ნანკა კალატოზიშვილი: „სად გესმით, რომ ნარკოტიკებს ვუწევთ პოპულარიზაციას?!..“

0
3682

ნანკა კალატოზიშვილი ბახალას საქმესა და ზოგადად, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისა და დეკრიმინალიზაციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ ესმის, რატომ ეძახიან ბახალას ბარიგას, როცა ის სულ სხვა მუხლით, შენახვა-მოხმარებისთვის არის დაკავებული. მსახიობის თქმით, საზოგადოების ნაწილი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოთქვამს.

ნანკა კალატოზიშვილი ამბობს:

მიჩნდება კითხვები. როცა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებაზეა ლაპარაკი, რა მომენტში გესმით ნარკოტიკის პოპულარიზაცია. როცა ვამბობთ, „არ დაიჭირო“, „არ ჩაუდო“, ამ ფრაზების დროს სად გესმით, რომ ნარკოტიკი კარგია, რა მომენტში ესმის ყურში ადამიანს ეს ყველაფერი? მოვისმინე და წავიკითხე, საზღვართან რატომ არ დგახართ და საქართველოს არ იცავთო. როგორ დავიცვა? საკუთარი მეომება. იქ არც თქვენ მინახავხართ დიდი რაოდენობით მისული, მაგრამ იქამდე ხომ უნდა მივაღწიოთ? თვალსა და ხელს შუა გვაცლიან ადამიანებს. ბახალას რვა წელი მიუსაჯეს. ხვდებით, რაზეა ლაპარაკი?

ზოგი ემხრობა სასამართლოს განაჩენს, რომ ბახალა უნდა იჯდეს რვა წელი, მაგრამ რატომ ამბობთ სიტყვა ბარიგას, სხვა მუხლითაა ადამიანი დაჭერილი, შენახვა-მოხმარებაზე. ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცებს ლაპარაკობთ, ბოდვაში ხართ, ხალხო…

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here