ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი საერთაშორისო კონკურსის სამეულში შევიდნენ

0
2486

საქართველოს პირველი წყვილი სპორტულ ცეკვებში ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი საერთაშორისო კონკურსის სამეულში გავიდნენ, მათ მესამე პოზიცია დაიკავეს და გახდნენ კონკურსის პრიზიორები.

ოთო ფოლადაშვილმა ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც თავის მეწყვილეს მადლობა გადაუხადა.

„კიდევ ერთი წარმატება მსოფლიო ასპარეზზე.

პოლონეთში გაიმართა საერთაშორისო შეჯიბრი WDSF international open latin Zabrze 2018 , სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს საუკეთესო წყვილები. 51 მონაწილედან ჩვენ შევედით ფინალში, დავიკავეთ მე-3 ადგილი და გავხდით პრიზიორები.

პირველ რიგში, მინდა მივულოცო და დიდი მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივი პარტნიორობისთვის ჯულიანას ❤❤❤ Julianna Bar-Gnar შენ ხარ სუპერ გოგო 🙌❤

ასევე დიდი მადლობა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯს საქართველოდან ბ. ვანო კანდელაკს , გვერდში დგომისა და ხელშეწყობისთვის , რომელსაც მუდმივად იჩენს ქართველი წყვილების მიმართ 🙏🙏Vano Kandelaki შენ ხარ საუკეთესო – You are the best ❤❤❤

და ბოლოს, მადლობა პოლონელ ხალხს, ასეთი გულშემატკივრობისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც გამორჩეულად გამოამჟღავნეს ჩვენ მიმართ (რაც ვიდეოშიც ნათლად ჩანს)“

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here