ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია აქციებზე. მისი სატელევიზიო გამოსვლა სოციალურ ქსელებში ბევრმა აიტაცა, რის მერეც მის წინააღმდეგ ნეგატიური კომენტარებიც დაიწერა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაწყვიტა, შვილი გაემხნევებინა და დაწერა:
„Mariam Geguchadze -ამ ნიუსის ქვევით ბევრი ნეგატივია. ზოგი ბოტია, ზოგი ქოცი და ყველა დაიკიდე. შენი გზა გაქვს და ამ გზაზე ყველა მაყეფარს თუ ქვის სროლა დაუწყე, მიზნამდე ან ვერ მიხვალ, ან დაგაგვიანდება. Go,მარიამ Go. ბოლომდე შენ გვერდით ვარ და ძალიან ამაყი ვარ, რომ მშვიდ ცხოვრებას ეს გზა არჩიე. ეს სწორი გზაა და არსად გადაუხვიო“.
June 28, 2019 / 12:37 pm
მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]
ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელ მეუღლესთან, ბენ ჩეიმთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც წყვილს აქვს, თუმცა დასძენს, რომ რადგან იცის, რომ ბენისნაირად არასდროს არავის ჰყვარებია, ამ სიძნელეებს უმკლავდება… გთავაზობთ ტელეწამყვანის პოსტს: „თუ გიყვარს ადამიანი, სულ უნდა უმეორო,რომ გიყვარს…. ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში:))) (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი, […]
ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სესანიშნავად გამოიყურება. მას შავი მოტკეცილი შარვალი აცვია და აშკარაა, რომ წონაში ბევრი დაიკლო, ფორმებიც დაიხვეწა და ეს ყველაფერი, როგორც თავად წერს, ვარჯიშის დამსახურებაა. „ვარჯიშის მადლი“, აწერია ფოტოს, რომელიც ტელეწამყვანმა რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქზე“ ატვირთა. (ფოტო)
მსოფლიო პრესა მოიარა კიანუ რივზისა და მისი რჩეულის ფოტოებმა. ქალის გარეგნობის გამო კიანუს აკრიტიკებენ და წერენ, რომ ეს სრულიად შეუფერებელი წყვილია. ეს თემა საქართველოშიც აქტუალურია. თემას გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც წერს: „კიანუ რივზი 55 წლის არის. მისი რჩეული 46-ის. უბრალოდ, ქალმა გადაწყვიტა, ჭაღარა თმა არ შეიღებოს და ჩვენსავით ბევრი ბოტოქსით ნაოჭები არ გადაისწოროს. ტუჩები არ […]
ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ადამიანების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ მისი ცხოვრების მიღმა. როგორც ტელეწამყვანი ამბობს, ყოფილ მეუღლესთან აბსოლუტურად არანაირი შეხება აღარ აქვს. ირაკლი კოდუას აქვს ურთიერთობა თავის შვილთან, ოღონდ ნანუკას ჩარევის გარეშე. – ბევრი ადამიანი დარჩა დაკეტილ კარს მიღმა? – ჩემს ცხოვრებაში არის ორი მნიშვნელოვანი ადამიანი, ვინც სამუდამოდ უკან დარჩა და ჩემთვის დასრულდნენ. ერთ-ერთი არის ის, ვინც დღეს „რუსთავი […]
გია ყანჩელის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. ცნობილ კომპოზიტორს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი იხსენებს. მათ შორის არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ერთ ამბავს ჰყვება გია ყანჩელთან დაკავშირებით. „ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, […]
ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ფოტოს და წერს, რომ ერთ-ერთმა უცნობმა ურჩია, ამ ფოტოზე ნაოჭები გაექრო, თუმცა ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ნაოჭების თვლას არ აპირებს. გთავაზობთ მის სტატუსს: “ამ ფოტოზე, ინსტაგრამზე უცნობმა ნაოჭების გაქრობა მირჩია. არადა, ფოტო ამბობს, როგორ არ მაღელვებს არც ერთი მათგანი და როგორ შეიძლება ნაოჭებთან ერთად ბედნიერი იყო:) ნათია ფანჯიკიძის წიგნში “შიშო გამოდი გარეთ” ერთ-ერთი […]