რა თანხა გადაუხადეს თამო ვაშალომიძეს სკანდალურ ფოტოსესიაში?

0
5475

თამო ვაშალომიძის ბოლო ფოტოსესიას, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილი მოდელი ფოტოობიექტივის წინ, ორ მამაკაცთან ერთად პოზირებს. რატომ გადაწყვიტა მსგავს ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება ამის შესახებ, თამო ვაშალომიძე „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

–  ეს იყო ერთ-ერთი საიტის შეკვეთა, როგორც იცით მე მიყვარს საინტერესო და თამამი ექსპერიმენტები და ამ პროექტში სიამოვნებით ჩავერთე. ჯამში ათი ფოტო გადავიღეთ, რომლის სრულ ვერსიას მალე იხილავთ. იმის მიუხედავად, რომ ფოტოებზე შიშველი ვარ, ვულგარული არ გამოვიდა და ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმაც დადებითად შეაფასეს ეს ნაბიჯი.

– როგორც ვიცი მარტო არ პოზირებ ამ ფოტოსესიაში…

– არა, ჩემთან ერთად ორი ბიჭი პოზირებს. მაგრამ ჯერჯერობით დეტალებს ბოლომდე არ ვიტყვი. უფრო სკანდალურ ფოტოებს იხილავს საზოგადოება, როცა სრულად დაიდება ნამუშევარი.

– რამდენი გადაგიხადეს ამ ფოტოსესიაში?

– 500 და 700 ლარი ნამდვილად არ გადაუხდიათ. რამდენიმე ათასი გადაგვიხადეს, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here