ნანუკა ჟორჟოლიანი: „მაპატიებს გენიოსი, მისი საიდუმლო რომ გავთქვი…“

0
991

გია ყანჩელის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული. ცნობილ კომპოზიტორს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი იხსენებს. მათ შორის არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ერთ ამბავს ჰყვება გია ყანჩელთან დაკავშირებით.

„ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, გია ყანჩელი დაგირეკავსო, ვაახ, როგორი ბედნიერი ვიყავი. წინა დღით, ჩემი გადაცემა უნახავს მარტოხელა მამებზე. მათთან დაკავშირება მთხოვა და სოლიდური თანხა ჩაურიცხა სამ მამას, ამ ამბის საიდუმლოდ შენახვის სანაცვლოდ. შემდეგ კიდევ დამირეკა ერთ გოგოზე. უკვე ვიცოდით, რომ ესეც ჩვენს შორის უნდა დარჩენილიყო. ალბათ, მაპატიებს გენიოსი, მისი საიდუმლო რომ გავთქვი.

გენიოსი რომ იყო, ჩვენ კი არა მსოფლიომ იცის, მაგრამ სწორი მოქალაქე რომ იყო, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

მოვა დრო, ჩემს შვილიშვილებთან თავს მოვიწონებ რომ გია ყანჩელს ვიცნობდი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here