ნოე სულაბერიძე: “სხვადასხვა არხის ეთერში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის…”

ნოე სულაბერიძე: “სხვადასხვა არხის ეთერში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის…”

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ვიდეორგოლს, რომელიც სოფო ბედიას იდეით, ქართველმა მომღერლებმა გადაიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ.

პროდიუსერი და ტელეწამყვანი სოცქსელებში კლიპის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას ბულინგად აფასებს და გია ჯაჯანიძეს მადლობას უხდის, რომ მომღერლებს კლიპის წარდგენის საშუალება მისცა.

გთავაზობთ მის პოსტს:

“ადამიანებს გულწრფელად უნდოდათ, რითიც შეეძლოთ, გვერდში დგომა გამოეხატათ. იმ ფონზე, როცა შოუბიზნესი პატარ-პატარა გამონათებების გარდა, ამ ქვეყანაში დედამიწაზე მეტად გაყინულია და მუსიკალური ჩარტებიც კი არ გვაქვს მარტო იმიტომ, რომ კლიპებს ვერ იღებენ და ამ მიზეზებით სხვადასხვა არხის ეთერებში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის, ასეთი ბულინგი, მგონია, არ მოსულა. რთულია სახლში ყოფნა მაშინ, როდესაც გინდა, რაღაც მაინც გააკეთო მძიმე დროს. დაცინვა ყოველთვის მარტივია. ყველას არ შეუძლია თბილისო, ტიტები, იები და ცივი ნოემბერი დაწეროს, თუმცა მცდელობა, მონაწილეობა მიიღო მსგავს თემატიკაში, განსაკუთრებით ასეთ დროს, დასაფასებელია. ჩემი მხარდაჭერა ყველა მომღერალს.

Giorgi Jajanidze ჩემი მადლობა, რომ შესაძლებლობა მიეცი!”

სიახლეები/

|

April 10, 2020 / 1:54 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფოტო: დემნა გვასალიას ახალი ფეხსაცმელი, რომელიც ბიუსტჰალტერით არის შთაგონებული, 936 დოლარი ღირს

დემნა გვასალიამ “ბალენსიაგასთვის” შექმნილ ახალ კოლექციაში უცნაური ფეხსაცმელი წარმოადგინა. დიდი ხანია, მსოფლიო მოდას აღარ უკვირს ქართველი დიზაინერის ორიგინალური ნამუშევრები, მაგრამ ახალი ფეხსაცმელი აშკარად ქალის ბიუსტჰალტერითაა შთაგონებული და მისი დეტალები ლიფის შესაკრავებს მოგვაგონებს. ახალი ფეხსაცმლის ფასი 936 დოლარია.

ფოტო: მატილდა გვარლიანი ,,რობერტო კავალის” კამპანიაში მონაწილეობას განაგრძობს

,,რობერტო კავალის” ახალი კოლექციის კამპანია სოციალურ ქსელებში დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს. მისი სახე ამჯერად ქართელი მოდელი მატილდა გვარლიანია. მცირე ხნის წინ მატილდას ფოტო კავალის ახალი ჩანთის რეკლამისთვის გამოაქვეყნეს, ახლა კი მთლიანი ლუქის ფოტოც განათავსეს ოფიციალურ გვერდზე. (ფოტო)

ვიდეო: ეკა დემეტრაძისა და დათო გაბუნიას სიყვარულის ამბავი

მსახიობი ეკა დემეტრაძე და ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” წევრი, ხმის რეჟისორი, დათო გაბუნია საკმაო ხანია, ერთად არიან. წყვილმა “მთავარ არხს” თავისი ურთიერთობის შესახებ ინტერვიუ მისცა. როგორც აღნიშნეს, პირველად სიყვარული ეკას დათომ აუხსნა და აღმოჩნდა, რომ ეკაც შეყვარებული იყო. წყვილმა ერთმანეთი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადასაღებ მოედანზე გაიცნო, სადაც ეკა ერთ-ერთ პერსონაჟს განასახიერებდა, ხოლო დათო ხმის რეჟისორად […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნოე სულაბერიძე ჯანეტ ქერდიყოშვილს გარდაცვლილი დედის გზავნილად მიიჩნევს

ნოე სულაბერიძემ „სიცრუის დეტექტორში“ მეუღლის, ჯანეტ ქერდიყოშვილის შესახებ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა მის არსებობას გარდაცვლილი დედის გზავნილად. „კი, მივიჩნევ. ჯანეტი გავიცანი იმ დღეებში, როდესაც ძალიან მალე უწევდა ლილის წლისთავი. წინა დღეებში ჯანეტი აპირებდა გამგზავრებას უკან, მოგეხსენებათ, აქ არ ცხოვრობდა. ისე აეწყო, რომ არ წავიდა. მივხვდი, რომ ემოციური ფონი ისეთი იყო, რომ თვითონაც […]

ნოე სულაბერიძემ ორსულ მეუღლესთან ერთად რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა

„პრაიმშოუს“ პროდიუსერმა და წამყვანმა ნოე სულაბერიძემ, „ინსტაგრამზე“ რამდენიმე ფოტო გამოაქვყნა, სადაც ორსულ მეუღლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად პოზირებს. წყვილი ძალიანნ ბედნიერად გამოიყურება. ფოტოები გიორგი გრძელიშვილს ეკუთვნის. (ფოტოები)

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქორწილის ექსკლუზიური კადრები (ვიდეო)

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო“, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მცირე ხნის წინ დაქორწინდნენ. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ქართული ელემენტებით გაფორმებული სამოსი ქორწილის ერთ-ერთი საინტერესო შტრიხი გახლდათ. მათი ბედნიერება ოჯახის წევრებთან ერთად უამრავმა მეგობარმა გაიზიარა, მათ შორის იყვნენ ნოეს მეგობრები შოუბიზნესიდან თუ ტელევიზიიდან. ახლახან „პრაიმშოუმ“ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა კადრები ქორწილიდან, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ. (ვიდეო)

ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილს თაფლობის თვე გრძელდება (ფოტოები)

ნოეს სამეგობროც სტუმრობდა. ცნობილი პროდიუსერი და ტელეწამყვანი „ინსტაგრამზე“ ულამაზეს მეუღლესთან ერთად სხვადასხვა ადგილას გადაღებულ ფოტოებს აზიარებს. მათ შორისაა ახლახან მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც ავსტრიიაში, ვენაში აქვთ გადაღებული. „მის საქართველოს“, ჯანეტ ქერდიყოშვილს ძალიან შთამბეჭდავი გრძელი კაბა აცვია, ხოლო ნოე შარვალ-კოსტიუმშია გამოწყობილი. ნოესა და ჯანეტის სიყვარულის ამბავი მათ ოფიციალურ ნიშნობამდე საზოგადოებისა და მედიისთვის ცნობილი არ იყო. […]

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნოე სულაბერიძემაც დატოვა

ლალი მოროშკინა ჟურნალ „თბილისელებთან“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარატავს. კითხვაზე, პროექტის დატოვების შემდეგ თუ დაუკავშირდა მას პროექტის გენერალური პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე და მოუწევს თუ არა მას თანხის გადახდა კონტრაქტის დარღვევისთვის. „ზოგადად, შეურაცხყოფა დასჯდადია და მე რატომ უნდა გადავიხადო ფული? იმედია, არხს ამ მხრივ პრეტენზია არ ექნება. ნოემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა, მოლაპარაკებებიც […]

რეკლამა