ქეთა თოფურიას ქალიშვილი ამღერდა

ქეთა თოფურიას ქალიშვილი ამღერდა

ქეთა თოფურია ქალიშვილის, ოლივია გეიხმანის გარეშე არსად აღარ დადის. გოგონა დედას უკვე რეპეტიციებზეც დაყვება. ქეთამ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პატარა ოლივია მიკროფონში სიმღერას ცდილობს. როგორც ჩანს გოგონას სიმღერა ძალიან მოსწონს და არც არის გამორიცხული, მალე დედასთან ერთად ამღერდეს კიდეც.

Vot virastu i posmotrite⭐️😼

A post shared by 💕Olivia 💕 (@olivia_geykhman) on

სიახლეები/

|

June 1, 2017 / 3:40 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

ემინი 1-ელ ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ორკესტრთან ერთად წარდგება

რუსული ესტრადის ერთ-ერთი აქტიური წევრი, აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი, რომელიც არაერთ მუსიკალურ ჯილდოს ფლობს, საქართველოს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელსც „ბუმერანგი“ ჰქვია. დღესდღეობით ემინის ანგარიშზეა ცხრა ინგლისურენოვანი და რამდენიმე რუსულენოვანი ალბომი, მომღერალი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა Warner Music da Sony ATV Music Publishing. ის დუეტებს ასრულებს „ა- სტუდიოსთან“, გრეგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინასთან, ლაიმა ვაიკულესთან… ემინის […]

25 მაისს „სფეისჰოლი“ ბერლინურ ტექნოსაღამოს მასპინძლობს

MONUMENT-ისა და MOVEMENT-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში, კერძოდ კი, SPACEHALL-ში ბერლინური ტექნო საღამო მოეწყობა, 25 მაისს არის დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან შემდეგი არტისტები: MIND AGAINST // EINMUSIK // JONAS SAALBACH. MIND AGAINST – ეს არის იტალიური დუო, რომელიც უკვე მრავალი წელია, ტექნო მუსიკას ქმნის, ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს, მიიჩნევიან საკმაოდ წარმატებულ არტისტებად, მათი შემოქმედება […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რეპერ გუფისა და ქეთა თოფურიას ერთობლივი ფოტო – წყვილი გრძნობებს აღარ მალავს

ლევ გეიხმანთან დაშორების შემდეგ ქეთა თოფურიას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ჭორები არ აკლია. ინფორმაცია მისი რომანის შესახებ პოპულარულ რეპერ გუფისთან მალე გავრცელდა. თავად ქეთას არ სურდა ამ ჭორების დადასტურება, თუმცა რუსული მედია აქტიურად წერდა წყვილის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ახლახან კი რეპერმა თავად მოუღო ბოლო ყველა ჭორს და საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდზე ქეთასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა,ს ადაც […]

თაკო გაჩეჩილაძე ქეთა თოფურიას იცავს: „15 წელია, მოსკოვში ცხოვრობს და ფაქტობრივად, იქაურია…“

თაკო გაჩეჩილაძე დიდი ხნის მეგობარსა დ აკოლეგას, ქეთა თოფურიას იცავს. მომღერალი გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ ქეთა დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და მისი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობა გასაკვირი არ არის. თაკო წერს: „ხალხო! ეს გოგო მოსკოვში ცხოვრობს უკვე 15 წელია, იქ გახდა ვარსკვლავი, იქ გათხოვდა, შვილი გააჩინა და ფაქტიურად, იქაურია. გავიგეთ, რომ წარმოშობით ქართველია, მაგრამ დღეს […]

ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ ვიდეოში ქეთა თოფურია და გრეგორი ლეპსი გამოჩნდნენ

რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში გავრცელდა რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით გადაღებული კლიპი ჰეშთეგით „პუტინის გუნდი“, რომელიც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. როგორც ვიდეოს აღწერაშია აღნიშნული: „ეს არის სიმღერა იმაზე, რაც მთავარია – იყო ძლიერ გუნდში და მის ნაწილად გახდომა არასდროსაა გვიან“. სააგიტაციო კლიპში მონაწილეობენ დიჯეი სმეში, დიმა ბილანი, პოლინა გაგარინა, ალექსანდრ პონაიტოვი, ნიუშა […]

„შენ ხარ ჩვეულებრივად გარუსებული“ – ქეთა თოფურიას ქართველები აკრიტიკებენ

ქეთა თოფურიას მიერ „ინსტაგრამზე“ გავრცელებული განცხადება, სადაც ის რუსეთის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, დიდი განხილვის საგანი გახდა. მომღერალი თანამემამულეებმა კრიტიკის ქარცეცხლში გახვიეს. ქეთა წერდა: „18 მარტს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებია. ყველანი მიდიხართ? მე ამ დღეს არ ვიქნები მოსკოვში. დიდი მადლობა კოლეგებს, რომლებმაც მირჩიეს, დისტანციურად მიმეცა ხმა. პორტალზე Gosuslugi.ru შეგიძლიათ მიუთითოთ, სად გირჩევნიათ ხმის მიცემა ამ დღეს. […]

ქეთა თოფურია ტაილანდში – ფოტოები ტაილანდიდან

ქეთა თოფურია და რეპერი გუფი ტაილანდში ერთდროულად ისვენებენ. მართალია, არც ერთი მათგანი არ ადასტურებს, მაგრამ ამბობენ, რომ მომღერალსა და რეპერს რომანი აქვთ. ტაილანდში ერთად გადაღებული ფოტოები არც ერთს არ გამოუქვეყნებია. ქეთა „ინსტაგრამზე“ ცალკე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც საცურაო კოსტიუმში არაჩვეულებრივად გამოიყურება. მომღერალი საუცხოო ფორმაშია და ამის დემონსტრირებას არ ერიდება.

რეკლამა