ნიკოლოზ რაჭველი 40 წლის გახდა – „11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით….“

ნიკოლოზ რაჭველი 40 წლის გახდა – „11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით….“

ნიკოლოზ რაჭველი დღეს იუბილარია. 15 მაისს მას 40 წელი შეუსრულდა. მაესტრომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ ემოციურად საუბრობს. გთავაზობთ მის პოსტს:

„ჩემი ცხოვრების 39 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გადამხდა თავს, სიხარულიც და ტკივილიც, ბედნიერებაც და სევდაც, წარმატებაც და შეცდომებიც…

მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: ყველა, სულ ყველა, ვისაც ვიცნობ და ვისაც არ ვიცნობ, მაგრამ ერთხელ მაინც დაუკრავთ ტაში ჩემთვის და ჩემი ორკესტრისათვის ძალიან მიყვარს, ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის!!!

ჰო, ხშირად არ ვპასუხობ სატელეფონო ზარებს, ზოგჯერ ვაგვიანებ რეპეტიციაზე, ხანდახან მეგობრებისთვის ნაკლებად მისაღებ გადაწყვეტილებებს ვიღებ ან უბრალოდ, გულში ვიტოვებ იმას რისი თქმაც და გამოხატვაც მერიდება, ერთი რამ მინდა იცოდეთ ყველამ: ერთი წამით არ დამენანება სიცოცხლე, თუ საპირწონედ თქვენი კარგად ყოფნა იდგება. ამას ვამბობ ღმერთის წინაშე გულწრფელად.

40 წლის გავხდი. უცებ გაირბინა ცხოვრების ნახევარმა, იმ ნაწილმა, რომელთან გამოთხოვებაც რაღა დაგიმალოდ და ძალიან მიჭირს. მინდა, ჩემში არ გაქრეს ახალგაზრდული სულისკვეთება და გაოცების უნარი. ჯერჯერობით ვუმკლავდები და იმედი მაქვს თქვენც, ჩემიანები ამაში მომეხმარებით!

არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ სახსრებს და ამიტომ დღემდე არ გამაჩნია არც საკუთარი საცხოვრებელი ბინა და ჩემი ერთადერთი რაჭის სახლიც თითქმის ინგრევა, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ პოზიციას და ამიტომ არც ერთი მთავრობისგან არ მიმიღია ორკესტრისათვის გარემონტებული დარბაზი და განსაკუთრებული პირობები, არასდროს ვუფრთხილდებოდი საკუთარ კარიერას და ამიტომ ბევრჯერ მითქვამს უარი მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე, რაც ჩემი ორკესტრისათვის ყურადღებას მოკლების სანაცვლოდ იქნებოდა… რაღაცას ვნანობ, რაღაცით ვამაყობ, რაღაც მიხარია, ზოგჯერ მწყინს, მაგრამ ერთი რამ არის, რაც მაცოცხლებს – ყველაფერში მინდა სიკეთის და დადებითის დანახვა, ყოველთვის ვცდილობ განსხვავებული აზრის გააზრებას და ყოველთვის ვიბრძოლებ რომ ჩემი გონება სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გულის ტყვედ დარჩეს!

და როდესაც აღარ ვიქნები ერთადერთი რაც მაიმედებს არის ჩემი მუსიკა, რომელიც მინდა ისეთი შევქმნა, რომ მერეც ჟღერდეს. ეს საკუთარი თავისთვის მიცემული ყველაზე რთული დავალებაა და უკანასკნელ ღამეს სახლში დედაჩემის ცხედართან მარტოდ დარჩენილი მის სულს ეს შევეხვეწე…

თქვენ კი ყველას გისურვებთ მშვიდობას და განუზომელ სიკეთეს თქვენში, თქვენით და თქვენთვის!“

სიახლეები/

|

May 15, 2019 / 11:08 am

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ზაზა ნოზაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია თბილისში 19 ოქტომბერს გაიმართება

2018 წლის დეკემბერში, ზაზა ნოზაძემ (იგივე Sf-x) გამოსცა სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით „თბილისიდან”. რეპერს მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰქონდა პირველი ტურნე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ყოველ კვირას, თბილისს მიღმა ხვდებოდა თავისი მუსიკის მსმენელს და ცოცხლად ასრულებდა კომპოზიციებს ალბომიდან. 19 ოქტომბერს ახალგახსნილ კლუბში, სახელწოდებით – Space იგეგმება ზაზა ნოზაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია. რეპერი მსმენელის წინაშე შეასრულებს თავის ძველ […]

გრანდიოზული ფერადი ტორტი, რომელიც ყველაზე პოპულარული ქართული ქორწილისთვის გაკეთდა (ფოტო+ვიდეო)

