ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად ჩაწერილ ლაივალბომს გამოსცემს

0
925

ქეთი მელუა სოციალურ ქსელში ახალ ტურნეს აანონსებს, რომელიც 45 კონცერტს მოიცავს.

ცნობილი მომღერალი თაყვანისმცემლებს ასევე უზიარებს საინტერესო სიახლეს, რომ მალე გამოიცემა ალბომი, სადაც მის და გორის ქალთა გუნდის ლონდონური ლაივკონცერტის ჩანაწერები შევა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემს ბენდთან ერთად 2020 წელს ახალ ტურნეს ვიწყებ. 45 კონცერტი დიდ ნრიტანეთში, ირლანდიასა და ევროპაში! ბილეთები 22 ნოემბრიდანნ იქნება ხელმისაწვდომი.

და კიდევ უფრო სასიამოვნო სიახლე… როგორც იცით, გასული წლის ტურნეში ჩვენ შემოგვიერთდა ბრწყინვალე გოტის ქალთა გუნდი. ჩვენ მოვახერხეთ ლონდონის კონცერტის ჩაწერა და ამ ჩანაწერებით გამოვცემთ ალბომს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ შესანიშნავ ხმებთან მომიწია მუშაობამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here