14 მაისს „ევროვიზიის“ პირველი ნახევარფინალი შედგება, სადაც ოთო ნემსაძეს ვიხილავთ. უკვე მეორე კვირაა, ქართველი შემსრულებელი თელ ავივში იმყოფება. მოგეხსენებათ, 2018 წელს კონკურსის გამარჯვებული ნეტა გახდა, რომელიც ისრაელის წარმომადგენელი იყო, შესაბამისად, „ევროვიზიის“ მასპინძელი 2019 წელს ეს ქვეყანა გახდა.
შემსრულებლებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ. როგორც ოთო ნემსაძემ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ საუბარში განაცხადა, ფიქრობს, რომ პერფორმანსის დროს ყველაფერი რიგზე იქნება, თუმცა მაინც ნერვიულობს, რადგან მის უკან საქართველოა. როგორც იცით, ოთოს გვერდს „შავნაბადას“ მომღერლები დაუმშვენებენ.
ოთო ნემსაძე:
მოსამზადებელი პერიოდი არის ძალზე რთული და დატვირთული. 4 მაისიდან თელ ავივში ვართ. დავდივართ ინტერვიუებზე, არის უამრავი რეპეტიცია. ვიყავი გახსნის ცერემონიაზე. ჩვენი გამოსვლა დღითი დღე იხვეწება, ვცდილობთ, სცენაზე მაქსიმალურად იდეალურად გამოვიდეთ.
ცვლილებები შეგაქვთ?
ჩამოტანილ მასალაში არა, მაგრამ სცენაზე ამ ყველაფრის განხორციელებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ყოველი რეპეტიციის შემდეგ გადაღებულ ვიდეოს დაწვრილებით განვიხილავთ და კორექტივები შეგვაქვს იმასთან დაკავშირებით, სად როგორი ჭრა უნდა იყოს და ა.შ.
May 13, 2019 / 3:58 pm
მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]
ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელ მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც წყვილს აქვს, თუმცა დასძენს, რომ რადგან იცის, რომ ბენისნაირად არასდროს არავის ჰყვარებია, ამ სიძნელეებს უმკლავდება… გთავაზობთ ტელეწამყვანის პოსტს: „თუ გიყვარს ადამიანი, სულ უნდა უმეორო,რომ გიყვარს…. ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, […]
სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას პოსტის ქვეშ, რომელიც „რუსთავი 2“-ის დირექტორმა „ევროვიზიაზე“ ჩვენი წარგზავნილის კრიტიკას დაუთმო, ოთო ნემსაძეს გამოექომაგა და დაწერა, რომ ის ძალიან კარგი მომღერალია და არაფერს ნიშნავს, თუკი „ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა. სოფოს ოთოს გამოსვლის შემდეგ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ის ფინალში გადავიდოდა და ამის შესახებ სოცქსელში დაწერა კიდეც, თუმცა სამწუხაროდ, მისი ვარაუდო […]
საქართველოს სახელით „ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსზე ოთო ნემსაძე წარდგება. პირველი ნახევაფრინალური ტური დღეს, 14 მაისს შედგება. პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა შეგიძლიათ „პირველი არხის“ ეთერში. ღონისძიება 23:00 საათზე იწყება. საქართველოს წარმომადგენელი, ანსამბლ „შავნაბადასთან“ ერთად აუდიტორიის წინაშე მე-11 ნომერად წარდგება. ოთო ნემსაძემ უკვე მოუწოდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, უყურონ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც ცხოვრობენ და მითითებულ ნომერზე დაურეკონ მხარდაჭერისთვის. […]
წელს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე საქართველოს ოთო ნემსაძე წარადგენს, ხოლო კვიპროსის სახელით თამთა გოდუაძე გამოდის. ორივე შემსრულებელი ისრაელში, თელ-ავივში იმყოფება. ინტერვიუს მიცემის დროს თამთა გოდუაძე ოთო ნემსაძეს ესტუმრა და მასთან და „შავნაბადას“ ბიჭებთან ერთად „სულიკო“ შეასრულა. მათ შესრულებას ქართულ სოცქსელში დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ „ევროვიზიის“ კონკურსი 14 მაისს იწყება. (ვიდეო)
ახლოვდება საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის, „ევროვიზიის“ ჩატარების თარიღი. მაისის შუა რიცხვებში უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი თავს თელ ავივში მოიყრის, სადაც რამდენიმედღიანი კონკურსის გასამართად თითქმის ყველა მზადება დასრულებულია. საქართველოს სახელით კონკურსზე წარდგება ოთო ნემსაძე, რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“. ოთო ნემსაძის მხარდასაჭერად ესპანეთში ქართული დიასპორა 14 მაისს შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც ქართველ მომღერალს მხარდაჭერას გამოუცხადებს. სწორედ ამ […]
მაისიში, ისრაელში, საქართველოს „ევროვიზიაზე“ ოთო ნემსაძე წარადგენს. ის „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული გახდა და „ევროვიზიაზე“ ჩვენი ქვეყნის სახელით გამოსვლის შესაძლებლობა მოიპოვა. საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე ოთო რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“ წარადგენს. დღეს დაიწყო ოფიციალური ვიდეორგოლის გადაღება. კლიპის რეჟისორი გიორგი ებრალიძე იქნება. ოთო ნემსაძემ ახლახან აგდასაღები მოედნიდან ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „დაციწყეთ კლიპის გადაღება ყინვაში და […]