლობა „ჩექ ინ ჯორჯიას“. შეიძლება ითქვას, რომ „ბლექ სი არენას“ მსგავსი დარბაზი მეორე არ არსებობს რეგიონში და გვაქვს იმის საშუალება, რომ აქ გავაკეთოთ ჩვენი კონცერტი. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რაც დარბაზს გააჩნია. ამ კონცერტზე შესრულდება ის სიმღერები, რომლებიც ყველამ იცის და 10 ახალი კომპოზიცია, რომელიც შემდეგ ალბომის სახით გამოიცემა.
მესამე თვეა, გვაქვს ყოველდღიური რეპეტიციები. არ ვზოგავთ თავს, რადგან ვიცით, რომ იქ უამრავი ხალხი მოვა.
August 7, 2018 / 5:48 pm
დათო ხუჯაძემ თათა სადრაძის გადაცემაში “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა დაოჯახების შესახებ. მისი მეუღლე მუსიკოსი ეკა დალაქიშვილი გახლავთ. – დათო, სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანე ცოლი. მოგვიყევი ცოტა რამ მის შესახებ? – ჩემი მეუღლე – ეკა დალაქიშვილი თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით. ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, სადაც ადრე მუშაობდა და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. – რამდენადაც ვიცი, ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები გქონდა გოგონების მიმართ? – სინამდვილეში, ყოველთვის […]
დღეს 8 მარტია, ქალთა დღე. ქალბატონები სიამოვნებით იღებენ მილოცვებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან დაბადების დღეს აღნიშნავს. დღეს ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას დაბადების დღეა. მას საიუბილეო მრგვალი თარიღი აქვს – 50 წელი შეუსრულდა. ხუმრობით აღნიშნავს, რომ უკვე ნახევარ საუკუნეს მიაღწია. დღევანდელ მილოცვებში მას კიდევ 50 ბედნიერი წლის გალევას უსურვებენ. 8 […]
მოდელი და მსახიობი, თამუნა ქორქია და მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი მახარაძე “იმედის” დილის გადაცემას სტუმრობდნენ და ისაუბრეს იმის შესახებ, როგორ დაამარცხეს მძიმე დაავადებები, გიორგიმ – სიმსივნე, ხოლო თამუნამ – დიაბეტი… თამუნა ქორქია: გააზრებულად რომ მივდგომოდი ჩემს დაავადებას, ასეთ შედეგამდე არ მივიდოდი, რადგან დიაბეტი არ არის ასეთი დაავადება… ძალიან დიდი პროტესტი მქონდა… სახალხოდ ვიკეთებდი ნემსს, სახალხოდ […]
დათო ხუჯაძემ თათა სადრაძის გადაცემაში “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა დაოჯახების შესახებ. მისი მეუღლე მუსიკოსი ეკა დალაქიშვილი გახლავთ. – დათო, სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანე ცოლი. მოგვიყევი ცოტა რამ მის შესახებ? – ჩემი მეუღლე – ეკა დალაქიშვილი თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით. ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, სადაც ადრე მუშაობდა და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. – რამდენადაც ვიცი, ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები გქონდა გოგონების მიმართ? – სინამდვილეში, ყოველთვის […]
მომღერალი დათო ხუჯაძე დაქორწინდა. ის თავის რჩეულზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ იპოვა ქალი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებს. როგორც ის ამბობს, მისი წინა ქორწინების დარულებიდან უკვე 10 წელი გავიდა და დრო დადგა, რომ თავისი მეორე ნახევარი ეპოვა. პირველი ქორწინებიდან დათოს გოგონა, მელანო ჰყავს, რომელიც 12 წლის გახლავთ. დათო ხუჯაძე: „ბედნიერი ვარ, რომ ზუსტად […]
“ბლექ სი არენა” განცხადებას ავრცელებს. როგორც ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, კონცერტები 2021 წლისთვის გადაიდო. გთავაზობთ განცხადებას: “მეგობრებო. Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიებები 2021 წლის ზაფხულამდე გადაიდო. ეს ცვლილება ეხება როგორც Nile Rodgers & CHIC-ის ღონისძიებას, ასევე One Republic-ის კონცერტს. თუ თქვენ უკვე შეიძინეთ აღნიშნული ღონისძიების ბილეთი, […]
18 ივლისს შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა” ლეგენდარულ მუსიკალურ პროექტს Nile Rodgers & CHIC უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება, 12 თებერვალს, 20:00 საათზე საიტზე bsa.ge Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკავშირდება, როდესაც ბენდთან ერთად ისეთი პოპულარული სიმღერები შექმნა, როგორებიცაა “I […]
12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]