როგორ აფრიალა საქართველოს დროშა ჯარედ ლეტომ ,,ბლექ სი არენას” სცენაზე

როგორ აფრიალა საქართველოს დროშა ჯარედ ლეტომ ,,ბლექ სი არენას” სცენაზე

“საქართველო – ეს არის ქვეყანა, სადაც ათი წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით. შესანიშნავი ადგილია, გაქვთ ულამაზესი მენიუ, ბლექ სი არენაზე და ძალიან მაგარი საჭმელი” – ეს ჰოლივუდის ვარსკვლავის სიტყვებია, რომელიც 13 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე არენაზე წარმოთქვა.

აყურებლებთან სრულ ინტერაქციაში შესული მსახიობი, რეჟისორი და მუსიკოსი Thirty seconds to Mars-ის თაყვანისმცემლებს, რომელთა შორის არცთი ცოტა უცხოელი მსმენელი გახლდათ, განსაკუთრებული ჩაცმულობით წარუდგა, როგორც მას სჩვევია ხოლმე და მთელი საღამო მუხტი ერთი წამითაც კი არ დაუგდია, თუმცა განსაკუთრებული იყო საღამოს ერთი ნაწილი…

ჯგუფის მენეჯმენტმა სოლისტისთვის საქართველოს დროშა წინასწარ მოითხოვა და უკვე ცხადი იყო, რომ ის გაიმეორებდა იმას, რასაც ყველა ჩასულ ქვეყანაში აკეთებე ხოლმე იმ ქვეყნის პატივისცემის ნიშნად, დროშას ააფრიალებდა.

ასე მოხდა საქართველოშიც. ბლექ სი არენას სცენაზე ჯარედ ლეტომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი კომპოზიციის შესრულებისას ააფრიალა და მაყურებელში გამორჩეული ემოციები გამოიწვია.

Thirty Seconds to Mars-ის ამ ნაბიჯს დადებითი შეძახილები მოჰყვა, სოცქსელები კი სწორედ ამ ფოტომ მოიცვა, სადაც ლეტო ქართულ დროშას აფრიალებს.

ფოტოები აღებულია ,,ბლექ სი არენას” ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან (ფოტო: ალექს რუაძე)

(ფოტოები/ვიდეო)

სიახლეები/

|

August 14, 2019 / 11:43 am

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Thirty Seconds to Mars-ის სტუმრობა საქართველოში და კონცერტი, რომელიც უამრავ თაყვანისმცემელს დაამახსოვრდა

რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი – ჯარედ ლეტო მრავალპროფილიანი არტისტია, რომელსაც შინ “ოსკარიც” უდევს და ძმასთან ერთად წლების წინ ჩამოყალიბებული როკბენდით Thirty Seconds to Mars მთელ მსოფლიოში კონცერტებით მოგზაურობს, სიამოვნებით ურთიერთობს თაყვანისმცემლებთან, მათთან ერთად ცეკვავს სცენაზე, სადაც თავად უხმობს კონცერტებისას, საინტერესო ფესტივალებში მონაწილეობს, სადაც უამრავ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება აქვს, მათთან ერთად მედიტირებს და მუსიკის ენაზე საუბრობს. […]

“აბა, ვინ მოდის ჩვენს კონცერტზე ბლექ სი არენაზე, საქართველოში?”

ბლექ სი არენა 13 აგვისტოს თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს, მუსიკოსს მასპინძლობს. ჯარედ ლეტო როკბენდით Thirty Seconds to Mars შეკვეთილში მდებარე არენაზე წარდგება და საკუთარი რეპერტუარიდან, რომელიც სხვადასხვა საკონცერტო სივრცეში ათასობით ადამიანს კრებს ხოლმე, ძველ და შედარებით ახალ სიმღერებს შეასრულებს. ბენდის წევრები საქართველოს ხვალ ესტუმრებიან, მანამდე კი ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ჯარედ ლეტოს ფოტო, წარწერა კი, […]

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

THIRTY SECONDS TO MARS-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 13 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება. მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 13 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 14 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს […]

ჯესი ჯეიმ „ბლექ სი არენაზე“ 10 000 მსმენელისგან გიჟური ენერგია მიიღო

ბრიტანელი შემსრულებელი ჯესი ჯეი საქართველოს ესტუმრა. კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე გაუჩინარებული ყველა ბილეთი იმას მოწმობდა, რომ ათი ათასკაციან დარბაზში, რომელიც შეკვეთილში მდებარეობს, დაუვიწყარი სანახაობა შედგებოდა. ფანების აქტიურობამ მომღერალი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაინც გააკვირვა და „ინსტაგრამზე“ „ბლექ სი არენას“ კულისებიდან გადაღებული ვიდეო დადო, რომელზეც ქართველი ფანების სიმღერა იყო ასახული. რასაკვირველია, ჯესი ჯეის რეპერტურიდან. […]

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ბლექ სი არენაზე“ 7 სექტემბერს გაიხსნება

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2019 წლის 7-9 სექტემბერს,  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მესამედ გამართავს. ფოლკლორის  საერთაშორისო  ფესტივალი,  ევროპული  და  ქართული  ანსამბლების ერთობლივი  კონცერტით,   „ბლექ  სი  არენაზე“  2019  წლის 7  სექტემბერს   „ჩექ  ინ  ჯორჯიას“  ფარგლებში გაიხსნება. შეკვეთილში  მდებარე  არენაზე   მსმენელის  წინაშე  წარდგებიან  ხალხური  სიმღერისა  და ცეკვის  ანსამბლები,  საქართველოდან  და  უცხოეთიდან.  საფრანგეთს  (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს,  იტალიას (სარდინია)  […]

რეკლამა