რით გააკვირვა ეკა დემეტრაძე აჩიკო სოლოღაშვილმა ახალი მიუზიკლის მზადებისას

0
2550

ეკა დემეტრაძე და აჩიკო სოლოღაშვილი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, თუმცა ეკას არასდროს უმუშავია პროექტზე, სადაც აჩიკო იქნებოდა რეჟისორი. ორივე მათგანი ახალ მიუზიკლში მონაწილეობს, Welcome To Georgia უცხოელი ტურისტებისთვის იდგმება, თუმცა ჩვენ რეპეტიციებს დავესწარით და ქართველი მაყურებელიც არანაკლებ დაინტერესდება პერფორმანსით, რომელიც საქართველოს საინტერესო კუთხით წარმოაჩენს. მიუზიკლის იდეის ავტორი ნათია ამირიძეა, სცენარის ავტორები კი ირაკლი კაკაბაძე და რატი წეროძე არიან.

სპექტაკლი ორ მოქმედებადაა და ინგლისურენოვანია. მისი პრემიერა მალე იგეგმება, მარტში კი კომერციული ჩვენებები დაიწყება, მუსიკომედიის თეატრში, კვირაში ერთხელ.

მთავარ, ფრანგი გოგონას, ჟულის როლს, რომელსაც ქართველი ბიჭი შეუყვარდება, ეკა დემეტრაძე ასრულებს. მისი პერსონაჟი შეყვარებულს საქართველოში ჩამოჰყავს და კახეთში ოჯახის გასაცნობად ეპატიჟება…

ვრცლად(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here