ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი კვლავ განხილვის თემა გახდა – „20 წლის ხარ!..“

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი კვლავ განხილვის თემა გახდა – „20 წლის ხარ!..“

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი, რომელიც „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალში ეცვა, კვლავ განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელებში დილიდან აზიარებენ მის ფოტოს, სადაც თეთრი ზედა და შარვალი აცვია და მუცელი უჩანს. ზოგს მოსწონს ტელეწამყვანის დაკლებული კილოგრამები და სითამამე, ზოგს – ნაკლებად და აღნიშნავენ, რომ ტელეწამყვანი ჯერ არ არის ისეთ ფორმაში, რომ ასე ჩაიცვას. შეგახსენებთ, მისი სამოსი დათუნა სულიკაშვილის ნამუშევარია.

გთავაზობთ კომენტარების ნაკრებს მის ფოტოზე, რომელიც საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა. კომენტარები ასევე ვნახეთ „მხოლოდ ქართულის“ გვერდზეც. „

„20 წლის ხარ!!“

„დედა, რა ფორმაში ხარ, გადავირიე“

„სასწაული გოგო ხარ“

„ყოველთვის ელეგანტური ხარ“

„რომელიღაც ჟურნალს ჰქონდა გარეკანზე მაია ჯაბუას ფოტო, 90-იანების ბოლოს, წარწერით – “მაია ჯაბუა ახალ წელს ჭიპს გამოაჩენს!”

2019-ია, მაგრამ მგონია, რომ ამ ფოტოსაც აიტაცებენ და წააწერენ -“ნანუკა ჟორჟოლიანი ისეთ ფორმაში ჩადგა, რომ ჭიპის გამოჩენისაც არ ერიდება!“ ან რაღაც მსგავსს :))

ყოჩაღ შენ, შენს ნებისყოფას და შედეგს!“

„ბუნების შედევრი“

“ერთსიტყვიანი ანეკდოტი – „ჭიპი“

„როგორ გახდა ეს გოგო, უხდება“

„ეს მე-5 ელემენტიდან გამოექცათ?“

(ფოტოები)

სიახლეები/

|

January 15, 2019 / 4:40 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი შვილთან ერთად შრი ლანკაზე ისვენებს

ნანუკა ჟორჟოლოლიანი შრი ლანკაზეა. მას უკვე ტრადიციად ექცა, რომ ყოველ ზამთარს თბილ, საინტერესო და ეგზოტიკურ ადგილებს სტუმრობს განსატვირთად და დასასვენებლად. მასთან ერთად დასვენების დღეებს მისი უფროსი ქალი შვილი, მარიამ გეგუჩაძე ატარებს, რომელიც ასევე აქვეყნებს ფოტოს საკუთარ „ინსტაგრამზე“. (ფოტოები)

ნანუკა ჟორჟოლიანი მოტკეცილ შარვალში – „ვარჯიშის მადლი“ (ფოტო)

ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სესანიშნავად გამოიყურება. მას შავი მოტკეცილი შარვალი აცვია და აშკარაა, რომ წონაში ბევრი დაიკლო, ფორმებიც დაიხვეწა და ეს ყველაფერი, როგორც თავად წერს, ვარჯიშის დამსახურებაა. „ვარჯიშის მადლი“, აწერია ფოტოს, რომელიც ტელეწამყვანმა რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქზე“ ატვირთა. (ფოტო)

ნანუკა ჟორჟოლიანი კიანუ რივზის რჩეულს გამოესარჩლა – „ჩვენსავით ბევრი ბოტოქსით არ ისწორებს ნაოჭებს…“

მსოფლიო პრესა მოიარა კიანუ რივზისა და მისი რჩეულის ფოტოებმა. ქალის გარეგნობის გამო კიანუს აკრიტიკებენ და წერენ, რომ ეს სრულიად შეუფერებელი წყვილია. ეს თემა საქართველოშიც აქტუალურია. თემას გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც წერს: „კიანუ რივზი 55 წლის არის. მისი რჩეული 46-ის. უბრალოდ, ქალმა გადაწყვიტა, ჭაღარა თმა არ შეიღებოს და ჩვენსავით ბევრი ბოტოქსით ნაოჭები არ გადაისწოროს. ტუჩები არ […]

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ირაკლი კოდუა წარსულში დავტოვე…“

ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ადამიანების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ მისი ცხოვრების მიღმა. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ყოფილ მეუღლესთან აბსოლუტურად არანაირი შეხება აღარ აქვს. ირაკლი კოდუას აქვს ურთიერთობა თავის შვილთან, ოღონდ ნანუკას ჩარევის გარეშე. – ბევრი ადამიანი დარჩა დაკეტილ კარს მიღმა? – ჩემს ცხოვრებაში არის ორი მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც სამუდამოდ უკან დარჩა და ჩემთვის დასრულდნენ. ერთ-ერთი არის ის, ვინც დღეს „რუსთავი […]

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მაპატიებს გენიოსი, მისი საიდუმლო რომ გავთქვი…“

გია ყანჩელის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. ცნობილ კომპოზიტორს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი იხსენებს. მათ შორის არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ერთ ამბავს ჰყვება გია ყანჩელთან დაკავშირებით. „ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, […]

რეკლამა