როგორ აღმოჩნდა ილო ბეროშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას ქმრის როლზე

0
4194

ილო ბეროშვილმა ინტერვიუ „თბილისელებს“ მისცა, სადაც თავისი შოუს დახურვაზე, „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობაზე და სხვა თემებზე საუბრობს. მისი თქმით, „ილო ბეროშვილის შოუ“ არ დახურულა, უბრალოდ, პროექტი დასრულდა და ახლა რეორგანიზაცია მიდის.

რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს“, იქ მონაწილეობა იუმორისტს მეზობელმა შესთავაზა, რომელიც „ფორმულა კრეატივში“ მუშაობს.

„ვიყავი ქასთინგზე. გაგრძელდა სულ რაღაც ათი წუთი, ჩავწერე და ერთ კვირაში დამირეკეს, დამტკიცებული ხარო. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამ როლში ვაკელი ბიზნესმენი ვარ, ცოტა ისეთი წარსულით – თავის დროზე, ოთხმოცდაათიან წლებში „ტრუპები“ რომ ჰყავდა და თავს რომ არავის დააჩაგვრინებდა. მყავს ულამაზესი ცოლი, ტიპური ვაკელი „გოგჩო“. ძალიან მალე გამოჩნდება. იმედი მაქვს, რომ უბრალოდ, შევიტან ახალ შტრიხებს ამ პერსონაჟში. ამაში დამეხმარება „ფორმულა კრეატივის“ შემოქმედებითი ჯგუფი. თან, შემოქმედებითად ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. მე პროფესიით, განათლებით მსახიობი არ ვარ. ჩემი პირველი ცდა არის და რა გამოვა, არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ თავდაუზოგავად ვიშრომებ და თუ არ გამოვიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მზად არ ვარ“, აღნიშნავს ილო ბეროშვილი „თბილისელებთან“ საუბრისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here