ნათია ლაზაშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბინის ფოტოები, რომლებმაც მნახველთა აღფრთოვანება გამოიწვია. ნათია წერს, რომ ბინის დიზაინი მისი და მისი ძმის, გიორგი ლაზაშვილის შექმნილია. ულამაზეს ბინაში ფერთა შესანიშნავი შეხამებაა. ინტერიერის დიზაინით აღფრთოვანებას ვერ მალავენ ნათიას მეგობრები და წერენ, რომ მსგავსი ბინა ერთი დღეც არ დარჩება სტუმრის გარეშე.
ნათიამ და მისმა ძმამ სახლი ახლახან დაასრულეს. ის საიტზე airbnb.co.uk განათავსეს და სტუმრებს უკვე ელოდებიან.
April 6, 2021 / 1:54 pm
ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა ტვინის შერყევა მიიღო. რამდენიმე დღის წინ, ის შუშის კარებს დაეჯახა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა. ტელეწამყვანმა დაზიანებები სახეზეც მიიღო. ნათია ლაზაშვილს წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული. როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, სიარულის დროს თავბრუსხვევები აქვს, თუმცა ის რამდენიმე დღეში, სრულად გამოჯანმრთელდება.