ნოე სულაბერიძე ჯანეტ ქერდიყოშვილს გარდაცვლილი დედის გზავნილად მიიჩნევს

ნოე სულაბერიძე ჯანეტ ქერდიყოშვილს გარდაცვლილი დედის გზავნილად მიიჩნევს

ნოე სულაბერიძემ „სიცრუის დეტექტორში“ მეუღლის, ჯანეტ ქერდიყოშვილის შესახებ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა მის არსებობას გარდაცვლილი დედის გზავნილად.

„კი, მივიჩნევ. ჯანეტი გავიცანი იმ დღეებში, როდესაც ძალიან მალე უწევდა ლილის წლისთავი. წინა დღეებში ჯანეტი აპირებდა გამგზავრებას უკან, მოგეხსენებათ, აქ არ ცხოვრობდა. ისე აეწყო, რომ არ წავიდა. მივხვდი, რომ ემოციური ფონი ისეთი იყო, რომ თვითონაც არ უნდოდა წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, ჯანეტს ვთხოვე, წამოსულიყო და ჩემთან ერთად ყოფილიყო. ორი ნაბიჯით უკან იდგა, შინაგანი რიდი ჰქონდა ალბათ, ძალიან მოკრძალებით და ხმას არ იღებდა. ისეთი ემოციური ფონი იყო, სიმართლე გითხრა, იმ მომენტში განსაკუთრებულად ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანია, ვისთანაც ერთად მინდა ცხოვრება. გრძნობა რა თქმა უნდა უკვე არსებობდა, მაგრამ შეიძლება, გრძნობა არსებობდეს და გადაწყვეტილებას ვერ იღებდე. ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, ვისთან ერთდაც მინდა დავბერდე. ეს ის ადამიანი, ვისითაც ლილი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, იამაყებდა და სწორ რჩევებს მომცემდა. ზუსტად მაგიტომაც გავეცი პასუხი ამ კითხვას ზუსტად ასე“.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

September 23, 2020 / 2:22 pm

TOP სიახლეები

ვიდეო: ნუცა ბუზალაძის ახალი კლიპი სიმღერაზე “თეთრი ღამე”

ნუცა ბუზალაძემ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია და ის ზაფხულში ბათუმში გადაიღეს. ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერის “თეთრი ღამე” ავტორი ლილიკო ნემსაძეა. კლიპის პრემიერა ნუცას საახლობლო წრისთვისა და მედიისთვის 16 ოქტომბერს შედგა, გუშინ კი ვიდეორგოლი “იუთუბზე” ატვირთეს. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ფოტო: ჯანეტ ქერდიყოშვილი ულამაზეს ქალიშვილთან ერთად

მას შემდეგ, რაც პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ და მოდელმა და დიზაინერმა, ჯანეტ ქერდიყოშვილმა თავიანთი გოგონა, ანა მონათლეს, მისი ფოტოების საჯაროდ გამოფენასაც არ ერიდებიან. ახლახან კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო ჯანეტმა საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით” „ჩვენი სიყვარული“. ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა მნახველთა შორის. „ორი ანგელოზი“, წერენ კომენტარებში.  

ფოტოები: ჯანეტ ქერდიყოშვილმა ახალი კოლექცია შექმნა

ოგეხსენებათ, მცირე ხნის წინ, “მის საქართველომ”, ჯანეტ ქერდიყოშვილმა საკუთარი ბრენდი დააფუძნა. დიზაინერმა ახლახან კრუიზის კოლექცია წარმოადგინა 2020-21 წლისთვის. კოლექციისთვის ჯანეტმა თავად იპოზიორა ფოტოკამერების წინ. (ფოტოები)

ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილის გაჩენის შემდეგ შესანიშნავ ფორმაში ჩადგა

2020 წლის იანვრის ბოლოს ჯანეტ ქერდიყოშვილსა და ნოე სულაბერიძეს გოგონა შეეძინათ. ჯანეტი მთელი ორსულობის განმავლობაშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. მას შემდეგ, რაც შვილი გააჩინა, ჯანეტი მალევე შესანიშნავ ფორმაში ჩადგა. მისი ბოლოდროინდელი “ინსტაგრამ“-ფოტოებიც ამას მოწმობს. “მის საქართველო” ძალიან გამხდარია და ძალიან კარგად გამოიყურება. აშკარაა, რომ მას ფორმაში ჩასადგომად დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია. (ფოტოები)

ვიდეო: ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად

ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ის და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გოგონას ზრდიან და თან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ჯანეტი ნოეს გადაღებებზე დაჰყვება შვილთან ერთად. ახლახან მან ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავის პატარა გოგონას ეფერება. (ფოტოები/ვიდეო)

ნოე სულაბერიძე: “სხვადასხვა არხის ეთერში გაცილებით მდარე ხარისხის კლიპებიც გადის…”

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ვიდეორგოლს, რომელიც სოფო ბედიას იდეით, ქართველმა მომღერლებმა გადაიღეს კორონავირუსის წინააღმდეგ. პროდიუსერი და ტელეწამყვანი სოცქსელებში კლიპის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას ბულინგად აფასებს და გია ჯაჯანიძეს მადლობას უხდის, რომ მომღერლებს კლიპის წარდგენის საშუალება მისცა. გთავაზობთ მის პოსტს: “ადამიანებს გულწრფელად უნდოდათ, რითიც შეეძლოთ, გვერდში დგომა გამოეხატათ. იმ ფონზე, როცა შოუბიზნესი პატარ-პატარა გამონათებების გარდა, ამ […]

რეკლამა