რატომ არ გადაიხადეს ქორწილი ნიკა ნაყოფიამ და ნანუკა გოგიჩაიშვილმა

0
2420

ჟურნალ „სარკესთან“ „მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი საკუთარ ცხოვრებასა და ოაჯხზე საუბრობს. მათ შორის თავის დაზეც. ნანუკა ახლახან გაბედნიერდა. მისი რჩეული ბიზნესმენ კობაბ ნაყოფიას შვილი, ნიკაა.

როგორც ნინი ამბობს, არალოგიკური იქნებოდა, რომ წყვილს დიდი ქორწილი ახლა გადაეხადა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიემ თვის წინ გოგიჩაიშვილების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა და ნანუკას და ნინის მამა, ცნობილი მსახიობი და ტელეწაყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ნინი აღნიშნავს:

„ქორწილი ერთ წლის მერე ექნება. არალოგიკური იქნებოდა, რომ ახლა გადაეხადათ. ნანუკა ნიკასთან ერთად ძალიან ბედნიერია. მას ისეთი ადამიანი ჰყავს გვერდით, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უქმნის კომფორტს. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან კეთილი ადამიანია. იმდენად მზრუნველია, მეც კი, მგონი, მამასავით მიდგას მხარში. მასზე კარგის მეტი მართლა არაფერი მეთქმის. ნანუკამ ზუსტად ისეთი თანამგზავრი იპოვა, როგორსაც იმსახურებდა და როგორიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here