რადიო „ფორტუნას“ ოფიციალურ საიტზე საბა მღვდელაძისა და მარიამ ნაფეტვარიძის ქორწილი, რომელიც ახალგაზრდა წყვილმა წინანდლის მამულში გადაიხადა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკითხავი გახდა. სუფრის ულამაზესი გაფორმება, რომელიც დიზაინერ ანი პირველსა და „გარდერნია შევარდნაძეს“ ეკუთვნის, სოცქსელებში ადვილად აიტაცეს და ერთ-ერთ საუკეთესო გაფორმებად აღიარეს და ამ მოსაზრებას ძნელია, არ დაეთანხმო. ქორწილის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ელემენტად იქცა გრანდიოზული ფერადი ტორტი, […]

ანი გიუნტერმა 15 კილო დაიკლო – „კილოგრამებს წარსულის სევდაც გავატანე თან…“

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი შესაშურ ფორმაშია. მასისი ბოლოდან მოყოლებული მან მოახერხა და 15 კილო დაიკლო. მშვენიერ ტელეწამყვანს არც აქამდე აწუხებდა დიდად წონის პრობლემები და საკუთარ თავთან ჰარმონიაშიც იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად მოსწონს ძველი გადერობიდან რაღაც სამოსის მორგება, თუმცა ახლის შეძენის დროც დაუდგა. ანი fortuna.ge-ს წონის დაკლებასა და ახალ ცხოვრებაზე ესაუბრა. ანი გიუნტერი: მაისიდან სექტემბრამდე მოყოლებული 15 კილო დავიკელი. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნიკოლოზ რაჭველს მეორმოცე დაბადების დღე პომპეზურად მიულოცეს (ვიდეო)

ნიკოლოზ რაჭველი 15 მაისს 40 წლის გახდა. მისმა მეგობრებმა, ნატო მეტონიძემ, ნინო ქათამაძემ, ეკა მამალაძემ, ანსამბლმა „შვიდკაცამ“, აჩიკო ნიჟარაძემ ეს დღე პირდაპირ სცენაზე მიულოცეს. რასაკვირველია, მაესტრო თავად უწევდა მომღერლებს აკომპანემენტს. სცენაზე დიდი მხიარულება სუფევდა. ბახვა ბრეგვაძემ კი ნიკოლოზ რაჭველს ტორტი მიართვა. (ვიდეო)

ლიზა ბაგრატიონისა და ნიკოლოზ რაჭველის დუეტი, რომელმაც სოცქსელები დაიპყრო (ვიდეო)

„იმედის დილამ“ რამდენიმე საინტერესო რესპონდენტი შეკრიბა და ისინი ბათუმში დაპატიჟა ერთი დღის გასატარებლად. რესპონდენტებს შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ხშირად მედიის წინ გამოჩენა და ინტერვიუების მიცემა, მათ შორის ლიზა ბაგრატიონი, გიორგი ცაგარელი, კორძი და სხვები. დიდი ხნის მეგობრებმა და კოლეგებმა, ლიზა ბაგრატიონმა და  ნიკოლოზ რაჭველმა დუეტი შეასრულეს, რომელმაც სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. […]

ნიკოლოზ რაჭველი: „მე, საბედნიეროდ, არ ვარ არც ჯანსუღ კახიძის შვილი, არც გაიოზ კანდელაკი არის ჩემი მამა…“

ნიკოლოზ რაჭველი ფილარმონიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ ეხმაურება, ამჯერად „ფეისბუქ“-სტატუსით. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ითხოვს, რომ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი მათ გადაეცეთ. ნიკოლოზ რაჭველმა ვრცელ პოსტში კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ საკითხის ირგვლივ და აღნიშნა, რომ ასჯერ მეტად მოტივირებულია და მზად არის, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს გადააბიჯოს: „დღეს, როცა მე და ჩემი კოლეგები უძვირფასესი ბაბის […]

ნიკოლოზ რაჭველმა მედიასთან შეხვედრა გამართა – „ეროვნული სიმფონიური ორკესტრი იმსახურებს, რომ მას გადაეცეს ფილარმონია!..“

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ღია წერილით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც თავის დროზე, ალექსი მაჭავარიანის იდეით, სწორედ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის აშენდა. მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქონების მართვის სააგენტომ „ინთერნეიშენალ ივენთს“-ს, რომელიც 12 წელია, მართავს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს, ხელშეკრულება შეუწყვიტა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა […]

მუსიკოსები თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრისთვის გადაცემას ითხოვენ

უკვე მრავალი წელია, რაც ევგენი მიქელაძის სახელობსი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს შენობა არ აქვს. როგორც მისი ხელმძღვანელი, კომპოზიტორი და დირიჟორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს: „მაშინ, როდესაც ჩვენი ეროვნული ორკესტრი წარმატებით გამოდის ჰამბურგის, ბერლინის, ფრანკფურტის, პარიზის, პეტერბურგის, სტრასბურგის, ამსტერდამის, ტალინის ფილარმონიებში საკუთარ სამშობლოში სამოღვაწეოდ დარბაზი არ გვაქვს და იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მასპინძლობა შევძლოთ ყოველ ჯერზე […]

რეკლამა