რატომ დაარქვა ნათია დუმბაძემ ქალიშვილს ელეი – „კიდევ ერთ გოგონას გავაჩენ…“

რატომ დაარქვა ნათია დუმბაძემ ქალიშვილს ელეი – „კიდევ ერთ გოგონას გავაჩენ…“

ნათია დუმბაძემ მცირე ხნის წინ აშშ-ში იმშობიარა, სადაც მისი მეუღლე, ბაჩო ბატატუნაშვილი ცხოვრობს. წყვილს მეორე შვილი შეეძინა, პირველი ბიჭი, დუდუ ჰყავთ. როგორც ნათია აღნიშნავს, გოგონას დედობამ ძალია გამოასწორა და ყველა მავნე ჩვევაზე უარი ათქმევინა.

როგორი შეგრძნებაა გოგოს დედობა?

ნათია დუმბაძე:

უფრო სხვანაირი შეგრძნებაა, პირველი სხვა იყო, ახლა სხვაა. ათი წლის წინ შემეძინა პირველი შვილი, 19 წლის ვიყავი, პატარა და უფრო ვერ ვგრძნობდი. ამ ჯერზე მარტო ვიყავი, ერთი თვე სულ მარტო გავატარე ელეისთან ერთად და უფრო შევიგრძენი მასთან ერთად ყოფნის სიტკბო.

სახელი ვინ შეურჩია?

ეს არის ქალაქის სახელი, სადაც დაიბადა, ლოს ანჯელესი. ეს მეუღლემ მოიფიქრა, მე არა. ელენესთან ასოცირებული სახელია და დავარქვით ელეი. მეც ძალიან მომეწონა ეს სახელი.

რატომ დაიბადა ლოს ანჯელესში?

იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ცხოვრობს და მუშაობს იქ და გადავწყვიტეთ, მეორე შვილი იქ გაგვეჩინა და ბავშვი ყოფილიყო ამერიკელი (იღიმის).

როდის გაემგზავრე?

როცა შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, იქამდე ვმუშაობდი, არ მქონდა დეკრეტული და როგორც კი ავიღე, გავფრინდი. იქ ვიმშობიარე, ერთი თვე გავჩერდი და მერე ჩამოვიყვანე.

როგორი სამედიცინო მომსახურება მიიღე?

ქართველი ექიმებიც არ ჩამორჩებიან, მინდა გითხრა. განსხვავება უფრო ჰოსპიტალებშია, ექიმებით აქაც კმაყოფილი ვარ, როგორც ეს შვიდი თვე გამატარებინეს. აშშ-ში ჩემს მშობიარობაზე ექვსი მთავარი ექიმი ერთად შემოცვივდა, ეს იყო განსხვავება, ბუნებრივად ვიმშობიარე. (ვრცლად… (ფოტოები)

 

 

 

 

სიახლეები/

|

July 31, 2018 / 4:47 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნათია დუმბაძისა და მასტერის ახალი კლიპი ერთ ღამეში15 000-მდე ადამიანმა ნახა (ვიდეო)

ნათია დუმბაძისა და მასტერის ახალმა კლიპმა ერთ ღამეში 15 000-მდე ნახვა დააგროვა „იუთუბზე“ და ეს ნახვები აშკარად მოიმატებს, რადგან როგორც მსმენელი წერს, ეს ახალი საზაფხულო ჰიტია. ახალი სიმღერის „არ უყურო დროს“ მელოდიისა და ტექსტის ავტორი თავად გიორგი პავლიაშვილი (მასტერი) გახლავთ, კლიპის რეჟისორიც თავად არის. ვიდეოში ნათიასა და მასტერთან ერთად მსახიობიზურა ნიჟარაძე და იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი […]

ნათია დუმბაძე და მასტერი ახალი სიმღერით „ოქროს ტალღის“ ორ ნიმინაციას უმიზნებენ (ფოტო/ვიდეო)

გიორგი პავლიაშვილის, იმავე მასტერისა და ნათია დუმბაძის ერთობლივი სიმღერა „არ უყურო დროს“ ახლახან გამოვიდა და მისი პრემიერა „ფორტუნა პლუსზე“ შედგა, 4 ივლისს კი, „ელ ცენტროში“, დუეტმა მედია და კოლეგები კლიპის პრეზენტაციაზე მიიწვია. საღამოს წამყვანმა თიკა ფაცაციამ სიმღერისა და კლიპის შექმნის მოკლე ამბავი გაგვაცნო და შეკრებილებს სოციალურ ქსელში აქტიურობისკენ მოგვიწოდა. „გვინდა, ყველამ გაიგოს, რომ ასეთ კარგ […]

მასტერისა და ნათია დუმბაძის ცოცხალი შესრულება – „არ უყურო დროს…“

„არ უყურო დროს“ – ნათია დუმბაძისა და მასტერის ახალი სიმღერაა, რომელზეც მათ კლიპიც გადაიღეს. ვიდეორგოლის დახურული ჩვენება მედიისა და მუსიკოსების მეგობრებისთვის ერთ-ერთ კლუბში გაიმართება. ნათიამ და მასტერმა გაავრცელეს ამონარიდი რეპეტიციიდან, სადაც ბენდ „გრუვერსის“ თანხლებით, ახალ სიმღერას ცოცხლად ასრულებენ და თან, მეგობრებს კლიპის პრემიერაზე ეპატიჟებიან. (ვიდეო)

ნათია დუმბაძისა და მასტერის ახალ საზაფხულო სიმღერაზე კლიპის პრემიერა შედგება

ნათია დუმბაძისა და მასტერის (გიორგი პავლიაშვილი) ახალი საზაფხულო სიმღერა „არ უყურო დროს“ სოცქსელები უკვე პოპულარულია. ნათიამ და მასტერმა რგოლიდან ამონარიდი გაავრცელეს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მსმენელი ამბობს, რომ ეს სიმღერა აუცილებლად გაჰიტდება. 4 ივლისს, „ელ ცენტროში“ ახალ დუეტზე გადაღებული კლიპის პრემიერა შედგება. როგორც ნათია წერს, ეს მასტერისთვის 52-ე, მისთვის კი პირველი ვიდეორგოლია და ძალიან ელოდება […]

მასტერი და ნათია დუმბაძე დუეტზე მუშაობენ (ვიდეო)

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი და მომღერალი ნათია დუმბაძე ახალ დუეტს გვიმზადებენ. ნათიამ საკუთარი „ფეისბუქის“ გევრდზე ხმის ჩამწერი სტუდიიდან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ახალი სიმღერის ამონარიდიც ისმის. (ვიდეო)

რეკლამა