ქეთი მელუა აჭარაში კლიპს იღებს

0
935

ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე სოციალურ ქსელში ექსკლუზიურ ფოტოს და ამბავს ავრცელებს. როგორც ის წერს, მან გონიოსკენ მიმავალ გზაზე ქეთი მელუა დაინახა, რომელიც ამ ულამაზეს მანქანაში იჯდა. როგორც შევიტყვეთ, მომღერალი საქართველოში კლიპს იღებს.

ზაქარია წერს:

„სანამ ვინმე დამასწრებს, მოგიყვებით.

მოვდიოდი გონიოში და აბა ვინ დავინახე ?

ქეთი მელუა ❤

ახალ კლიპს იღებს.

ასე გამარაგებთ ახალი ამბებით ვარსკვლავებზე.

მანქანაც კი ვიცანი“.

ცნობილი მომღერალი ბათუმში სასტუმრო „ლე მერიდიენში“ ცხოვრობს და მანქანაც სწორედ ამ სასტუმროსია.

შეგახსენებთ, რომ ქეთიმ მცირე ხნის წინ თავისი ალბომი სამშობლოში ჩაწერა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში „ლენო რეკორდსი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here