რა გზა გაიარა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისამდე“ (ვიდეო)

რა გზა გაიარა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისამდე“  (ვიდეო)

უკრაინულ „ვოისში“ სელინ დიონის სიმღერის შესრულებით რუისელმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა ყველა მენტორი შემოატრიალა და ცნობილი შემსრულებლები ატირა კიდეც, შემდეგ კი, ქართული სიმღრის აკაპელაში შესრულებით დარბაზში მსხდომთა და ჟიურის წევრების გულები საბოლოოდ დაიპყრო.

ვიდეო აქტუალურია ქართულ სოციალურ ქსელებშიც.

ალექსანდრე ზაზარაშვილი კონკურსებში მცირე ასაკიდან მონაწილეობს.

პირველად ის ქართული „ნიჭიერის“ მეშვიდე სეზონზე გამოჩნდა.

„მე ვცხოვრობ დედასთან, მამასთან, ბაბუასთან, ბებიასთან და დასთან ერთად, ჩვენ ასევე გვყავს ოთხი სხვა დედმამიშვილი“, აღნიშნა ორი წლის წინანდელ ინტერვიუში 10 წლის ალექსანდრემ. როგორც ის ამბობს, ძალიან უნდოდა, რომ კიდევ ჰყოლოდა დედ-მამიშვილები და მისმა მშობლებმა გადასაზრდელად ოთხი და-ძმა აიყვანა.

„ნიჭიერის“ ჟუური ალექსანდრემ, რა თქმა უნდა, პირველივე ნოტიდან მოხიბლა.

ერთი წლის წინ კი მან „პირველი არხის“ გადაცემაში „რანინა“ სცადა ბედი და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა მსმენელსა და ჟიურის წევრებზე.

გთავაზობთ მისი გამოსვლების ნაკრებს.   

სიახლეები/

|

May 28, 2019 / 1:36 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ გადაცემაში ექსპრომტად ქართული სიმღერა შეასრულა

ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული „ვოისი“ რამდენიმე დღის წინ მოიგო. ნიჭიერი ქართველი მომღერლის გამარჯვებას საქართველოში განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მანამდე ის ქართულ ტელეპროექტში „რანინა“ მონაწილეობდა და ჟიურის დიდი სიმპათიაც დაიმსახურა. ფინალში ალექსანდრემ ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა“. გამარჯვების შემდეგ ის გადაცემაში მიიწვიეს და ექსპრომტად ქართული სიმღერა შეასრულა. (ვიდეო)

რატომ იყო აზრთა სხვადასხვაობა “ნიჭიერის“ ჟიურიში?

მაკა ჩიჩუა: „აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაყურებელმა და საინტერესო ფინალი გველოდება. ჟიურის არჩევანის დროს ცოტა გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან აზრთა სხვადასხვაობა იყო. ძალიან დამწყდა გული პატარა ალექსანდრე ზაზარაშვილზე, რომელიც ფინალში ვერ მოხვდა.

როგორ უვლის ალექსანდრე ზაზარაშვილი მის პატარა და-ძმებს და ატარებს მათთან ერთად დროს

ალექსანდრე ზაზარაშვილი წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსანტია, რომელსაც პროექტში მონაწილეობა მისმა მოძღვარმა ურჩია და რჩევამ გაამართლა. ალექსანდრემ „ნიჭიერის“ ჟიური მოხიბლა. გადაცემის ოფიციალურ გვერდზე პატარა ალექსანდრეს პორტრეტის ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია, როგორ ზრუნავს ის თავის და-ძმებზე. როგორც ალექსანდრე ვიდეორგოლში აცხადებს, მისი მიზანია პროექტის ფინალში მოხვედრა და გამარჯვებაა, რომელსაც ის საკუთარ და-ძმებს მიუძღვნის.

რეკლამა