„ნიუტონის“ ახალი კლიპი, სადაც ბაბი ბოლოჯერ გამოჩნდა

0
880

ჯგუფმა „ნიუტონი“ სოციალურ ქსელში ახალი კლიპი განათავსა. სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი არის გადაღებული, საავტორო გახლავთ. მისი სახელწოდებაა „ჩემი მანქანა“.

როგორც ჯგუფის განცხადებაშია აღნიშნული, კლიპი „ეძღვნება ჩვენს ბაბილიკას“.

მუსიკისა და არანჟირების ავტორი „ნიუტონია“. ტექსტი ტატა ავალიშვილს ეკუთვნის. რეჟისურა:ტატა ავალიშვილი & სალომე ავალიშვილი, ამ უკანასკნელმა იმუშავა ვიდეომონტაჟზეც. ოპერატორი:გიორგი ბეგიაშვილი. მიქსინგი/მასტერინგი:დავით უგრეხელიძე.

სამწუხაროდ, კლიპის გამოშვება მაშინ, როდესაც „ნიუტონის“ სოლისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, ცოცხალი იყო, ვერ მოხერხდა. შეგახსენებთ, რომ მუსიკოსი მცირე ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა…

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here