ნათია დუმბაძისა და მასტერის ახალი კლიპი ერთ ღამეში15 000-მდე ადამიანმა ნახა (ვიდეო)

0
857

ნათია დუმბაძისა და მასტერის ახალმა კლიპმა ერთ ღამეში 15 000-მდე ნახვა დააგროვა „იუთუბზე“ და ეს ნახვები აშკარად მოიმატებს, რადგან როგორც მსმენელი წერს, ეს ახალი საზაფხულო ჰიტია.

ახალი სიმღერის „არ უყურო დროს“ მელოდიისა და ტექსტის ავტორი თავად გიორგი პავლიაშვილი (მასტერი) გახლავთ, კლიპის რეჟისორიც თავად არის. ვიდეოში ნათიასა და მასტერთან ერთად მსახიობიზურა ნიჟარაძე და იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი მონაწილეობენ.

კლიპის პრემიერა მცირე ხნის წინ ერთ-ერთ კლუბში შედგა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც ნათია დუმბაძემ აღნიშნა, ის და მასტერი მალე მეორე დუეტსაც შემოგვთავაზებენ.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here