როგორ მიულოცეს ცნობილმა შვილებმა დედებს დედის დღე?

0
5541

დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ამ დღესასწაულს ქართველები 1991 წლიდან ავღნიშნავთ. დედის დღეს საკუთარ მშობელს ყველა ულოცავს, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც.

 

ანა მარგველაშვილი

პრეზიდენტის ქალიშვილმა, ანა მარგველაშვილმა დედას 3 მარტი სოციალურ ქსელში მიულოცა. ანამ ანასტასია ვირსალაძის ფოტო გამოაქვეყნა: “დედაჩემს ვულოცავ დედის დღეს, მიხარია ასეთი ლამაზი და კარგი რომ მყავს. წელს პირველად, მეც დედა ვარ ამ დღეს და ჩემს თავსაც ვულოცავ” – წერს ანა სოციალურ ქსელში.

ნინო ორდენიძე

ნინო ორდენიძე ორი ქალიშვილის დედაა, მოდელმა სოციალურ ქსელში უფროსი ქალიშვილის მიერ გაკეთებული საჩუქარი გამოაქვეყნა. დოდოშკამ დედა დახატა და სწორედ ამ ფორმით მიულოცა ნინოს დედის დღე.

ნათია ტრაპაიძე

“რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ნათია ტრაპაოძეს ორი შვილი ჰყავს. ნათიას უფროსი ვაჟმა დედას საჩუქარი გუშინ გაუკეთა, მან ყვავილები და ჩიტები დახატა. “მძიმე დღის შემდეგ, ნანერვიულებულს და ემოციისგან დაცლილს მხოლოდ ეს თუ გამაბედნიერებდა” – წერს ნათია სოციალურ ქსელში და შვილის ნახატს აქვეყნებს.

მამულიჩა

სოციალურ ქსელში მიულოცა დედას 3 მარტი, პროდუსერმა კახა მამულაშვილმა. მამულიჩამ სოციალურ ქსელში, დედის, ნანა ტრაპაიძის ფოტო გამოაქვეყნა, “დიდხანს სიცოცხლეს და ჯამრთელიბას გისურვებ…….. ❤ ❤ ❤ ❤რასაც შენ მამულიჩებს გვიძლებ 🙈 🙈 🙈“ – წერს მამულიჩა.

სოფო გელოვანი

მომღერალ სოფო გელოვანს, შვილმა წერილი მიწერა, რომელიც სოფომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “ჩემი დედა არის კეთილი, თბილი, მოსიყვარულე. ჩემს დედას შევადარებ მზეს, გულს და ვარსკვლავს. მე მინდა რომ დედა იყოს ჯანმრთელად“ – წერს პატარა დათა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here