ნუკი კოშკელიშვილი: „ჯერ ვერ გავაცნობიერე, რომ დედა გავხდები…“

ნუკი კოშკელიშვილი: „ჯერ ვერ გავაცნობიერე, რომ დედა გავხდები…“

ნუკი კოშკელიშვილი, მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. წყვილი პირველ შვილს ელოდება. ნუკიც და ბენიც ამ ამბავმა ძალიან გაახარა, თუმცა როგორც ნუკი ამბობს, ჯერჯერობით ვერ გრძნობს, რომ მალე დედა გახდება. წყვილს სასტუმრო „კოსტეში“ შევხვდით, სადაც ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ.

ნუკი:

ძალიან უცნაური შეგრძნებაა და ჯერჯერობით ვერ შევეგუე. ვიცი, რომ ვარ ორსულად, ოღონდ კვლავ არ მჯერა. სადღაც მგონია, რომ უბრალოდ, კარგად ნაჭამი ვარ და მეზრდება გარკვეული ადგილები (იცინის). ახლა ბავშვმა მოძრაობა დაიწყო, ოთხი თვის ორსული ვარ და თითქოს მეუბნება, ახლა მშია, ახლა მეძინება, ახლა ადექი, ახლა დაჯექი… პირველი სამი თვე ვერ წარმომედგინა, გინდა, გიხარია, მაგრამ არ წარმოგიდგენია, რომ ეს ხდება შენს თავს. გადავწყვიტეთ, რომ გავიდა საკმარისი დრო და შეგვეძლო, გვეცადა. ისე, როგორც ნებისმიერ წყვილს, მიგვაჩნდა, მოდი, ვცადოთ და თუ გამოვიდა, გამოვიდესო. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ორი-სამი წელი ცდილობდა და შემდეგ გამოუვიდათ. ჩვენ შემთხვევაში უცბადვე გამოვიდა და იყო სასიამოვნო შოკი, თუმცა ჯერჯერობით ვიღაცის შვილი ვარ. ბევრი დედა გამიგებს. ვიღაცის დედა რომ ვიქნები მალე, ჯერ არ ვიცი. იმასაც ვერ შევეგუე, რომ ვიღაცის ცოლი ვარ, ნელ-ნელა ვეგუები.

ბენ, როგორი იყო შენი პირველი რეაქცია, როცა გაიგე, რომ ნუკი ორსულად იყო და ახლა რას გრძნობ?

უბედნიერესი მომენტია ჩვენს ცხოვრებაში, საუკეთესო ჩემთვის. რა იყო ჩემი პირველი რეაქცია? ვცდილობდით და ვგეგმავდით. როცა გავიგე, ნუკი ორსულად იყო, ჩემი რეაქცია არ იყო უკიდურესი გაკვირვება. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც სიხარულისგან დახტის. როცა ფილმებს უყურებ და ნახულობ, როგორი რეაქცია აქვთ, როცა ორსულობის შესახებ იგებენ, მგონია, ეს  ზოგჯერ მაინც მაყურებლის გასართობად არის მოფიქრებული. ეს ჩემთვის არ იყო სიურპრიზი, რადგან ნუკის ორსულობა იყო ის, რასაც ვგეგმავდით და ველოდებოდით, ამიტომ ჩემი რეაქცია უფრო მშვიდი იყო. როცა გავიგე ამის შესახებ, ვთქვი: კარგი! (იცინის).

