სად გადაინაცვლა მარინა ბერიძემ „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიდან

სად გადაინაცვლა მარინა ბერიძემ „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიდან

მარინა ბერიძე „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიში აღარ იქნება. მან ამავე პროექტში ახალი ამპლუა მოირგო, თუმცა შეიძლება ითქვას, ზოგადად, მისთვის არცთუ ახალი, ის ქართული სიმღერების ყველაზე პოპულარული კონკურსის პროდიუსერი გახდა. „მხოლოდ ქართულში“ ახალი საქმიანობის შესახებ ის fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

მარინა ბერიძე:  

ჩვენ წელს ისე დავიწყეთ ყველაფერი, რომ კასტინგების დაწყებამდე უკვე ვიცოდით ათივე ტური, რომლის გავლაც მოუწევდათ მონაწილეებს, წინსწრებით გავაკეთეთ, შესაბამისად, როდესაც კასტინგზე მოსულ მონაწილეებს ვუსმენდი, ცხადად წარმოვიდგენდი – რომელი კომპოზიტორის სიმღერას მოიხდენდა ან რას შეასრულებდა კონკრეტულ ტურში. როგორ გააკეთებდნენ თავის ვერსიებს. ჩვენ არ ვეძებთ მეორე ნანი ბრეგვაძეს ან ბუბა კიკაბიძეს… ჩვენ ვეძებთ ახალ სახეებს, ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან ქართულ სიმღერაში.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წელს ჟიურიში არ იქნებით…

ამ სეზონზე ძალიან დიდი მისია მაკისრია, წელს არ ვარ ჟიურის წევრი, ვარ კონკურსანტებთან  ერთად და ჩემ თავზე ავიღე ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ვამეცადინო კონკურსანტები არაჩვეულებრივ პედაგოგებთან ერთად.როგორც ნიკა გვარამია ეძახის, „მარინას ანგელოზებთან“ ერთად. ესენი არიან: ქეთი ორჯონიკიძე, ნატა ნაყოფია და სოფო ბათილაშვილი. ნატამ დაამთავრა ბერკლის მუსიკალური სკოლა, სოფო სწორედ ახლა მიემგზავრება ბერკლის სკოლაში, ხოლო ქეთი ორჯონიკიძემ კი ინგლისში, ლონდონში მიიღო მუსიკალური განათლება.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვეყრდნობი ახალგაზრდა თაობის მუსიკოსებს, რომლებსაც უკვე საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და  დასავლური გამოცდილება აქვთ. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სიმღერის ახალგაზრდულ ჭრილში დანახვა.

რა სიახლეები გაქვთ პროექტში?

გვაქვს სასიამოვნო სიახლე, „ბრავო რექორდსმა“ დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა და პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილესთან განაგრძობს მუშაობას. ეს გულისხმობს იმას, რომ გაუკეთებს საკონცერტო პროგრამას, სოლოკონცერტს და მოკლედ – დაეხმარება გზის გაკვლევაში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ზაზა შენგელიას.

მაყურებელი ჩვენგან მიჩვეულია უმაღლეს ხარისხს, წელსაც ასე იქნება. უკვე ძლიან მალე, მთავარ არხზე, ქვეყნის მთავარი მეგაშოუ – „მხოლოდ ქართული“ იწყება.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

სიახლეები/

|

November 14, 2019 / 2:00 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

უცნობი ამბავი ზაზა ურუშაძეზე: „ოკუპანტი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ, დიდ ჰონორარს გადაგიხდითო…“

რეჟისორ გიორგი რევიშვილის შვილი, ლიკუნა, სოციალურ ქსელში ზაზა ურუშაძის შესახებ საინტერესო ამბავს იხსენებს და წერს, რომ „მანდარინების“ ავტორს რუსეთიდან ძალიან დიდი ჰონორარი შესთავაზეს, თუკი ის მათთან ითანამშრომლებდა… ამბავს ლიკუნას „ფეისბუქ“-გვერდიდან გიზიარებთ: „ეს ამბავი გამახსენდა, რამოდენიმე თვის წინ მირეკავს, ცოტა გაბრაზებული ტონით. – ახლა იცი რა მოხდა გოგო? რა ხდება ზაზუკ, ბიჭო! ( ხუმრობით ვუპასუხე) – […]

აჩიკო მეფარიძემ წყნეთის სახლი ივ სენ ლორანის დიზაინის მიხედვით გაარემონტა

აჩიკო მეფარიძემ წყნეთის სახლი, რომელიც მამამისმა ააგო თავის დროზე, სრულიად გადააკეთა და როგორც „პროფილს“ უთხრა, მისი შთაგონების წყარო ივ სენ ლორანის სახლი გახდა. მას ძველ ავეჯთან, „რენესანსთან“, რომელიც მოსკოვში შეიძინა ახალგაზრდობისას, თანამედროვე ავეჯი მოუხდინა. ყველა ნივთს, როგორც თავად ამბობს, მისი შიდა სამყარო უკავშირდება. ნაძვის ხე, რომელიც იტალიაში 20 წლის წინ შეიძინა, თეა ლომიძის მიერ მისთვის […]

