რა დაახვედრა ხატია შამუგიამ მამამთილს ახალ წელს თეფშზე, რითაც მისი გაკვირვება გამოიწვია

რა დაახვედრა ხატია შამუგიამ მამამთილს ახალ წელს თეფშზე, რითაც მისი გაკვირვება გამოიწვია

ხატია შამუგია „ფორტუნა პლუსში“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთი სახალისო ამბავი გაიხსენა, რომელიც მას და მის დედამთილს, მეუღლის, აჩიკო მინდაძის დედას გადახდათ.

ხატია შამუგია:

ცოლ-ქმარის სტატუსით მე და აჩიკო მეორედ შევხვდით ერთმანეთს. წინა წლის 31 დეკემბერს შუადღეს მოვაწერეთ ხელი. ოჯახურ ფუსფუსში, სადაც მე ვიყავი დიასახლისი და არსად მეჩქარებოდა, პირველად შევხვდით ახალ წელს. ძალიან სახალისო იყო. აჩიკომ არ იცოდა ჩემი ცრურწმენები, უფრო სწორად, დავარქვათ ტრადიციები. ძალიან მაინტერესებს მეცნიერება, რომელსაც ჰქვია ასტროლოგია. თავიდანვე ვიღებ რეკომენდაციებს, დეკემბრის დასაწყისში უკვე ვურეკავ მიხეილ ცაგარელს და ვეკითხები, რა ფერის კაბა უნდა ჩავიცვა, როგორი საყურე უნდა მეკეთოს, რომელი ბეჭედი, თმა როგორ უნდა მქონდეს. წელსაც შევათანხმე ფერები. გავიგე სანთლის ფერები, რამდენი სანთელი უნდა მქონოდა სუფრაზე და ა.შ. სახლში განვაცხადე, რომ 12 საათზე გარეთ უნდა გავიდე, რადგან მეკვლე ვარ-მეთქი. 1-ის ხუთ წუთზე უნდა შემოვსულიყავი. ვიცოდი, რომ ციფრი ხუთიანი იყო იღბლიანი, მანამდე ხუთი სანთელი ავანთე. ნიკუშა ეუბნებოდა აჩიკოს, გაანებე თავიო. შიგნიდან მეძახდნენ, შემოხვალო?..

მაგიდაზე მედო ბრინჯი და დღემდე მიდევს, სხვათა შორის… ყველაზე მაგარი იყო ის, რომ პირველ იანვარს აჩიკოს დედ-მამა და ძმა მესტუმრნენ. აჩიკოს მამა ეკითხება ჩემს დედამთილს, თეფშზე რატომ დევს ბრინჯი და ხუთი ცალი ლარიანი, რაიმე შესაწირიაო? აჩიკომ აუხსნა, რატომაც იდო სუფრაზე ეს ყველაფერი (იცინის).

 

სიახლეები/

|

January 15, 2021 / 5:46 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„ჩემი ცოლის დაქალები“ ისევ ბარბარიკას გარეშე დარჩა

„ჩემი ცოლის დაქალები“ მალე მე-17 სეზონს გახსნის. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარბარიკას ხაზი არ განვითარდება. თაკო კორინთელი, რომელიც მის როლს ასრულებდა, სერიალიდან წავიდა. მიზეზი კი „პოსტივიზე“ ტელეწამყვანის ამპლუაშ გამოჩენა გახდა. როგორც თაკო კორინთელი ჟურნალ „გზასთან“ აღნიშნავს: „სერიალის გუნდი საქმის კურსია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. […]

ვიდეო: მატილდა გვარლიანი გრძელი ფეხებით საოცარ ტრიუკს აკეთებს

მოდელი მატილდა გვარლიანი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, სოციალურ ქსელშიც აქტიურია. მან “ინსტაგრამზე” ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ საოცარ ტრიუკს აკეთებს ის თავისი გრძელი ფეხებით. (ვიდეო)

