ნინო ნადირაძე: „დისტანცია სიძესთან კი არა, საკუთარ ქმართანაც კი მაქვს…“

0
1355

ნინო ნადირაძე-კუზანოვამ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა  საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაზე. შეგახსენებთ, რომ მისი ქალიშვილი, ბაია ახალხან გათხოვდა და კუზანოვების ოჯახმა ქორწილი მოკრძალებულად გადაიხადა, სადაც პატარძლის დედა გამორჩეულად კარგად გამოიყურებოდა – „რამდენიმე ადამიანი „გამოხტა“: ეს რა ქორწილი იყო? ეს იყო კაბა? ამაზე მეტი ვერ ქნეს? ეს რა ეცვაო?.. ამ ქვეყანაში დიდ ქორწილს გადაიხდი, იტყვიან,: დედა, ეს რა იყო, რა იშოვესო. პატარას აგდაიხდი და ამაზეც შარს გდებენ“, ამბობს ნინო ნადირაძე.

როგორც ინტერვიუდან გაირკვა, ბაიას მეუღლესთან ერთად დედ-მამასთან ცხოვრობს, რაც, როგორც ნინო ნადირაძე ამბობს, მას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.

„ჩემს სიძეს აქვს საკუთარი, ჩემზე დიდი სახლი, მაგრამ ჩემი შვილი ვერ მელევა (იცინის). სიძის ბებია და მშობლები მეწუწუნებიან, რატომ არიან თქვენთან, ეს ერთი შვილი გვყავსო. რა ვიცი, ამბობენ, აქ კომფორტულად ვართო…“, აღნიშნავს „თბილისელების“ რესპონდენტი.

შვილებისთვის მკაცრი დედა ხარ და სიძისთვისაც მკაცრი სიდედრი ხარ?

ეს მას უნდა ჰკითხოთ (იცინის). ზოგადად, ჩემთვის ფამილარობა ყველაზე დიდი პროვინციალიზმის გამოხატულებაა. უზრდელობად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, სიძესთან მაქვს დისტანცია, მაგრამ თბილი და ტკბილი ურთიერთობა. მომწონს, მასაც როგორ უჭირავს თავი. დისტანცია მხოლოდ სიძესთან კი არა, საკუთარ ქმართანაც მაქვს. მომხრე ვარ, ყველას ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე, რომლის იქითაც შეჭრა უზრდელობა და უხერხულობაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here