როგორ უვლის ალექსანდრე ზაზარაშვილი მის პატარა და-ძმებს და ატარებს მათთან ერთად დროს

როგორ უვლის ალექსანდრე ზაზარაშვილი მის პატარა და-ძმებს და ატარებს მათთან ერთად დროს

დღეს „ნიჭიერის“ მეოთხე ნახევარფინალის კონცერტი გაიმართება, სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ვინ იასპარეზებს ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულის მოსაპოვებლად, სახალხო პროექტის ფინალში.

ალექსანდრე ზაზარაშვილი წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტია, რომელსაც პროექტში მონაწილეობა მისმა მოძღვარმა ურჩია და რჩევამ გაამართლა. ალექსანდრემ „ნიჭიერის“ ჟიური მოხიბლა. გადაცემის ოფიციალურ გვერდზე პატარა ალექსანდრეს პორტრეტის ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია, როგორ ზრუნავს ის თავის და-ძმებზე. როგორც ალექსანდრე ვიდეორგოლში აცხადებს, მისი მიზანია პროექტის ფინალში მოხვედრა და გამარჯვებაა, რომელსაც ის საკუთარ და-ძმებს მიუძღვნის.

სიახლეები/

|

January 23, 2017 / 6:10 pm

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ გადაცემაში ექსპრომტად ქართული სიმღერა შეასრულა

ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული „ვოისი“ რამდენიმე დღის წინ მოიგო. ნიჭიერი ქართველი მომღერლის გამარჯვებას საქართველოში განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მანამდე ის ქართულ ტელეპროექტში „რანინა“ მონაწილეობდა და ჟიურის დიდი სიმპათიაც დაიმსახურა. ფინალში ალექსანდრემ ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა“. გამარჯვების შემდეგ ის გადაცემაში მიიწვიეს და ექსპრომტად ქართული სიმღერა შეასრულა. (ვიდეო)

რა გზა გაიარა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისამდე“ (ვიდეო)

უკრაინულ „ვოისში“ სელინ დიონის სიმღერის შესრულებით რუისელმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა ყველა მენტორი შემოატრიალა და ცნობილი შემსრულებლები ატირა კიდეც, შემდეგ კი, ქართული სიმღრის აკაპელაში შესრულებით დარბაზში მსხდომთა და ჟიურის წევრების გულები საბოლოოდ დაიპყრო. ვიდეო აქტუალურია ქართულ სოციალურ ქსელებშიც. ალექსანდრე ზაზარაშვილი კონკურსებში მცირე ასაკიდან მონაწილეობს. პირველად ის ქართული „ნიჭიერის“ მეშვიდე სეზონზე გამოჩნდა. „მე ვცხოვრობ დედასთან, მამასთან, ბაბუასთან, ბებიასთან […]

“თურმე აუცილებლად უნდა მეტირა, რომ ჩემს წარმატებაზე ვინმეს ეფიქრა” – ეკა აბულაძე

„ნიჭიერი 2017“-ის გამარჯვებული 28 წლის ეკა აბულაძე გახდა. მან ხმების 42 % მიიღო. გამარჯვება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ეკა აბულაძემ პროექტის დასრულების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მას და ჰყავს მძიმედ დაავადებული, თუმცა ეს ისტორია პროექტის მოსაგებად არ გამოუყენებია. რა სჭირს მომღერლის დას, ამის შესახებ ეკამ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

“ნიჭიერის“ გამარჯვებულის ემოციური მიმართვა: “მე არ მაქვს ფული…უბრალოდ არ მიწუწუნია, როგორც “წესია”

„ჩემო ძვირფასებო, ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. (ცალ-ცალკე ვერ გწერთ) ყველაფერი რომ ფულით წყდებოდეს, მე უნდა ვცხოვრობდე ჩემ პირად სახლში, სადაც დილით ჩემ მეუღლესთან ერთად გავიღვიძებ, ბავშვის ტირილზე, რომელიც ჯერ მხოლოდ ამ მიზეზით არ გვყვავს :) დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დაუდგა ერთ ქართულ ოჯახს და ერთ მეოცნებე გოგოს, მადლობა, ჩემი ოცნების ახდენისთვის, მე არ მაქვს ფული 👐 პირველ რიგში, ჩემს დას ვუმკურნალებდი, მცირედი ხელფასის მაგვარი მაინც რომ გამაჩნდეს, უბრალოდ არ მიწუწუნია, როგორც "წესია" :) l love rock n roll :) !“ - წერს ეკა.

“ჩემი ოცნება ახდა” ვინ გახდა “ნიჭიერი 2017”-ის გამარჯვებული?

"ნიჭიერი 2017" დასრულდა, ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის სტატუსი "ძია ნოდარის ბენდის" წევრმა ეკა აბულაძემ მოიპოვა, რომელსაც საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცა.

რეკლამა