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

January 24, 2018 / 4:23 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს

მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]

Paloma Faith გიორგი ქებურიას კაბაში(ფოტოები)

ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]

ნუკი კოშკელიშვილი: „რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ საქართველოში…“

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელ მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც წყვილს აქვს, თუმცა დასძენს, რომ რადგან იცის, რომ ბენისნაირად არასდროს არავის ჰყვარებია, ამ სიძნელეებს უმკლავდება… გთავაზობთ ტელეწამყვანის პოსტს: „თუ გიყვარს ადამიანი, სულ უნდა უმეორო,რომ გიყვარს…. ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნუკი კოშკელიშვილი: „რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ საქართველოში…“

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელ მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც წყვილს აქვს, თუმცა დასძენს, რომ რადგან იცის, რომ ბენისნაირად არასდროს არავის ჰყვარებია, ამ სიძნელეებს უმკლავდება… გთავაზობთ ტელეწამყვანის პოსტს: „თუ გიყვარს ადამიანი, სულ უნდა უმეორო,რომ გიყვარს…. ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, […]

მადლობა, რომ გიყვარვარ ყოველგვარი შელამაზების და სიყალბის გარეშე – ნუკი კოშკელიშვილის ემოციური პოსტი

ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ჩეიმი დღეს ქორწინების 4 წლისთავს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ნუკი ინსტაგრამზე ქორწილის ფოტოებს ემოციურ ტექსტთან ერთად აქვეყნებს. ნუკი კოშკელიშვილი მათ ურთიერთობაზე წერს და იმაზე, თუ რამდენად უყვარს მეუღლე. ბოლოს კი ამბობს, რომ ამ პოსტს ბენს ისე გადაუთარგმნის, რომ თავში არ აუვარდეს. “4 წელი შესრულდა დღეს, რაც ცოლად გამოგყევი. შორს გამოგყევი, […]

ნუკი კოშკელიშვილი უსაყვარლესი ვაჟის ახალ ფოტოს აქვეყნებს

ნუკი კოშკელიშვილი დედობით ტკბება – „ჩემი შვილი ოლივერა“, ამ სათაურით აქვეყნებს თავისი ვაჟის ფოტოს ბედნიერი დედა. გამოქვეყნებულ ფოტოს უამრავი მოწონება ხვდა წილად. წერენ, რომ პატარა ოლივერი ძალიან ჰგავს მამას. „ეს მინი ბენია“, სწერენ ტელეწამყვანს. ნუკი ხშირად აქვეყნებს პატარას ვიდეოებს, სადაც ოლივერი ცეკვავს. შეგახსენებთ, რომ ყოფილი ტელეწამყვანი აშშ-ში ცხოვრობს მეუღლესა და შვილთან ერთად. (ფოტო)

ნუკი კოშკელიშვილი მშობიარობის შემდეგ საცურაო კოსტიუმში: „აი, ასეთი პუტკუნა დედა ვარ მე!..“

ნუკი კოშკელიშვილი აქვეყნებს ფოტოებს, როგორი იყო საცურაო კოსტიუმში მანამდე, სანამ დაორსულდებოდა და მშობიარობის შემდეგ, მალევე. ნუკი აღნიშნავს, რომ პირველი ფოტო ყოველგვარი ფოტოშოპის გარეშეა და მეორე ახლა არის გადაღებული. „ჰაჰაჰაჰა, ვიცი, ვიცი, ძალიან შეგაწუხეთ ჩემ წონაზე საუბრით მაგრამ ამაზე მესაუბრება და რა ვქნა. პირველი ფოტო არის ყოველ გვარი ფოტოშოპის გარეშე და მეორე არის ახლა გადაგებული. აი, […]

ნუკი კოშკელიშვილი 18-საათიან დიეტაზეა

ნუკი კოშკელიშვილმა მცირე ხნის წინ იმშობიარა. როგორც თავად წერს, ახლა 68 კილოს იწონის და დიეტის დაწყებას აპირებს, რომელიც 18 საათს გრძელდება. წაიკითხეთ მის სტატუსში, რა სქემა აქვს ზემოხსენებულ დიეტას. „დღეიდან ვიწყებ 18-საათიან დიეტას. ანუ 12 საათზე ვიწყებ ჭამას და ვჭამ რასაც მინდა მთელი დღე, 6 საათამდე, მერე არ ვჭამ 18 საათი შემდეგი დღის 12 საათამდე. […]

რეკლამა