ფოტო: როგორ გამოიყურება შორენა ბეგაშვილის დედა

შორენა ბეგაშვილი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორი ბედნიერია მსახიობი ამ დასვენების დღეებით. ფოტო: შორენა ბეგაშვილი ესპანეთში ისვენებს მის “ფეისბუქზე” 3 მარტს, დედის დღეს კიდევ ერთი ფოტო გამოჩნდა. შორენამ დედას ბარსელონადან გაუზავნა ყვავილების თაიგული და სოცქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა. შორენამ დაგვიანებული მილოცვა ასე დაწერა: „ამასობაში დედაჩემისთვის მილოცვა დამავიწყდა. კიდევ კარგი, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: როგორ გამოიყურება ხატია შამუგიას ბინა და რატომ არ გადის წითელი პომადის გარეშე სახლიდან

ხატია შამუგია “მთავარ არხს” დილის ყავაზე შინ უმასპინძლა და საკუთარი სახლიც დაათვალიერებინა. მაყურებელმა იხილა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის საძინებელიც, სადაც მაკიაჟის კუთხე სარკესთან სავსეა სხვადასხვა პარფიუმერიითა და კოსმეტიკით, თუმცა, როგორც ხატიამ აღნიშნა, მაკიაჟის გაკეთება თავად არ იცის, სახლიდან კი ნაგვის გასატანადაც კი არ გავა, თუკი წითელი პომადა არ უსვია, რადგან ის ძალიან უყვარს. (ვიდეო)

ხატია შამუგიამ „ისი პარი“ დატოვა – „შენ გარეშე ეს კომპანია წარმოუდგენელია…“

ხატია შამუგიამ „ისი პარი“ 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პატარა სტატუსში დაწერა. ცნობილ პიარმენეჯერის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგად, სურნელოვან სამყაროსთან და თავად ამ კომპანიასთან ასოცირდება, არ დაუსახელებია მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა „ისი პარის“ დატოვება, თუმცა წერს, რომ წინ დიდი გეგმებია. გთავაზობთ ხატიას სტატუსს: „12-წლიანი ურთიერთობა დასასრულს […]

მერაბ სეფაშვილისა და ხატია შამუგიას მრავალწლიანი მეგობრობის ამბავი

ხატია შამუგიამ და მერაბ სეფაშვილმა თავისი მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ „მთავარი არხის“ რუბრიკაში ისაუბრეს და ჟურნალისტის დასმულ კითხვებს ერთად უპასუხეს. მერაბი: ხატია არის ძალიან აკურატული თავის საქმეში, ძალიან პასუხისმგებლიანი და პედანტია თავის საქმეშიც და რაც უნდა სთხოვო, ყველგან. ხატია: იყო ამდენი წელი ვარსკვლავი და უყვარდე ყვლას, თითქმის შეუძლებელია. ამის მოპოვება, შენარჩუნება და დამსახურება დიდი შრომის შედეგია. […]

ხატია შამუგია დამალულ სიყვარულზე ალაპარაკდა – ვინ არის მისი რჩეული

ხატია შამუგიამ ჟურნალ „სარკესთან“ თავისი დამალული სიყვარულის შესახებ ისაუბრა. მას გურამ ლომიძესთან განქორწინების შემდეგ არასდროს უთქვამს ხმამაღლა, რომ შეყვარებულია, თუმცა ამჯერად მან გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მოეყოლა სასიყვარულო ამბავი და აღნიშნა, რომ ის და მისი რჩეული  ერთ უბანში ცხოვრობდნენ და ნაცნობები იყვნენ, თუმცა მაშინ მათ შორის არაფერი ყოფილა, მათი გზები კი 20 წლის შემდეგ გადაიკვეთა. როგორია ეს […]

ხატია შამუგია: „ამ გადაწყვეტილების გამო ერთი კვირა არ მეძინა…“

ზუსტად 20 წლის წინ ფმ სივრცეში რადიო „ფორტუნა“ გავიდა ეთერში, რადიო, რომელმაც უამრავი ახალი სტანდარტი დაამკვიდრა ქართული რადიოს ისტორიაში და ასევე ქართულ ჟურნალისტიკას ბევრი ახალი სახეც შესძინა. ხატია შამუგია ერთ-ერთი მათგანი იყო. დღეს ის „ფორტუნაში“ აღარ მუშაობს, მაგრამ ხშირად არის რადიოში, თავისი სამსახურიდან გამომდინარე და აქ თავს არა სტუმრად, არამედ მასპინძლად გრძნობს… ხატია შამუგია: მე […]

რეკლამა