„შუადღის“ ახალი გადაცემა „მთავარ არხზე“ – „ამ პასუხისმგებლობას ახლაც ავიღებთ…“

შაბათ-კვირას „მთავარი არხი“ ახალი შუადღის გადაცემას გვთავაზობს, რომელიც ახალი სახეებითა და ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ თემებით იქნება დახუნძლული. 14 დეკემბრიდან, შაბათობით, ლიტერატურული გადაცემის წამყვანები ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე და ტორესა მოსი იქნებიან და „ლიტერატურულ სამკუთხედს“ შექმნიან. ყველა მათგანს გავესაუბრეთ და ვკითხეთ, რა ელოდება მაყურებელს შუადღის ახალ გადაცემაში. ტორესა მოსი: ახალი გადაცემა შეინარჩუნებს იმ ნიშას, რაც […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნატო გელაშვილის უმცროსი ვაჟი „მხოლოდ ქართულის“ ათეულშია

კომპოზიტორ ნატო გელაშვილს ორი ვაჟი ჰყავს, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი წელია და როგორც თავად ამბობენ, ტყუპებივით გაიზარდნენ. ორივე მათგანი კარგი მუსიკალური მონაცემებით გამოირჩევა. ლუკამ წელს „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონში მონაწილეობა გადაწყვიტა. ჟიური მისი შესრულებით მოიხიბლა და ის კონკურსის ათეულში შევიდა. ძმები ჭოხონელიძეები „მხოლოდ ქართულში“ დედისგან უჩუმრად მივიდნენ, ხოლო როდესაც ლუკამ ბილეთი […]

„მხოლოდ ქართულის“ ათეული დასახელდა – პირველი სიმღერა მათი შესრულებით

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი „მთავარ არხზე“ დაიწყო. ჟიურიმ უკვე დაასახელა თავისი რჩეულები და შესაბამისად, გამოვლინდა ტოპათეული, რომელიც იბრძოლებს კონკურსში გასამარჯვებლად. ესენი არიან: ნინი შონია ლუკა ჭოხონელიძე ლაშა ნანობაშვილი გიორგი ძოწენიძე თამთა ხუხუნაიშვილი ანა ქურთუბაძე ლიკა ლოლომაძე მარიამ მახათაძე თორნიკე აბრამიშვილი ნიკა შუბითიძე ათეულმა უკვე ჩაწერა თავისი პირველი სიმღერა „ყოველ სნეულებაზე“ და კლიპიც გადაიღო. (ვიდეო)

მარინა ბერიძე: „გია ყანჩელი რომ მირეკავდა, ფეხზე ვდგებოდი და ისე ვპასუხობდი…“

მარინა ბერიძემ ჟურნალ „სარკესთან“ „მთავარ არხსა“ და „მხოლოდ ქართულზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟიურიდან წამოსვლა და პროდიუსინგში გადასვლა თავად მისი გადაწყვეტილება იყო: „ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც ჟიურიში ჯდომა აღარ მინდა. არ ვიცი, მიკერძოებული ოდესმე ვიყავი თუ არა, მაგრამ ვერავინ იტვყის, რომ „ჯეოსტარის“ რომელიმე გამარჯვებული ან არ შედგა, ან ცუდად მღერის და ვერ გაამართლა. „მხოლოდ […]

ნიკა გვარამია: „ძველი ფანტასტიკური ქართული მუსიკა „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდება!..“

„მთავარ არხზე“ „მხოლოდ ქართული“ იწყება. პროექტი, რომელიც ნიკა გავრამიას იდეით შეიქმნა, მხოლოდ ქართული სიმღერების შესრულებას გულისხმობს. მისი პირველი გამარჯვებული გახლდათ სოფო ბათილაშვილი, მეორესი კი – გიორგი კელაპტრიშვილი. პროექტში სიახლეებია, მათ შორის ისიც, რომ პროექტის ჟიურის წევრობიდან მარინა ბერიძემ „მხოლოდ ქართულის“ პროდიუსინგში გადაინაცვლა. რაც შეეხება „მხოლოდ ქართულის“ იდეის ავტორს, ნიკა გვარამიამ fortuna.ge-სთან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა და […]

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი მალე „მთავარ ახრზე“ გავა

პოპულარული შოუ, სადაც მონაწილეები მხოლოდ ქართულ სიმღერებს ასრულებენ, მალე „მთავარი არხის“ ეთერში გავა. ამის შესახებ მუსიკალური კონკურსის სოციალურ ქსელში წერენ და სპეციალურ ბანერსაც აქვეყნებენ. ჯერჯერობით შოუს ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, რომ მისი პირველი ორი სეზონი „რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა. მუსიკალური კონკურსის იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნის. მისი პირველი სეზონის გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი […]

რეკლამა