ნატო გელაშვილი: „ლუკასთვის ჯობდა, არ ყოფილიყო ნატო გელაშვილის შვილი…“

0
2051

ნატო გელაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ვაჟის, ლუკა ჭოხონელიძის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მხოლოდ ქართულმა“ მის შვილს საინტერესო გამოცდილება შესძინა, რომელიც ნებისმიერი მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია.

ჟურნალის მეშვეობით კომპოზიტორი მადლობას უხდის მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძეს, რომელიც, მძიმე ვირუსის დროს მის შვილს უვლიდა და ახსენებდა, როდის უნდა დაელია წამალი.

რაც შეეხება პროექტში ლუკას მონაწილეობას:

„რა შუაში ვარ მე საერთოდ? მე და ლელა წურწუმიას 30-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც იწყება სტუდენტობიდან, მაგრამ ეს ამ პროექტში არაფერს ნიშნავდა. უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყო და ლუკასთვის ჯობდა, არ ყოფილიყო ნატო გელაშვილის შვილი. ლუკა პიროვნულად არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც ვიღაცის ზურგს ეფარება. თუ რამეს დამოუკიდებლად გადაწყვეტს, აუცილებლად საკუთარი თავის იმედი აქვს და არა – ნატოსი და ლელასი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here