რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ფრაზებთან და მომღერლების გამოსვლებთან ერთად, პროექტის გარშემო კიდევ ერთი სასუბრო თემა გაჩნდა – მაია ასათიანის ღრმად დეკოლტირებული კაბა, რომელიც წამყვანმა ძალიან მოიხდინა. კაბა ნანა მელქაძის დიზაინითაა შექმნილი. ნანუკა ჟორჟოლიანმა პიჯაკი და რუშებიანი გამჭირვალე თეთრი ქვედაბოლო მოირგო. თანაწამყვანების სამოსი ზოგს მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ნანუკას და მაიას ჩაცმულობები ერთმანეთს არ უხდება.

ამის შესახებ „მხოლოდ ქართულის“ ფეისბუქ“-გვერდზე ერთ-ერთმა მაყურებელმა ასეთი კომენტარი დატოვა: „ძალიან დიდ პატივს გცემთ ორივეს, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, საშინლად ცუდად ჩანს თქვენი ჩაცმულობა, ცალ-ცალკე ხართ. ორი უკიდურესობაა“. მაყურებელი თანხმდება, რომ კარგი იქნება, თუ მაია და ნანუკა ერთმანეთს ჩაცმულობებს ყველა გადაცემის წინ შეუთანხმებენ.

ფოტოები: ნიკოლოზ ურუშაძე

სიახლეები/

|

December 11, 2018 / 2:45 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მაია ასათიანი: „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ…“

აია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რამდენიმე სთორი, სადაც ჩემოდნით არის გადაღებული. როგორც მაია ამბობს, თებერვალში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდება, ის საქართველოდან აუცილებლად მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში. „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, ჩემს ოცნებაში. მისურვეთ კეთილი მგზავრობა. 16 საათი უნდა ვიფრინო. სინამდვილეში არის ჩემი შვილის გარდაცვალების წლისთავი. ასეთ დროს ყოველთვის მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და ასე მარტო მივემგზავრები….“, […]

ფოტო: ბევრი ემოცია, ცოტა ცრემლი და ზღვა სიხარული „მხოლოდ ქართულის“ ფინალზე

ემოციებით, ცოტა სევდით, ცრემლით, ბევრი სიხარულით, სავსე გამოვიდა „მხოლოოდ ქართულის“ მესამე სეზონის ფინალური ტური. ორი ტურის განმავლობაში როგორც მაყურებელს, ისე ჟიურის წევრებს და თავად კონკურსანტებსაც მოულოდნელობებით დატვირთული ეპიზოდები ელოდათ წინ. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, მანამდე კულისებში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. „მხოლოდ ქართულის“ ფოტოგრაფი, რომელიც პირველივე სეზონიდან მოჰყვება პროექტს, გაბედნიერდა. მისმა რჩეულმა ხელი პირდაპირ დარბაზში სთხოვა და […]

გიორგი ძოწენიძე: “”მხოლოდ ქართულში” მონაწილეობა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო”

ჩვენი ინტერვიუც სიმღერით დაიწყო. „რა არის ნათელი, რასაც ახლავს ბნელი“, გიორგი ძოწენიძემ ცნობილი სიმღერიდან ეს ფრაზა წაიღიღინა, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა. „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი ფინალისტი ის ადამიანია, ვისაც სიმღერა ლაპარაკზე მეტად უყვარს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ინტერვიუს დროს ცოტა ილაპარაკა. ჯგუფ „ურსას“ სოლისტია 10 წელი. პროექტში მოსვლაზე დიდხანს იფიქრა იმიტომ, რომ არ უნდოდა, უკვე შექმნილ იმიჯს […]

ფოტო+ვიდეო: „მხოლოდ ქართულის“ დრამატული ნახევარფინალი

„მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონი „მთავარ არხზე“ საკმაოდ მოულოდნელად ვითარდება. რამდენიმე ტურის წინ არხის გენერალურმა დირექტომა, ნიკა გვარამიამ ვეტოს უფლება გამოიყენა და პროექტიდან გამოთიშვას ანა ქურთუბაძე გადაარჩინა. გუშინდელ ლაივზე, როდესაც ხუთეულის ბოლო ადგილი მაყურებლებისა და ჟიურის შეფასებით, ლუკა ჭოხონელიძემ დაიკავა, გვარამიას თავისი ვეტოს უფლება უკვე აღარ ჰქონდა, ამიტომაც ჟიურის შესთავაზა, არჩევანი გაეკეთებინათ, დატოვებდნენ თუ არა ლუკას […]

ვიდეო: სტეფანეს „დამიბრუნდი“ და აცეკვებული ჟიურის წევრები

სტეფანე თავისი ბენდის წევრებთან ერთად „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალის მეორე ნაწილი გახსნა, სადაც მისი რეპერტუარიდან სიმღერები კონკურსანტებმა შეასრულეს. მანამდე კი ტელემაყურებლისა და დარბაზში მყოფების წინაშე სიმღერა „დამიბრუნდი“ შეასრულა. სტეფანემ განსაკუთრებულ ხასიათზე ჟიურის წევრები დააყენა, რომლებიც მის ცნობილ კომპოზიციაზე სიამოვნებით აცეკვდნენ. (ვიდეო)

რეკლამა