ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ჟურნალ „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში თავის მოვლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს:
„მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აუცილებელია, ბევრი ვიმოძრაოთ. მარტო იმიტომ კი არა, რომ გამხდრები ვიყოთ და ლამაზი ფორმები გვქონდეს, ეს ჩვენს განწყობაზეც აისახება და ჯანმრთელობაზეც, ყველას გვინდა, ჯანსაღი და ლამაზი სახის კანი გვქონდეს, ამიტომაცაა კარგი თავდაყირა დგომა, ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ორ-სამ ძვირად ღირებულ სახის მოვლის პროცედურას უდრის. დღეში ოცდაათი წამი რომ დადგეთ თავდაყირა, ეს ძალიან სასარგებლოა…“
January 25, 2021 / 1:58 pm
„ჩემი ცოლის დაქალები“ მალე მე-17 სეზონს გახსნის. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარბარიკას ხაზი არ განვითარდება. თაკო კორინთელი, რომელიც მის როლს ასრულებდა, სერიალიდან წავიდა. მიზეზი კი „პოსტივიზე“ ტელეწამყვანის ამპლუაშ გამოჩენა გახდა. როგორც თაკო კორინთელი ჟურნალ „გზასთან“ აღნიშნავს: „სერიალის გუნდი საქმის კურსია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. […]
მოდელი მატილდა გვარლიანი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ და ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, სოციალურ ქსელშიც აქტიურია. მან “ინსტაგრამზე” ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ საოცარ ტრიუკს აკეთებს ის თავისი გრძელი ფეხებით. (ვიდეო)
შორენა ბეგაშვილი ამჟამად ბარსელონაში იმყოფება და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორი ბედნიერია მსახიობი ამ დასვენების დღეებით. ფოტო: შორენა ბეგაშვილი ესპანეთში ისვენებს მის “ფეისბუქზე” 3 მარტს, დედის დღეს კიდევ ერთი ფოტო გამოჩნდა. შორენამ დედას ბარსელონადან გაუზავნა ყვავილების თაიგული და სოცქსელში მისი ფოტო გამოაქვეყნა. შორენამ დაგვიანებული მილოცვა ასე დაწერა: „ამასობაში დედაჩემისთვის მილოცვა დამავიწყდა. კიდევ კარგი, […]
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა, რომელიც მორაგბე დავით კაჭარავას მეორე ნახევარია, ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი პრადი ცხოვრების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დავით კაჭარავა „ქართული ოცნების’ სიით პარლამენტში მოხვდა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას – სულ არის საუბარი თქვენსა და დავით კაჭარავას ურთიერთობაზე, ბოლო პერიოდში, შეყვარებულებადაც მოგიხსენიებენ, ზოგი – უკვე ოჯახად. როგორია რეალობა? ვიტყვი, რომ კარგად ვართ და დანარჩენს ჩვენთვის შევინახავთ. მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ვგულისხმობ სპორტის შემდეგ მომავლის პოლიტიკასთან დაკავშირებას. ბევრმა მხარი დაუჭირა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კრიტიკაც მოჰყვა. ამ ფონზე საინტერესოა მისი დახასიათება იმ ადამიანისგან, ვინც ძალიან კარგად იცნობს. – ალბათ, ჩემი მხრიდან ცოტა უხერხულია მასზე საუბარი. თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ძალიან შესტკივა გული საქართველოზე, ჩვენი ქვეყნის […]
ცნობილი ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი, ქეთი ხატიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო, შეყვარებულია. მისი რჩეული პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ქართველი მორაგბე, დავით კაჭარავაა. წყვილი გრძნობებს აღარ მალავს და „ინსტაგრამზე“ ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებენ. დათოსა და ქეთის ამ რომანამდე ოჯახები ჰქონდათ და მეუღლეებს გაშორებულები არიან. ორივეს პირველი ქორწინებებიდან შვილები ჰყავთ. (ფოტოები)
აზერბაიჯანის დედაქალაქში „ფორმულა 1“ გაიმართა, სპორტული ღონისძიების გარდა ყოველ საღამოს რამდენიმე დღის განმავლობაში დამსწრე საზოგადოებას მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებზე დასწრების საშუალება მიეცა, მათ შორის იყვნენ მერაია ქერი, ნიკოლ შერზინგერი და ჯგუფი „Black Eyed Peas“. მაყურებლებს შორის ბევრი ქართველი იყო, მათ შორის ქართველი გოგონები – ნუკა ყარალაშვილი, ნანუკა და ნინი გოგიჩაიშვილები, მანიკა ასათიანი, ქეთი ხატიაშვილი. მათ ჯგუფის […]
ტელეწამყვანის და ტანმოვარჯიშის, ქეთი ხატიაშვილის ცხოვრებაში რთული პერიოდი არაერთხელ დამდგარა. ქმარს გაშორდა და მარტოხელა დედის სიმძიმეები თავად იტვირთა, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რამდენიმე თვის წინ კი მამა გარდაეცვალა.
ტანმოვარჯიშემ და ტელეწამყვანმა, ქეთი ხატიაშვილმა გადაწყვიტა ტანვარჯიშის აკადემიის გახსნა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი, სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა. აკადემია 1 თებერვალს გაიხსნება და იქნება როგორც პროფესიონალური, ასევე მოყვარულთა ჯგუფები, სადაც ბავშვები სპეციალურად მათთვის შექმნილ პროგრამას შეისწავლიან. როგორც ჩანს, საზოგადოება ამ ამბავმა გაახარა "წარმატებები ქეთი, აქამდეც უნდა გაგეკეთებინა", "რა მაგარია,ძალიან გამიხარდა" - წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.