როგორ უნდა სალომე შარვაძეს ქეთისა და ექიმი აჩიკოს ამბის დასრულება – „როგორ შეიძლება, ქეთი დაადანაშაულო?“

0
2249

სალომე შარვაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟია ამჟამად. ყველა ელოდება, როდის გაიგებს მისი ეპრსონაჟის, ქეთის ღალატის შესახებ მეუღლე, ზაზა და რა მოჰყვება ამ ყველაფერს.

თავად სალომემ ამის შესახებ გიგა აბტკუაშვილის საავტორო აგდაცემაში „ვიზიტორი“ „ფორტუნა პლუსის“ ეთერში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

სალომე შარვაძე:

ჩვენ ხომ წინასწარ არაფერი ვიცით. ქეთი დევდარიანი საოცარი სცენარისტია, არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, ვფიქრობ, გენიოსია და საოცრებებს წერს. ყოველი სეზონის ბოლოს ვფიქრობ, რა უნდა იყოს ახალი. რა უნდა იყოს კი არა, ისეთს წერს, პირველი სერია რომ მომივიდა მეილზე და წავიკითხე, კრიჭა შემეკრა. „ექიმს გახედა, გაუღიმა“… ასე ეწერა და რაღაცნაირად ვიგრძენი, რა ხდებოდა. ისე მიხაროდა… მსახიობისთვის მნიშვენლოვანია, არ იყოს ერთფეროვანი. ერთფეროვანი კი არა, ისეთი სათამაშო სცენები მაქვს… ნელ-ნელა ჩემი გმირი ხდება თაღლითი, ქმარს ატყუებს. ძალიან ბევრია ასეთი გოგო და ჩემ გარშემოც არსებობენ ალბათ. კარგი რა, ამას ისეთი ქმარი ჰყავს და ქმრის ოჯახი, რომ არასდროს უღალატებს მეუღლესო… როლანდი და მისი მეუღლე რომ ამ ამბავს გაიგებენ, თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!.

ქეთის ადანაშაულებ ასეთ საქციელში?

როგორ შეიძლება, ქეთი დაადანაშაულო? როცა ქმარი გღალატობს და ტელეფონში გეუბნება, რომ ცოლი მოივყვანეო… იყო ასეთი სცენები სერიალში. როცა ქმარს არ უყვარხარ, არანაირ ყურადღებას არ გრძნობ, სითბოს არ გამოხატავ, სადაც სითბო ნახა, იქ უღალატა. ეს გოგო იყო ძალიან დაჩაგრული. ძალადობის მსხვერპლიც. ექიმი აჩიკო კი არა, ნებისმიერ კაცთან უღალატებდა. ცოტა მეტი თავისუფლება და მეტი სითბო რომ ეგრძნო, ასე არ მოიქცეოდა. როცა ქეთი ზაზას ეკითხება, მიყვარხარ ბოლოს როდის მითხარიო, ზაზამ უპასუხა, ნიაკო რომ გაჩნდა, მაშინო. ქალს სჭირდება სითბო და ამის თქმა… ამხელა გამოხმაურება გამოიწვია სწორედ ამიტომ.

(ვრცლად/ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here