„ოქროს ტალღა“ „იქს ფაქტორს“, როგორც საუკეთესო ტელეპროექტს – სანდრო კურცხალიძე პროექტის გამარჯვებულია!..

0
2335

სამთვიანი მუსიკალური მარათონი ახალბედა შემსრულებლებისა და ცნობილი მენტორების მონაწილეობით დასრულდა. 3 ივლისს დაძაბული კონკურენციის პირობებში „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – სანდრო კურცხალიძე, რომელმაც შესული 195 409 ხმიდან 57, 72% მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ, რომელსაც აღელვებისგან მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დღეს დილას ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა:

„დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, იმხელა იყო ემოცია, რომ ვერ დავიძინე და უნდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისთვის რომ ეს ბედიერება გვაჩუქეთ.

„X ფაქტორი“ 2017 დასრულდა, საოცარი ფინალის მომსწრე გავხდით ყველანი, განსაკუთრებული ნაკადი, უძლიერესი, ერთმანეთზე უკეთესი ფინალისტებით. ჩემმა სანდრომ ღირსეულად გაიმარჯვა ამ რთულ ბრძოლაში, მე ბედნიერი ვარ, როგორც მისი მენტორი, რომელმაც ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე გამოიარა მასთან ერთად, მე ვიყავი თანამონაწილე ყველა ნერვიულობის, გამოცდის, გამოწვევის. მიხარია, რომ სანდროს დაუფასდა ეს შრომა, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც დაურეკა სანდროს, ვინც მხარში გვედგა, ვისგანაც ვგრნობდით სითბოს და სიყვარულს, ვინც ეს ბედნიერება მოგვანიჭა, ჩვენ ეს ერთად შევძელით…“ ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here