ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის სრული ანსამბლი – Cecilie Bahnsen-ის კაბა და Dior-ის ფეხსაცმელი

ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის სრული ანსამბლი – Cecilie Bahnsen-ის კაბა და Dior-ის ფეხსაცმელი

ბიძინა ივანიშვილის რძალი, ნანუკა გუდავაძე განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევა. მის გარდერობში საკმაოდ ძვირად ღირებული ბრენდული სამოსის ნახვა შეგვიძლია.

ახლახან მან დაბადების დღე აღნიშნა და ფოტოებზე შავ ანსამბლში გამოწყობილი წარდგა – მას სესილი ბანსენის ბრენდის შავი გრძელი ხავერდის ელეგანტური კაბა და „დიორის“ ამავე ფერის ფეხსაცმელი ჰქონდა მორგებული.

როგორც ყოველთვის, ახლაც, ნანუკა ძალიან მოდურად და დახვეწილად გამოიყურებოდა.

საიტებზე ამ ანსამბლის საერთო ღირებულების მოძებნაც შეიძლება. კაბის თავდაპირველი ფასი 700 ფუნტს აღემატებოდა, ახლა კი მისი შეძენა მსურველებს 475 ფუნტად შეუძლიათ, ხოლო „დიორის“ ფეხსაცმელი კაბაზე ძვირი ღირს – მისი ფასი ამჟამად 900 ევროა.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

January 12, 2021 / 5:58 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ალექსანდრა პაიჭაძის გულწრფელი აღიარება: „ლამის ვიტირე, რადგან პოსტ სამშობიარო რთული პერიოდი მაქვს…“

ალექსანდრა პაიჭაძე ძუძუთი კვებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და წერს, რომ დედისა და შვილისთვის ძუძუს ჭმევისას ყველაზე კარგი პოზიცია ჰორიზონტალური მდგომარეობაა, რადგან რძე სადინარებიდან გაცილებით უკეთ მოედინება, თავად კი პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ ხშირად უწევს ბავშვის გარეთ ჭმევა. აწუხებს ტკივილები და იღებს ანტიბიოტიკებს, რამაც ის პოსტ სამშობიარო დეპრესიის საწყისამდეც მიიყვანა. ალექსანდრა პაიჭაძე: „შემდეგ გადაცემაში რაც […]

კახა კანდელაკი: „შაკირამ კულისებში ვარდისფერი ჯაკუზი მოგვთხოვა, რომელიც დავუდგით…“

„ისთერნ ფრომოუშენსის“ წარმომადგენელი, კახა კანდელაკი „აკუსტიკასთან“ იხსენებს შაკირას კონცერტს, რომელიც წლების წინ რიყეზე მისმა კომპანიამ ჩამოიყვანა და მის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც კულისებში ვარდისფერი ჯაკუზის განთავსებას უკავშირდებოდა. „ელტონ ჯონმა მოთხოვნებში ჩაგვიდო მცენარეები, რომლებიც კულისებში უნდა ყოფილიყო, სურათებიც გამოგზავნეს, სად რა უნდა დაგვედგა, რა ფერის იატაკი უნდა ყოფილიყო. პრინციპში, სარემონტო სამუშაოები გვჭირდებოდა… შაკირას კი რიყეზე კულისებში ვარდისფერი […]

ვიდეო: ნინი ბადურაშვილის ახალი ინგლისურენოვანი კლიპი, რომელიც თურქულ კომპანიასთან ერთად გადაიღო

ნინი ბადურაშვილმა ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა და მასზე თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში გადაღებულ კლიპსაც მალე წარუდგენს საზოგადოებას. ვიდეორგოლი თურქულ საპროდიუსერო კომპანიასთან Sipan Babur Production & Artist Management გადაიღო. კლიპის ანონსი სოციალურ ქსელში ახლახან გავრცელდა. კლიპის პრემიერა 26 ნოემბერს არის დაგეგმილი. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვიდეო: ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის კადრები, სადაც ბერა საყვარელი ქალისთვის უკრავს

ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები ბერა ივანიშვილის მეუღლის, ნანუკა გუდავაძის დაბადების დღიდან. ნანუკას მეუღლემ დიდი სიურპრიზი მოუწყო, ახლობელი ადამიანებისა და მუსიკოსების გარემოცვაში, ტორტითა და მისთვის სპეციალურად მიძღვნილი კომპოზიციით. ნანუკა 24 წლის გახდა. მასთან დაკავშირებული კიდევე რთი ვიდეო ბერამ თავის “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ასეთია მისთვის სიყვარულის ენა. (ვიდეო)

ფოტოგალერეა: ნანუკა გუდავაძე მზის ჩასვლის ფონზე პოზირებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე, ნანუკა გუდავაძე ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში. ახლახან მან ზღვაზე მზის ჩასვლის ფონზე გადაღებული ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ფოტოებზე მან მეუღლისგან გულებიც მიიღო. ნანუკამ ფოტოსესიისთვის თეთრი კაბა მოირგო. (ფოტოები)

ნანუკა გუდავაძის მორიგი ვიდეო, რომელმაც ათიათასობით მოწონება დააგროვა

“ინსტაგრამზე” ბერა ივანიშვილის მეუღლე, ნანუკა გუდავაძე ლამაზი ვიდეოებით ანებივრებს მიმდევრებს. ნანუკამ ამჯერად კიდევ ერთი ვიდეო გააზიარა, სადაც შესანიშნავად გამოიყურება და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. ზემოხსენებულმა ვიდეომ უკვე 50000-მდე მოწონება დააგროვა. (ვიდეო)

ნანუკა გუდავაძე დედის დღეს შვილთან ერთად გამოქვეყნებული ფოტოთი აღნიშნავს

ბერა ივანიშვილის მეუღლე, ნანუკა გუდავაძე შვილთან, ბერუკასთან ერთად გამოქვეყნებული ფოტოთი აღნიშნავს დედის დღეს და ყველას ულოცავს ამ დღესასწაულს. „ინსტაგრამზე“ ის მეორე ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ბერაა გამოსახული ვაჟთან ერთად და წერს: „საუკეთესო ქმარი და ვაჟი“. ბერუკას უკვე სამი თვე შეუსრულდა. (ფოტოები)

ბერას მეუღლის ძვირად ღირებული კაბის ასლი თბილისურ ბუტიკებში 55 ლარად იყიდება

ბერა ივანიშვილის მეუღლე მოდის ბლოგერია. ნანუკა გუდავაძე საუკეთესო გემოვნებით გამოირჩევა და შესანიშნავად იცვამს. რამდენიმე თვის წინ, საახალწლოდ, მას ოსკარ დე ლა რენტას კოლექციიდან ერთ-ერთი ყვავილებიანი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 7489$ გახლდათ. ეს კაბა 2018 წლის კოლექციიდანაა. ახლახან კი, ერთ-ერთმა ქართულმა ბუტიკმა, ზუსტად ამ კაბის ასლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სულ რაღაც 55 ლარად შეიძენთ, თუკი ნანუკა […]

რეკლამა