ნოე სულაბერიძე მარიამ საჯაიას აკრიტიკებს და პირადი კურატორის აყვანას ურჩევს

ნოე სულაბერიძე მარიამ საჯაიას აკრიტიკებს და პირადი კურატორის აყვანას ურჩევს

ნოე სულაბერიძე მარიამ საჯაიას მისი მოსაზრებების გამო აკრიტიკებს. პროდიუსერი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ბმულს ერთ-ერთი ინტერნეტსაიტიდან, სადაც სოცქსელში საჯაიას მიერ გამოქვეყნებული სტატუსია გადატანილი.

“თუ ჟურნალისტიკამ სქესი არ იცის, მგონია, რომ არც პატივცემულ დეპუტატებს უნდა გააჩნდეთ. სწორედ ამიტომაც გენდერული თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით, გადავწყვიტე ამ თემის გაშლა.

მე მაპატიეთ, მაგრამ ისევე როგორც ჩემს სტატუსებში ხშირად ნახსენები ოდიოზური ამხანაგები (ქალაქის მერზე რომ არ ვთქვათ არაფერი) მეზედმეტება საკანონმდებლო ორგანოში, აქაც მგონია, რომ ავრორამ ძალიან ნაადრევად გაისროლა. წინაზე თავი შევიკავე, როდესაც ასაკში დაკარგულმა ქვემოთ ხსენებულმა პატივცემულმა დეპუტატმა ვოლსკის მიმართ (რომლის ფანი გულწრფელად უნდა ვთქვა, ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ), თავისი ფამილიარული და დეპუტატისთვის შეუსაბამო ნასროლი რეპლიკით ძალიან ცუდი მაგალითი აჩვენა თავის ამომრჩეველს… მაგრამ ამ ბმულმა დამარწმუნა, რომ ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, სადაც მონოლოგის ბოლოს მოთხოვნილი პირადი მეტეორი თუ არა, პირადი კურატორი მაინც აუცილებელია…

პირადი ჰიგიენის პრობლემებზე ყურადღების გამახვილება ეგეთი ცინიზმით, რეგიონში, სადაც დიდი ალბათობით უმეტეს ოჯახებში შეიძლება შამპუნის საშუალებაც არ იყოს, მგონია, რომ ნორმალურ ქვეყანაში კანონმდებლისთვის პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი მაინც უნდა იყოს.

დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ამხანაგი მეგობრები სამომავლოდ მაინც დაარიგებენ და აუხსნიან სხვაობას “gallery“–იში სათქმელ და გარდაბანში სათქმელ “speech“–ებს შორის“ – აღნიშნავს ნოე სულაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა დეპუტატმა, რომელიც კუმისში იმყოფებოდა, საარჩევნო უბანზე, გააკრიტიკა ამომრჩეველი, რომელსაც მისი თქმით, პირადი ჰიგიენის პრობლემები აქვს და ასევე გააქილიკა საარჩევნო კომისიის წევრები. ამომრჩეველს მან “დაჩაჩანაკებული და დაჩიავებული ხალხი“ უწოდა და მათთან მიმართებაში “წერა-კითხვის, პირადი ჰიგიენის, კულტურის პრობლემების სიმკვეთრეზეც“ გაამახვილა ყურადღება.

სიახლეები/

|

February 2, 2016 / 6:05 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

საქართველოში პირველად ფსაი-ტრანს სცენის საკულტო დუო Vini Vici ჩამოდის

ღონისძიებების სერია “ავიატორი”, 11 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, წარმოგიდგენთ მსოფლიო ფსაი-ტრანს სცენის ერთ-ერთ საკულტო დუოს – Vini Vici. ლოკაცია, სადაც Vini Vici ქართველ მსმენელს შეხვდება ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. Vini Vici ეს არის პროექტი, რომელიც არტისტებს Aviram Saharai & Matan Kadosh აერთიანებს. უკვე 10 წელზე მეტია, ორივე არტისტი ელექტრონული მუსიკის სფეროში ცნობილი და გამოცდილი პროდუსერია. Vini Vici-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქორწილის ექსკლუზიური კადრები (ვიდეო)

ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო“, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მცირე ხნის წინ დაქორწინდნენ. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. ქართული ელემენტებით გაფორმებული სამოსი ქორწილის ერთ-ერთი საინტერესო შტრიხი გახლდათ. მათი ბედნიერება ოჯახის წევრებთან ერთად უამრავმა მეგობარმა გაიზიარა, მათ შორის იყვნენ ნოეს მეგობრები შოუბიზნესიდან თუ ტელევიზიიდან. ახლახან „პრაიმშოუმ“ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა კადრები ქორწილიდან, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ. (ვიდეო)

ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილს თაფლობის თვე გრძელდება (ფოტოები)

ნოეს სამეგობროც სტუმრობდა. ცნობილი პროდიუსერი და ტელეწამყვანი „ინსტაგრამზე“ ულამაზეს მეუღლესთან ერთად სხვადასხვა ადგილას გადაღებულ ფოტოებს აზიარებს. მათ შორისაა ახლახან მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც ავსტრიიაში, ვენაში აქვთ გადაღებული. „მის საქართველოს“, ჯანეტ ქერდიყოშვილს ძალიან შთამბეჭდავი გრძელი კაბა აცვია, ხოლო ნოე შარვალ-კოსტიუმშია გამოწყობილი. ნოესა და ჯანეტის სიყვარულის ამბავი მათ ოფიციალურ ნიშნობამდე საზოგადოებისა და მედიისთვის ცნობილი არ იყო. […]

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ნოე სულაბერიძემაც დატოვა

ლალი მოროშკინა ჟურნალ „თბილისელებთან“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარატავს. კითხვაზე, პროექტის დატოვების შემდეგ თუ დაუკავშირდა მას პროექტის გენერალური პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე და მოუწევს თუ არა მას თანხის გადახდა კონტრაქტის დარღვევისთვის. „ზოგადად, შეურაცხყოფა დასჯდადია და მე რატომ უნდა გადავიხადო ფული? იმედია, არხს ამ მხრივ პრეტენზია არ ექნება. ნოემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა, მოლაპარაკებებიც […]

ნოე სულაბერიძე და ნინი ბადურაშვილი „პრაიმშოუს“ სკანდალურ გადაცემას ეხმაურებიან – „ნებისმიერს შევეჯიბრებით პატრიოტიზმში…“

„პრაიმშოუს“ ბოლო გადაცემამ, სადაც „მზიურის“ ძველი თაობა, საკუთარ შვილებთან ერთად შეიკრიბა და ძველი დრო და სიმღერები გაიხსენეს, რომელთა შორისაც რუსული კომპოზიციებიც მოხვვდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნეგატიური კომენტარები მთელი დღის განმავლობაში იწერებოდა. რუსული სიმღერების შესრულების გარდა, გადაცემის ავტორებს იმაშიც ედავებიან, რომ „მზიურის“ წევრები წითელი ხელსახვევებით გამოჩნდნენ და ამ ყველაფერს საბჭოთა ნოსტალგიას მიწერენ, რომელიც საზოგადოების […]

მარიშკა ჯავახაძე: „მე და ნოე სულაბერიძეს ერთი წლის წინ ნამდვილად გვქონდა ურთიერთობა…“

მარიშკა ჯავახაძემ ქართულ „O.K.“-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ წამოსვლაზეც. მსახიობი აღნიშნავს, რომ ბარბარე მანტკავას როლი ნამდვილად ჯანრმთელობის პრობლემის გამო მისცეს სხვას – ადამიანებს ძალიან უყვართ რაღაცების გამუქება. ეს ნამდვილად ჩემი ჯანმრთელობის პრობლემის გამო იყო. არც ორსულად ვარ და არც ვინმეს აუკრძალავს ჩემთვის სერიალში მონაწილეობა. ხუთშაბათს მქონდა გადაღება, […]

რეკლამა