ნანუკა გოგიჩაიშვილი: “მამა, უშენობა არ არსებობს!..”

0
2065

დღეს ცნობილი ტელეწამყვანისა და მსახიობის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ახლობლები მის გასახსენებლად იკრიბებიან, ოჯახის წევრები კი სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ დღევანდელ სევდიან დღეს.

გოგიჩას ქალიშვილმა, ნანუკამ მამას ასეთი პოსტი მიუძღვნა:

“სიტყვები როგორ მინდა შევარჩიო, ვცდილობ, მაგრამ არ ამომდის პირიდან სათანადო სიტყვა… არ გამიზიარებია ჩემი უსაზღვრო სიყვარული, ტრაგედია თუ ბედნიერება არავისთვის, ყოველთვის ყველაფერს ხარბად მხოლოდ ჩემთვის ვიტოვებდი… მამა, მადლობა ამხელა დაუნდობელ სიზმარშიც რომ მაძლიერებ, ამ დროსაც რომ ცდილობ, “ბედნიერი” ვიყო … არააქვს სიტყვებს არანაირი აზრი არ ვცნობ უშენობას, არ წავიკითხავ არც ერთ სიტყვას, რომელიც შენთან არაფერ შუაშია!!!! ამდენი დღე გავიდა უშენოდ… ჩემთან ხარ ყოველ წამს. უღრმესი მადლობა, შენი აქ ყოფნით მაძლიერებ, უშენობა არ არსებობს! პაღუნია 😍❤”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here